დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1939 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 03/11/2009 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 35, 19/11/2009 |
სარეგისტრაციო კოდი | 390.000.000.05.001.003.699 |
საქართველოს კანონი
საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
მუხლი 1
„საქართველოს ტყის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №28(35), 1999 წელი, მუხ. 148) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. 31-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებს ამ კოდექსის მე-19 მუხლით განსაზღვრულ სათანადო კატეგორიას ანიჭებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო საქართველოს მიწის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე, ხოლო ამავე კოდექსის 33-ე მუხლის 31 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქართველოს მთავრობა.“.
2. 33-ე მუხლის:
ა) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სახელმწიფო ტყესა და სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებს სპეციალური დანიშნულებით სარგებლობისათვის (გარდა ამ მუხლის 31 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა) გასცემს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო დაინტერესებულ პირთან შეთანხმებით და საქართველოს მიწის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობისა და ამ კოდექსის 31-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნათა დაცვით.“;
ბ) მე-3 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 ნაწილი:
„31. გადაწყვეტილებას ამ კოდექსის 68-ე მუხლის 61 ნაწილითა და 69-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში სახელმწიფო ტყის ფონდის სპეციალური დანიშნულებით სარგებლობისათვის გაცემისა და ამ ტერიტორიაზე სპეციალური ჭრების განხორციელების თაობაზე იღებს საქართველოს მთავრობა ამავე კოდექსის 31-ე მუხლის მე-2 ნაწი-ლის მოთხოვნათა დაცვით.“.
3. 68-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 ნაწილი:
„61. სპეციალური ჭრების განხორციელების შემთხვევაში 35 გრადუსისა და მეტი დაქანების ფერდობებზე ხე-ტყის დამზადება შესაძლებელია მხოლოდ განსაკუთრებული სახელმწიფო მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობისას.“.
4. 69-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 ნაწილი:
„3. ამ მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პირობები არ ვრცელდება განსაკუთრებული სახელმწიფო მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობისას სპეციალური ჭრების განხორციელების შემთხვევაში.“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2009 წლის 3 ნოემბერი.
№1939–IIს
დოკუმენტის კომენტარები