საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 4949-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 24/06/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110713010, 13/07/2011
სარეგისტრაციო კოდი 390000000.05.001.016394
  • Word
4949-რს
24/06/2011
ვებგვერდი, 110713010, 13/07/2011
390000000.05.001.016394
საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს ტყის კოდექსშცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს ტყის კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, 28(35), 1999 წელი, მუხ. 148) მე-7 მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს სახელმწიფო ტყის ფონდთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებში საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სახელმწიფოს სახელით მონაწილეობენ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო (შემდგომ – სამინისტრო), სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ბუნებრივი რესურსების სააგენტო (შემდგომ – ბუნებრივი რესურსების სააგენტო), საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დაცული ტერიტორიების სააგენტო (შემდგომ – დაცული ტერიტორიების სააგენტო), საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, ხოლო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიებზე – ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი ორგანოები.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი                            მ. სააკაშვილი

თბილისი,

2011 წლის 24 ივნისი.

№4949რს