,,საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“

  • Word
,,საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 1465
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 16/07/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 20, 28/07/2009
სარეგისტრაციო კოდი 470.200.000.05.001.003.566
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
1465
16/07/2009
სსმ, 20, 28/07/2009
470.200.000.05.001.003.566
,,საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“
საქართველოს პარლამენტი

კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)

საქართველოს კანონი

საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ

    მუხლი 1.

საქართველოს ტყის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №28(35), 1999 წელი, მუხ. 148) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-16 მუხლის მე-4 ნაწილი ამოღებულ იქნეს.

2. მე-18 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 18. სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრების დადგენა და შეცვლა

1. სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდის საზღვრებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ადგენს და ცვლის საქართველოს მთავრობა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.

2. საქართველოს მთავრობას სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდის საზღვრების დადგენისა და შეცვლის შესახებ წინადადებას წარუდგენს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო საქართველოს მიწის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე.

3. სახელმწიფო ტყის ფონდის დაცული ტერიტორიების საზღვრები დგინდება საქართველოს კანონით.

4. სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდის საზღვრების დადგენა, შეცვლა ხორციელდება „საქართველოს სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდის საზღვრების დადგენის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 12 სექტემბრის №403 ბრძანებულების შესაბამისად.

5. სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდის საზღვრების შეცვლის შესახებ წინადადება წარედგინება საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, რომელიც წარმოდგენილ წინადადებას დაინტერესებულ უწყებებთან შეთანხმების შემდეგ განსახილველად წარუდგენს საქართველოს მიწის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო კომისიას.“.

3. 31-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 31. სახელმწიფო ტყის ფონდის მიწების მართვის განსაკუთრებული მოთხოვნები

1. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებს ამ კოდექსის მე-19 მუხლით განსაზღვრულ სათანადო კატეგორიას ანიჭებს საქართველოს მიწის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე.

2. ნებისმიერი ცვლილება, რომელიც მიმართულია სახელმწიფო ტყისა და სახელმწიფო ტყის ფონდის სატყეო მიწების ფართობის შემცირებისაკენ, უნდა იყოს დასაბუთებული.“.

4. 33-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სახელმწიფო ტყესა და სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებს სპეციალური დანიშნულებით სარგებლობისათვის გასცემს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო დაინტერესებულ პირთან შეთანხმებით და საქართველოს მიწის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობისა და ამ კოდექსის 31-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნათა დაცვით.“.

5. 115-ე მუხლის მე-2 ნაწილი ამოღებულ იქნეს.

6. 116-ე მუხლის „ბ.ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

    მუხლი 2

1. სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდის მოქმედ საზღვრებში ამ კანონით დადგენილი წესით ცვლილებების შეტანამდე და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით საჯარო რეესტრში დარეგისტრირებამდე უფლებამოსილმა ორგანოებმა იხელმძღვანელონ ამ კანონის ამოქმედებამდე მოქმედი სამართლებრივი აქტებით, რომლებითაც დადგენილია სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდის ფართობები და საზღვრები.

2. (ამოღებულია – 05.05.2011, №4656)

საქართველოს 2011 წლის 5 მაისის კანონი №4656-ვებგვერდი,13.05.2011წ.

    მუხლი 3.

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი . სააკაშვილი

თბილისი,

2009 წლის 16 ივლისი.

№1465–რს

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს 2011 წლის 5 მაისის კანონი №4656-ვებგვერდი,13.05.2011წ.