დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 2633-IIს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 27/06/2018 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/07/2018 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/08/2018 |
სარეგისტრაციო კოდი | 390000000.05.001.018888 |
|
საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1. საქართველოს ტყის კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №28(35), 1999 წელი, მუხ. 148) 97-ე მუხლის მე-5 და მე-6 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიას ხანძარსაშიში უბნის სტატუსს საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებულ სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულებასთან – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან შეთანხმებით ანიჭებს ამ კოდექსის მე-15 ან მე-16 მუხლით უფლებამოსილი ორგანო აღრიცხვისა და მონიტორინგის მასალების საფუძველზე. 6. სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე ხანძრის ლიკვიდაციას ახორციელებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულება – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სახელმწიფო ტყის ფონდის შესაბამისი უბნის მართვის უფლების მქონე ორგანოსა და ტყითმოსარგებლის მონაწილეობით.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2018 წლის 1 აგვისტოდან. |
ქუთაისი, 27 ივნისი 2018 წ. N2633-IIს |
დოკუმენტის კომენტარები