„საქართველოს ტყის კოდექსში“ ცვლილებების შეტანის შესახებ

  • Word
„საქართველოს ტყის კოდექსში“ ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 446
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 16/09/2004
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 28, 07/10/2004
სარეგისტრაციო კოდი 390.000.000.05.001.001.564
  • Word
446
16/09/2004
სსმ, 28, 07/10/2004
390.000.000.05.001.001.564
„საქართველოს ტყის კოდექსში“ ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს ტყის კოდექსშიცვლილებების შეტანის შესახებ

    მუხლი 1.

„საქართველოს ტყის კოდექსში“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №28(35), 1999 წელი, მუხ. 148) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. კანონის 57-ე მუხლის მე-6 და მე-7 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე ტყით სარგებლობის ლიცენზიას გასცემს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო.

7. ადგილობრივი მოსახლეობის სოციალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილების აუცილებლობიდან გამომდინარე, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გადაწყვეტილებით მთავარი სარგებლობის ჭრა შეიძლება განხორციელდეს ტყითსარგებლობის ბილეთით.“.

2. კანონის 58-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. გრძელვადიანი ტყით სარგებლობის მიზნით ტყითსარგებლობის ხელშეკრულება იდება ტენდერში ან აუქციონზე გამარჯვებულ პრეტენდენტსა და საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს შორის.“;

ბ) მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „5. დაცულ ტერიტორიებზე ტყით სარგებლობის მიზნით ტყითსარგებლობის ხელშეკრულება იდება ტენდერში ან აუქციონზე გამარჯვებულ პრეტენდენტსა და საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს შორის „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით.“.

3. კანონის 59-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-9 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. დებულებას „ტყითსარგებლობის ლიცენზიის გაცემისა და ხელშეკრულების დადების მიზნით ტენდერისა და აუქციონის ჩატარების წესის შესახებ“ ბრძანებით ამტკიცებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი.“.

    მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2004 წლის 16 სექტემბერი.

№446-IIს