დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1672-რს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 07/12/2017 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/12/2017 |
სარეგისტრაციო კოდი | 390000000.05.001.018603 |
|
საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1. საქართველოს ტყის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №28(35), 1999 წელი, მუხ. 148) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-5 მუხლის: ა) „ძ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ძ) ხე-ტყის მარკირება – საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მიერ დადგენილი წესით მრგვალი ხე-ტყის (მორის) სპეციალური ფირნიშის საშუალებით აღრიცხვა;“; ბ) „ხ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ხ) საკონტროლო ფირნიში − სპეციალური ფირნიშის განუყოფელი ნაწილი, რომელიც სახერხ საამქროში მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების შემდეგ აღრიცხვა-ანგარიშგების მიზნით, დადგენილი წესით უნდა წარედგინოს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს (შემდგომ – დეპარტამენტი).“. 2. 53-ე მუხლის მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. ნადირობის ობიექტებისათვის მიკუთვნებული ცხოველთა სამყაროს ობიექტების ჩამონათვალს „ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით ამტკიცებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი.“. 3. 93-ე მუხლის პირველი–მე-3 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ხე-ტყის მოძრაობის, მარკირებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების სავალდებულო მოთხოვნები განისაზღვრება „საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამამუშავებელი ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით საქართველოს ტყის ფონდის ტერიტორიაზე მოპოვებულ ხე-ტყეზე შესაბამისი ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტს გასცემს სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის უფლების მქონე შესაბამისი ორგანო. ამავე წესის შესაბამისად, ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი გაიცემა თვითმმართველი ერთეულისა და კერძო საკუთრების ტერიტორიებზე არსებული ხე-მცენარეებიდან მიღებული მერქნული რესურსის ტრანსპორტირებისა და პირველადი გადამუშავების მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გაცემული საქონლის (მერქნული რესურსის) ადგილწარმოშობის ცნობის საფუძველზე. 3. იმ ხე-ტყის ტრანსპორტირება ან პირველადი გადამუშავება, რომელსაც ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებით დადგენილ შემთხვევებში არ აქვს შესაბამისი ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი, აგრეთვე იმ მრგვალი ხე-ტყის (მორის) ტრანსპორტირება ან პირველადი გადამუშავება, რომელიც დადგენილი წესით არ არის მარკირებული სპეციალური ფირნიშით, იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“. 4. 931 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 931. მერქნული რესურსების მართვის ელექტრონული სისტემა საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყით სარგებლობასთან, ხე-ტყის მოძრაობასთან და პირველად გადამუშავებასთან დაკავშირებული ღონისძიებების აღრიცხვის მიზნით იქმნება მერქნული რესურსების მართვის ელექტრონული სისტემა, რომლის წარმოების ინსტრუქციას კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით ამტკიცებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი. მერქნული რესურსების მართვის ელექტრონულ სისტემას აწარმოებენ ამ კოდექსის მე-15 და მე-16 მუხლებით გათვალისწინებული საქართველოს ტყის ფონდის მართვის უფლების მქონე ორგანოები, აგრეთვე სხვა შესაბამისი პირები მერქნული რესურსების მართვის ელექტრონული სისტემის წარმოების ინსტრუქციისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
ქუთაისი, 7 დეკემბერი 2017 წ. N1672-რს |
დოკუმენტის კომენტარები