დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 2325-IIს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 04/05/2018 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/05/2018 |
სარეგისტრაციო კოდი | 390000000.05.001.018826 |
|
საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1. საქართველოს ტყის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №28(35), 1999 წელი, მუხ. 148) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-11 მუხლის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თ) საქართველოს ტყის ფონდის ეროვნული აღრიცხვისა და სახელმწიფო ტყის ფონდის აღრიცხვის სისტემის ორგანიზება, ტყის მონიტორინგისა და სახელმწიფო ტყის ფონდის კადასტრის წარმოების წესის დადგენა;“. 2. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 231 მუხლი: „მუხლი 231. საქართველოს ტყის ფონდის ეროვნული აღრიცხვა 1. საქართველოს ტყის ფონდის ეროვნული აღრიცხვის მიზანია საქართველოს ტყეებისა და მათი რესურსების თაობაზე სტატისტიკური ინფორმაციის მიღება, ტყეების მდგომარეობის უწყვეტი მონიტორინგი და ტყეებთან დაკავშირებული მონაცემების შესახებ საერთაშორისო ანგარიშგება. 2. საქართველოს ტყის ფონდის ეროვნული აღრიცხვა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, მიუხედავად ტერიტორიის საკუთრებისა, მათ შორის, მუნიციპალიტეტის საკუთრებასა და კერძო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე, შეიძლება განახორციელოს სამინისტრომ ტერიტორიის მესაკუთრესთან შეთანხმებით. 3. საქართველოს ტყის ფონდის ეროვნული აღრიცხვა სამინისტროსთან შეთანხმების საფუძველზე შეიძლება განხორციელდეს ფიზიკური ან იურიდიული პირის სახსრებით. 4. საქართველოს ტყის ფონდის ეროვნული აღრიცხვის წესი განისაზღვრება „ტყის აღრიცხვის, დაგეგმვისა და მონიტორინგის წესით“.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
ქუთაისი, 4 მაისი 2018 წ. N2325-IIს |
დოკუმენტის კომენტარები