დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 4655-Iს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 05/05/2011 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110513021, 13/05/2011 |
სარეგისტრაციო კოდი | 390000000.05.001.016302 |
საქართველოს კანონი
საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს ტყის კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №28(35), 1999 წელი, მუხ. 148) 108-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 108. საქართველოს ტყისა და ტყის კანონმდებლობის დაცვის სახელმწიფო კონტროლი
ტყეების მდგომარეობის, სახელმწიფო ტყის ფონდის მოვლის, დაცვის, აღდგენისა და გაშენების, აგრეთვე ტყითსარგებლობის სახელმწიფო კონტროლს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებენ ბუნებრივი რესურსების სააგენტო და დაცული ტერიტორიების სააგენტო.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2011 წლის 15 მაისიდან.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2011 წლის 5 მაისი.
№4655–Iს
დოკუმენტის კომენტარები