დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 2116 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 22/06/1999 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 30(37), 13/07/1999 |
სარეგისტრაციო კოდი | 420.000.000.05.001.000.595 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)
ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ
მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო
1. ამ კანონის რეგულირების სფეროა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ატმოსფერული ჰაერის დაცვა მავნე ანთროპოგენური ზემოქმედებისაგან.
2. ეს კანონი არ არეგულირებს შენობა-ნაგებობებში არსებული ჰაერის დაცვის სამართლებრივ რეჟიმს.
მუხლი 2. საქართველოს კანონმდებლობა ატმოსფერული ჰაერის დაცვის სფეროში
საქართველოს კანონმდებლობა ატმოსფერული ჰაერის დაცვის სფეროში შედგება საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, „გარემოს დაცვის შესახებ” და „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” საქართველოს კანონების, ამ კანონისა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისაგან.
მუხლი 3. კანონის ძირითადი მიზნები და ამოცანები
1. ამ კანონის ძირითადი მიზნებია:
ა) ხელი შეუწყოს გარემოს დაცვის სფეროში საქართველოს კონსტიტუციით დადგენილი ადამიანის ძირითადი უფლებების – ცხოვრობდეს ჯანმრთელობისათვის უვნებელ გარემოში და სარგებლობდეს ბუნებრივი და კულტურული გარემოთი – უზრუნველყოფას;
ბ) უზრუნველყოს გარემოს ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტის – ატმოსფერული ჰაერის დაცვა საზოგადოების ეკოლოგიური და ეკონომიკური ინტერესების შესაბამისად და ახლანდელი და მომავალი თაობების ინტერესების გათვალისწინებით;
გ) სამართლებრივად უზრუნველყოს ატმოსფერული ჰაერის დაცვის სფეროში საერთო გლობალური და რეგიონალური პრობლემების გადაჭრა.
2. ამ კანონის ძირითადი ამოცანებია:
ა) უზრუნველყოს ატმოსფერული ჰაერის ადამიანის ჯანმრთელობისა და ბუნებრივი გარემოსათვის უსაფრთხო მდგომარეობის მიღწევა, შენარჩუნება და გაუმჯობესება;
ბ) სამართლებრივად უზრუნველყოს ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევათა რეგულირება;
გ) ხელი შეუწყოს ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომობის პრინციპის უზრუნველყოფას;
დ) ხელი შეუწყოს ევროკავშირის კანონმდებლობით ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებისაგან დაცვის სფეროში დადგენილი სამართლებრივი ნორმების საქართველოს ტერიტორიაზე ეტაპობრივ ამოქმედებას.
მუხლი 4. ტერმინების განმარტება
ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ატმოსფერული ჰაერი – ატმოსფერული გარსის ჰაერი, შენობა-ნაგებობებში არსებული ჰაერის გარდა;
ბ) მავნე ნივთიერება – ადამიანის საქმიანობის შედეგად ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვეული ნებისმიერი ნივთიერება, რომელიც ახდენს ან რომელმაც შეიძლება მოახდინოს უარყოფითი ზეგავლენა ადამიანის ჯანმრთელობასა და ბუნებრივ გარემოზე;
ბ1) ძირითადი მავნე ნივთიერებები − გოგირდის დიოქსიდი, აზოტის დიოქსიდი, აზოტის ოქსიდები, მყარი ნაწილაკები, ტყვია, ბენზოლი, ნახშირბადის მონოქსიდი, ოზონი, დარიშხანი, კადმიუმი, ვერცხლისწყალი, ნიკელი, ბენზაპირენი, მანგანუმის დიოქსიდი;
გ) ევროკავშირის კანონმდებლობა – ევროკავშირის ინსტიტუტების მიერ მიღებული რეგულაციები, დირექტივები, გადაწყვეტილებები, რეკომენდაციები და მოსაზრებები;
დ) გარემოს დაბინძურების ინტეგრირებული კონტროლის სისტემა – გარემოს დაბინძურების რეგულირების ისეთი სისტემა, რომელიც ეფუძნება დაბინძურების აკუმულირების უნარის მქონე გარემოს ძირითადი კომპონენტების – მიწის, წყლისა და ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ინტეგრირებულ (კომპლექსურ) კონტროლს;
ე) საუკეთესო ტექნოლოგია – გარემოსდაცვითი თვალსაზრისით საუკეთესო, გამოყენებადი და ეკონომიკურად ხელმისაწვდომი ტექნოლოგია, რომელიც ყველაზე უფრო ეფექტურია გარემოზე მავნე ზემოქმედების თავიდან აცილების, მინიმუმამდე შემცირების ან გარდაქმნის თვალსაზრისით; შესაძლოა არ იყოს ფართოდ გავრცელებული, მაგრამ მისი ათვისება, დანერგვა და გამოყენება შესაძლებელია ტექნიკური თვალსაზრისით; შესაძლოა ეკონომიკურად არ განაპირობებდეს მნიშვნელოვნად მაღალი ღირებულების ხარჯზე ზღვრული გარემოსდაცვითი სარგებლის მიღების მიზანშეწონილობას, მაგრამ იგი, ამავე დროს, ხელმისაწვდომია ეკონომიკური თვალსაზრისით;
ვ) სეს ესნ – საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული „საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურა (სეს ესნ)“;
ზ) (ამოღებულია – 25.03.2013, №451);
თ) (ამოღებულია – 25.03.2013, №451);
ი) (
ამოღებულია – 25.03.2013, №451);
კ) ( ამოღებულია – 25.03.2013, №451);
ლ) ფიზიკური ან/და იურიდიული პირი – კერძო სამართლის ფიზიკური ან/და იურიდიული პირი;
მ) სახელმწიფო ორგანო ან/და სახელმწიფო იურიდიული პირი – სახელმწიფო ორგანო, საჯარო სამართლის იურიდიული პირი (საჯაროსამართლებრივი კორპორაცია, საჯაროსამართლებრივი დაწესებულება), რომლის შექმნის, ორგანიზაციისა და საქმიანობის წესი განისაზღვრება კანონით;
ნ) (ამოღებულია);
ო) ოზონდამშლელი ნივთიერება – „ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ“ მონრეალის 1987 წლის ოქმის (შემდგომ – მონრეალის ოქმი) A, B, C ან E დანართით განსაზღვრული და რეგულირებადი ნივთიერება, რომელიც არსებობს დამოუკიდებელი სახით ან ნარევში;
ო1) მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებები − ოზონდამშლელი ნივთიერება და მონრეალის ოქმის F დანართით განსაზღვრული და რეგულირებული ნივთიერება;
ო2) მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების იმპორტი − მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა, გარდა ტრანზიტისა და რეექსპორტისა;
ო3) მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების ექსპორტი − მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა, გარდა ტრანზიტისა და რეექსპორტისა;
ო4) მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების ტრანზიტი − მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების ერთი ან ერთზე მეტი სახელმწიფოს (იმპორტის სახელმწიფოს, რეექსპორტის სახელმწიფოს და ექსპორტის სახელმწიფოს გარდა) ტერიტორიის გავლით გადაზიდვა;
ო5) მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების რეექსპორტი – საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი, მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა, გარდა ტრანზიტისა;
ო6) იმპორტის სახელმწიფო − სახელმწიფო, რომელშიც დაგეგმილია ან ხორციელდება მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების იმპორტი;
ო7) ექსპორტის სახელმწიფო − სახელმწიფო, რომლიდანაც დაგეგმილია ან ხორციელდება მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების ექსპორტი;
ო8) რეექსპორტის სახელმწიფო − სახელმწიფო, რომლიდანაც დაგეგმილია ან ხორციელდება მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების რეექსპორტი;
ო9) ტრანზიტის სახელმწიფო − სახელმწიფო, რომელშიც დაგეგმილია ან ხორციელდება მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების შეტანა მათი სხვა სახელმწიფოში გატანის (გარდა რეექსპორტისა) მიზნით;
ო10) მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების შეგროვება − მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების სამაცივრო სისტემიდან ამოღება შესაბამის კონტეინერში შენახვისა და იდენტიფიკაციისთვის;
ო11) მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების რეციკლირება − მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების მექანიკური მინარევებისგან, მჟავებისა და ზეთისგან გასუფთავება;
ო12) მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების აღდგენა − მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებებისთვის პირვანდელი სახის დაბრუნება;
პ) ოზონდამშლელი ნივთიერებების წლიური საიმპორტო კვოტა – მონრეალის ოქმის შესაბამისად ეტაპობრივი შემცირებისა და საბოლოოდ ხმარებიდან ამოღებისადმი დაქვემდებარებული ოზონდამშლელი ნივთიერებების თითოეული ჯგუფის დადგენილი წლიური ჯამური იმპორტის რაოდენობა, მოცემული მეტრულ ტონებში;
ჟ) თბური ტუმბო – მოწყობილობა, რომელიც სითბოს ჰაერიდან, წყლიდან ან მიწიდან იღებს და დანიშნულებისამებრ აწვდის;
რ) მაცივარაგენტი – ქიმიური ნივთიერება ან ნივთიერებათა ნარევი, რომელიც ცირკულირებს თბურ ტუმბოსა და სამაცივრო კონტურში და გადააქვს სითბო დაბალი ტემპერატურის მქონე საგნიდან ან გარემოდან უფრო მაღალი ტემპერატურის მქონე გარემოში;
რ1) სერტიფიცირებული პირი − საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სერტიფიცირებული, მაცივარაგენტზე მომუშავე მოწყობილობების მომსახურე პირი − ფიზიკური პირი, ინდივიდუალური მეწარმე ან იურიდიული პირი, რომელიც ემსახურება ჰაერის კონდიცირებისა და სამაცივრო მოწყობილობებს ან თბურ ტუმბოებს ან/და ახორციელებს მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების შეძენას/გასხვისებას, შეგროვებას, რეციკლირებას, აღდგენას ან განთავსებას;
რ2) მაცივარაგენტების მართვის ელექტრონული სისტემა − მაცივარაგენტების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის, ტრანზიტის, შეძენის/გასხვისების და მოხმარების აღრიცხვის ელექტრონული სისტემა;
ს) ზონა − ქვეყნის ტერიტორიის ის ნაწილი, რომელიც გამოყოფილია ატმოსფერული ჰაერის ხარისხის შეფასებისა და მართვის მიზნებისთვის;
ტ) აგლომერაცია − ზონა, რომელიც არის დასახლება ან ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებულ დასახლებათა სივრცითი დაჯგუფება და რომლის მოსახლეობის რაოდენობა 250 000-ს აღემატება;
უ) ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის გეგმა − გეგმა, რომელიც განსაზღვრავს ზღვრულად დასაშვები ნორმების ან მიზნობრივი მნიშვნელობის მისაღწევად საჭირო ღონისძიებებს;
ფ) დონე − მავნე ნივთიერების კონცენტრაცია ატმოსფერულ ჰაერში ან მისი დალექვა მიწისპირზე დროის მოცემულ პერიოდში;
ქ) ზღვრულად დასაშვები ნორმები − ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე მავნე ზეგავლენის თავიდან აცილების ან შემცირების მიზნით დადგენილი დონე, რომელიც მიღწეული უნდა იქნეს დროის მოცემულ პერიოდში და რომელმაც შემდგომ არ უნდა გადააჭარბოს მიღწეულ დონეს;
ღ) შეფასება − ნებისმიერი მეთოდი, რომელიც გამოიყენება ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგის ფარგლებში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის დონეების გაზომვისთვის, გამოთვლისთვის, პროგნოზირებისთვის ან მიახლოებითი შეფასებისთვის;
ყ) შეფასების ზედა ზღვარი − დონე, რომლის ქვემოთ ატმოსფერული ჰაერის ხარისხის შესაფასებლად შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს სტაციონარული გაზომვებისა და მოდელირების მეთოდების ან/და ინდიკატორული გაზომვების ერთობლიობა;
შ) შეფასების ქვედა ზღვარი − დონე, რომლის ქვემოთ ატმოსფერული ჰაერის ხარისხის შესაფასებლად შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს მხოლოდ მოდელირების ან მიახლოებითი შეფასების მეთოდი;
ჩ) ტოლერანტობის ზღვარი − ზღვრულად დასაშვები ნორმის პროცენტი, რომლითაც აღნიშნული ნორმა შესაძლებელია გადაჭარბებულ იქნეს ტექნიკურ რეგლამენტში − ატმოსფერული ჰაერის ხარისხის სტანდარტებში მოცემული პირობების თანახმად;
ც) განგაშის ზღვარი − დონე, რომლის მიღმა მოსახლეობის ჯანმრთელობა მყისიერი უარყოფითი ზემოქმედების რისკის ქვეშ დგება და საჭიროა ზომების დაუყოვნებლივ მიღება;
ძ) მიზნობრივი მნიშვნელობა – ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე მავნე ზეგავლენის თავიდან აცილების ან შემცირების მიზნით დადგენილი დონე დროის მოცემულ პერიოდში, აღნიშნული დონის მიღწევის შესაძლებლობის შემთხვევაში;
წ) ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვა − ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებელი ღონისძიებების ერთობლიობა;
ჭ) ატმოსფერული ჰაერის ხარისხის სტანდარტები − ზღვრულად დასაშვები ნორმები, შეფასების ზედა ზღვარი, შეფასების ქვედა ზღვარი, ტოლერანტობის ზღვარი, განგაშის ზღვარი, კრიტიკული დონე და მიზნობრივი მნიშვნელობა;
ხ) ფთორირებული სათბურის აირები − ფთორნახშირწყალბადები, პერფთორნახშირწყალბადები, გოგირდის ჰექსაფთორიდი, სხვა ფთორის შემცველი სათბურის აირები და ნარევები, რომლებიც შეიცავს ნებისმიერ აღნიშნულ ნივთიერება;
ჯ) სააგენტო − საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − გარემოს ეროვნული სააგენტო.
საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი №5605-სსმI, №47, 26.12.2007წ., მუხ.407
საქართველოს 2012 წლის 8 მაისის კანონი №6160 - ვებგვერდი, 25.05.2012წ.
საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №451 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.
საქართველოს 2016 წლის 13 აპრილის კანონი №4951 - ვებგვერდი, 26.04.2016წ.
საქართველოს 2016 წლის 21 დეკემბრის კანონი №172 - ვებგვერდი, 29.12.2016წ.
საქართველოს 2020 წლის 22 მაისის კანონი №5948 – ვებგვერდი, 28.05.2020წ.
საქართველოს 2022 წლის 17 მარტის კანონი №1446 – ვებგვერდი, 24.03.2022წ.
საქართველოს 2023 წლის 16 ივნისის კანონი №3279 – ვებგვერდი, 05.07.2023წ.
ატმოსფერულ ჰაერზე პოტენციურად მავნე ზეგავლენის მქონე საქმიანობის დაგეგმვისა და განხორციელების დროს ფიზიკური და იურიდიული პირები, სახელმწიფო ორგანოები და აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებები ვალდებულნი არიან იხელმძღვანელონ „გარემოს დაცვის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი გარემოს დაცვისა და „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ძირითადი პრინციპებით.
მუხლი 51. ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგი და მართვა
1. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგი და მართვა ხორციელდება ზონებსა და აგლომერაციებში. ზონები და აგლომერაციები მტკიცდება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებით.
2. ზონები დგინდება ატმოსფერული ჰაერის ხარისხის შეფასების შედეგების, ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის ინვენტარიზაციის, გეოგრაფიული და მეტეოროლოგიური პარამეტრების გათვალისწინებით.
[ 3. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − გარემოს ეროვნული სააგენტო (შემდგომ − სააგენტო) ზონებისა და აგლომერაციების კლასიფიკაციას ახდენს ტექნიკური რეგლამენტით − ატმოსფერული ჰაერის ხარისხის სტანდარტებით დადგენილი შეფასების ზედა ზღვრისა და შეფასების ქვედა ზღვრის მიხედვით, არანაკლებ 5 წელიწადში ერთხელ. სააგენტოს მიერ დადგენილი კლასიფიკაციის საფუძველზე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი გამოსცემს შესაბამის ბრძანებას.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის გარდა, მნიშვნელოვანი ცვლილების განხორციელებისას, რომელმაც შესაძლებელია გავლენა მოახდინოს ატმოსფერულ ჰაერში ძირითადი მავნე ნივთიერებების კონცენტრაციაზე, უნდა მოხდეს ზონებისა და აგლომერაციების კლასიფიკაციის გადახედვა და საჭიროების შემთხვევაში − კლასიფიკაციის შეცვლა. (ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან)]
საქართველოს 2020 წლის 22 მაისის კანონი №5948 – ვებგვერდი, 28.05.2020წ.
თავი II. ფიზიკურ და იურიდიულ პირთა უფლებები და ვალდებულებები ატმოსფერული ჰაერის დაცვის სფეროში
მუხლი 6. ფიზიკურ და იურიდიულ პირთა უფლებები ატმოსფერული ჰაერის დაცვის სფეროში
1. ფიზიკურ და იურიდიულ პირებს უფლება აქვთ:
ა) საჯარო დაწესებულებისგან დროულად მიიღონ სრული და ობიექტური ინფორმაცია:
ა.ა) ატმოსფერული ჰაერის ხარისხის შესახებ;
ა.ბ) ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის გეგმისა და მოკლევადიანი სამოქმედო გეგმის შესახებ;
ბ) აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებს წარუდგინონ წინადადებები ატმოსფერული ჰაერის დაცვის გაუმჯობესების თაობაზე;
გ) ხელი შეუწყონ ატმოსფერული ჰაერის დაცვის სფეროში სახელმწიფო და ადგილობრივი პროგრამების განხორციელებას;
დ) მონაწილეობა მიიღონ ატმოსფერული ჰაერის დაცვის სფეროში მნიშვნელოვან გადაწყვეტილებათა განხილვასა და მიღებაში;
ე) მიიღონ ანაზღაურება მათთვის მიყენებული ზიანისათვის, რომელიც გამოიწვია ატმოსფერული ჰაერის დაცვის კანონმდებლობის მოთხოვნათა შეუსრულებლობამ;
ვ) სასამართლო წესით მოითხოვონ ატმოსფერული ჰაერის დამაბინძურებელი ობიექტების განთავსების, დაპროექტების, მშენებლობის, რეკონსტრუქციისა და ექსპლუატაციის შესახებ გადაწყვეტილებათა შეცვლა;
ზ) აღძრან სარჩელი იმ პირთა მიმართ, რომლებიც მათ მიერ მხილებულნი იქნებიან ამ კანონით დადგენილი სამართლებრივი ნორმების დარღვევაში.
2. უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე და მოქალაქეობის არმქონე ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე, რომლებიც იმყოფებიან საქართველოს ტერიტორიაზე, ვრცელდება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ნორმები, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ზ” ქვეპუნქტით განსაზღვრული პირები შეიძლება იყვნენ როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირები, მიუხედავად მათი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა.
მუხლი 7. ფიზიკურ და იურიდიულ პირთა ვალდებულებები ატმოსფერული ჰაერის დაცვის სფეროში
1. ფიზიკური და იურიდიული პირები ვალდებულნი არიან:
ა) დაიცვან ამ კანონითა და საქართველოს კანონმდებლობით ატმოსფერული ჰაერის დაცვის სფეროში დადგენილი მოთხოვნები;
ბ) მოსალოდნელი ან მომხდარი ტექნოგენური ავარიისა და სხვა ეკოლოგიური კატასტროფის შესახებ ინფორმაციის მიღებისას დროულად აცნობონ სათანადო კომპეტენტურ სახელმწიფო ორგანოებს ან განაცხადონ საჯაროდ.
2. უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე და მოქალაქეობის არმქონე ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე, რომლებიც იმყოფებიან საქართველოს ტერიტორიაზე, ვრცელდება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ნორმები, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.
3. აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებზე, სახელმწიფო ორგანოებზე, მუნიციპალიტეტებსა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებზე ვრცელდება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ნორმები, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.
1. 3 კგ ან 3 კგ-ზე მეტ მონრეალის ოქმით გათვალისწინებულ ნივთიერებაზე მომუშავე სტაციონარული მოწყობილობის მფლობელი, აგრეთვე სერტიფიცირებული პირი ვალდებულია აწარმოოს ელექტრონული ჟურნალი. ელექტრონული ჟურნალის წარმოების წესი განისაზღვრება „მაცივარაგენტების მართვის ელექტრონული სისტემის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
2. 3 კგ ან 3 კგ-ზე მეტ მონრეალის ოქმით გათვალისწინებულ ნივთიერებაზე მომუშავე სტაციონარული მოწყობილობის მფლობელი ვალდებულია მაცივარაგენტების ჟონვის მინიმუმამდე შესამცირებლად უზრუნველყოს „თბური ტუმბოების, ჰაერის კონდიცირებისა და სამაცივრო მოწყობილობების მომსახურების გარემოსდაცვითი მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულება, მათ შორის, მაცივარაგენტების ჟონვის შემოწმება.
3. სერტიფიცირებული პირი ვალდებულია მონრეალის ოქმით გათვალისწინებულ ნივთიერებაზე მომუშავე მოწყობილობის დემონტაჟის ან უტილიზაციის, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში − მისი მომსახურების დროს ამ მოწყობილობის სისტემის გახსნამდე სრულად ამოიღოს აღნიშნული ნივთიერება.
4. ამ მუხლით დადგენილ ვალდებულებათა შესრულების კონტროლს ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი.
საქართველოს 2023 წლის 16 ივნისის კანონი №3279 – ვებგვერდი, 05.07.2023წ.
თავი III. კომპეტენციათა გამიჯვნა ატმოსფერული ჰაერის დაცვის სფეროში
1. ატმოსფერული ჰაერის დაცვის სფეროში საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლეს ორგანოთა კომპეტენციას განეკუთვნება:
ა) გარემოს მონიტორინგის (გარემოს მდგომარეობაზე დაკვირვების სისტემის) ორგანიზება;
ბ) ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკისა და სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება;
გ) გარემოს დაბინძურების ინტეგრირებული კონტროლის სისტემის ორგანიზება;
გ 1) საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ზონებისა და აგლომერაციების დადგენა;
გ2) ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის გეგმისა და მოკლევადიანი სამოქმედო გეგმის შემუშავება შესაბამის უწყებებთან ერთად, კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამის მუნიციპალიტეტთან შეთანხმებით;
დ) (ამოღებულია);
ე) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა ფუნქციების შესრულება.
2. საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლეს ორგანოთა კომპეტენცია ატმოსფერული ჰაერის დაცვის სფეროში განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციით, „გარემოს დაცვის შესახებ“, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონებით, ამ კანონითა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი №5605-სსმI, №47, 26.12.2007წ., მუხ.407
საქართველოს 2020 წლის 22 მაისის კანონი №5948 – ვებგვერდი, 28.05.2020წ.
აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების ორგანოთა კომპეტენცია ატმოსფერული ჰაერის დაცვის სფეროში განისაზღვრება ამ კანონითა და საქართველოს კანონმდებლობით.
თავი IV. ატმოსფერულ ჰაერზე მავნე ანთროპოგენური ზემოქმედება
მუხლი 11. ატმოსფერულ ჰაერზე მავნე ანთროპოგენური ზემოქმედების სახეები
1. ატმოსფერულ ჰაერზე მავნე ანთროპოგენური ზემოქმედება არის ატმოსფერულ ჰაერზე ადამიანის საქმიანობით გამოწვეული ნებისმიერი ზემოქმედება, რომელიც ახდენს ან რომელმაც შეიძლება მოახდინოს უარყოფითი ზეგავლენა ადამიანის ჯანმრთელობასა და ბუნებრივ გარემოზე.
2. ატმოსფერულ ჰაერზე მავნე ანთროპოგენური ზემოქმედების სახეებია:
ა) ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურება;
ბ) ატმოსფერულ ჰაერზე რადიაციული ზემოქმედება;
გ) ატმოსფერული ჰაერის მიკროორგანიზმებითა და მიკრობული წარმოშობის ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით დაბინძურება;
დ) ატმოსფერულ ჰაერზე ხმაურის, ვიბრაციის, ელექტრომაგნიტური ველებისა და სხვა სახის ფიზიკური ზემოქმედება.
მუხლი 12. ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურება
1. ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურება არის ადამიანის საქმიანობის შედეგად ატმოსფერულ ჰაერში ნებისმიერი ნივთიერების გაფრქვევა (ემისია), რომელიც ახდენს ან რომელმაც შეიძლება მოახდინოს უარყოფითი ზეგავლენა ადამიანის ჯანმრთელობასა და ბუნებრივ გარემოზე.
2. ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურებისაგან დაცვის სამართლებრივი რეჟიმი განისაზღვრება ამ კანონითა და საქართველოს კანონმდებლობით.
მუხლი 13. ატმოსფერულ ჰაერზე რადიაციული ზემოქმედება
1. ატმოსფერული ჰაერის რადიაციული ზემოქმედებისაგან დაცვის მიზნით წესდება რადიაციული ზემოქმედების ზღვრულად დასაშვები ნორმები, რომელთა განსაზღვრის პერიოდულობა დგინდება „გარემოს დაცვის შესახებ” საქართველოს კანონით.
2. ატმოსფერული ჰაერის რადიაციული ზემოქმედებისაგან დაცვის სამართლებრივი რეჟიმი განისაზღვრება „რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ“ საქართველოს კანონით.
საქართველოს 2023 წლის 16 ივნისის კანონი №3286 – ვებგვერდი, 06.07.2023წ.
1. ატმოსფერული ჰაერის მიკროორგანიზმებითა და მიკრობული წარმოშობის ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით დაბინძურებისგან დასაცავად წესდება გარემოში მავნე ნივთიერებათა ემისიისა და მიკროორგანიზმებით გარემოს დაბინძურების ზღვრულად დასაშვები ნორმები, რომელთა განსაზღვრის პერიოდულობა დგინდება „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით.
2. ატმოსფერული ჰაერის მიკროორგანიზმებით დაბინძურებისაგან დაცვის სამართლებრივი რეჟიმი განისაზღვრება „მიკროორგანიზმებითა და მიკრობული წარმოშობის ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით დაბინძურებისაგან ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ დებულებით, რომელსაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.
საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი №5605-სსმI, №47, 26.12.2007წ., მუხ.407
საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3057 - ვებგვერდი, 11.07.2018 წ.
1. ატმოსფერული ჰაერის ხმაურის, ვიბრაციის, ელექტრომაგნიტური ველებისა და სხვა სახის ფიზიკური ზემოქმედებისაგან დაცვის მიზნით წესდება ხმაურის, ვიბრაციის, ელექტრომაგნიტური ველებისა და სხვაგვარი ფიზიკური ზემოქმედების ზღვრულად დასაშვები ნორმები, რომელთა განსაზღვრის პერიოდულობა დგინდება „გარემოს დაცვის შესახებ” საქართველოს კანონით.
2. ატმოსფერული ჰაერის ხმაურის, ვიბრაციის, ელექტრომაგნიტური ველებისა და სხვა სახის ფიზიკური ზემოქმედებისაგან დაცვის სამართლებრივი რეჟიმი განისაზღვრება „ხმაურისა და ვიბრაციის მავნე ზემოქმედებისაგან ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ” და „ელექტრომაგნიტური ველებისა და სხვა სახის ფიზიკური ზემოქმედებისაგან ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ” საქართველოს კანონებით.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ნორმატიული აქტების ამოქმედებამდე ატმოსფერული ჰაერის ხმაურის, ვიბრაციის, ელექტრომაგნიტური ველებისა და სხვა სახის ფიზიკური ზემოქმედებისაგან დაცვის რეგულირება ხორციელდება „გარემოს დაცვის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი გარემოს დაცვისა და „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ძირითადი პრინციპებით, სახელმწიფო სტანდარტებით, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმებითა და წესებით და ამავე სფეროში მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი ნორმების საფუძველზე.
თავი V. ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურებისაგან დაცვის სისტემა
მუხლი 16. ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურებისაგან დაცვის სისტემა
1. ატმოსფერული ჰაერის ადამიანის ჯანმრთელობისა და ბუნებრივი გარემოსათვის უსაფრთხო მდგომარეობის მიღწევის, შენარჩუნებისა და გაუმჯობესების მიზნით სახელმწიფო უზრუნველყოფს ადმინისტრაციულ, სამეურნეო, ტექნოლოგიურ, პოლიტიკურ-სამართლებრივ და საზოგადოებრივ ღონისძიებათა განხორციელებას, რომელთა ერთობლიობა შეადგენს ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურებისაგან დაცვის სისტემას.
2. ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურებისაგან დაცვის სისტემის ფუნქციონირების აუცილებელი პირობებია:
ა) ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა კონცენტრაციის ზღვრულად დასაშვები ნორმების დადგენა;
ბ) ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგის (ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობაზე დაკვირვების სისტემის) ორგანიზება;
გ) ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების რეგულირება.
საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №451 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.
თავი VI. ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა კონცენტრაციის ზღვრულად დასაშვები ნორმები
მუხლი 18. ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა კონცენტრაციის ზღვრულად დასაშვები ნორმები
1. ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა კონცენტრაციის ზღვრულად დასაშვები ნორმები არის გარემოს ეკოლოგიური წონასწორობის უზრუნველსაყოფად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გარემოს მდგომარეობის ხარისხობრივი ნორმების (გარემოს ხარისხობრივი სტანდარტების) ნაწილი. ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა კონცენტრაციის ზღვრულად დასაშვები ნორმები დგინდება თითოეული მავნე ნივთიერებისთვის.
2. ატმოსფერულ ჰაერში ძირითად მავნე ნივთიერებათა კონცენტრაციის ზღვრულად დასაშვებ ნორმებს ტექნიკური რეგლამენტის − ატმოსფერული ჰაერის ხარისხის სტანდარტების სახით ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.
საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი №5605-სსმI, №47, 26.12.2007წ., მუხ.407
საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4386-ვებგვერდი,17.03.2011წ.
საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №451 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.
საქართველოს 2016 წლის 13 აპრილის კანონი №4951 - ვებგვერდი, 26.04.2016წ.
საქართველოს 2020 წლის 22 მაისის კანონი №5948 – ვებგვერდი, 28.05.2020წ.
ამ კანონის მიზნებისათვის, ევროკავშირის კანონმდებლობით განსაზღვრული სამართლებრივი მოთხოვნების გათვალისწინებით, ატმოსფერული ჰაერის ხარისხის სტანდარტები „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებით“ ნაკისრ ვალდებულებათა ფარგლებში დგინდება „ატმოსფერული ჰაერის ხარისხისა და ევროპაში უფრო სუფთა ჰაერის შესახებ“ ევროპარლამენტისა და საბჭოს 2008 წლის 21 მაისის 2008/50/EC დირექტივის და ევროპარლამენტისა და საბჭოს 2004 წლის 15 დეკემბრის 2004/107/EC დირექტივის „ატმოსფერულ ჰაერში დარიშხანის, კადმიუმის, ვერცხლისწყლის, ნიკელისა და პოლიციკლური არომატული ნახშირწყალბადების შემცველობა“ საფუძველზე.
საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი №5605-სსმI, №47, 26.12.2007წ., მუხ.407
საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4386-ვებგვერდი,17.03.2011წ.
საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №451 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.
საქართველოს 2016 წლის 13 აპრილის კანონი №4951 - ვებგვერდი, 26.04.2016წ.
თავი VII. ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგის სისტემის ორგანიზება
მუხლი 20. ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგის სისტემა
ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგი არის ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობაზე დაკვირვებით მიღებული ინფორმაციის შეგროვების, ანალიზისა და პროგნოზირების ერთობლიობა. ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგი არის გარემოს მდგომარეობაზე დაკვირვების (მონიტორინგის) სისტემის ნაწილი, რომლის ორგანიზების საერთო კოორდინაციას ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახორციელებს სააგენტოს მეშვეობით.
საქართველოს 2000 წლის 30 ივნისის კანონი №465ა -სსმI, №27, 17.07.2000წ., მუხ.86
საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი №5605-სსმI, №47, 26.12.2007წ., მუხ.407
საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4386-ვებგვერდი,17.03.2011წ.
საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №451 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.
საქართველოს 2016 წლის 13 აპრილის კანონი №4951 - ვებგვერდი, 26.04.2016წ.
საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1662 - ვებგვერდი, 14.12.2017წ.
საქართველოს 2020 წლის 22 მაისის კანონი №5948 – ვებგვერდი, 28.05.2020წ.
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6903 - ვებგვერდი, 28.07.2020წ.
1. ევროკავშირის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით, ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების დონეზე დაკვირვების პუნქტების/სადგურების მინიმალური სტანდარტული რაოდენობის, განლაგებისა და ფუნქციონირების წესები, აგრეთვე დაბინძურების დონის გაზომვის სტანდარტული მეთოდების ჩამონათვალი დგინდება ევროგაერთიანების საბჭოს 2008 წლის 21 მაისის 2008/50/EC დირექტივის „ატმოსფერული ჰაერის ხარისხი და უფრო სუფთა ჰაერი ევროპისთვის“ და 2004 წლის 15 დეკემბრის 2004/107/EC დირექტივის „ატმოსფერულ ჰაერში დარიშხანი, კადმიუმი, ვერცხლისწყალი, ნიკელი და პოლიციკლური არომატული ნახშირწყალბადები“ შესაბამისად.
2. ევროკავშირის კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად დადგენილი საქართველოში ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების დონეზე დაკვირვების პუნქტების/სადგურების მინიმალური სტანდარტული რაოდენობის, განლაგებისა და ფუნქციონირების წესები, აგრეთვე დაბინძურების დონის გაზომვის სტანდარტული მეთოდების ჩამონათვალი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით „ევროპარლამენტისა და საბჭოს 2008/50/EC და 2004/107/EC დირექტივების შესაბამისად საქართველოში ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების დონეზე დაკვირვების პუნქტების/სადგურების მინიმალური სტანდარტული რაოდენობის, განლაგებისა და ფუნქციონირების წესების, აგრეთვე დაბინძურების დონის გაზომვის სტანდარტული მეთოდების ჩამონათვალის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“.
საქართველოს 2000 წლის 30 ივნისის კანონი №465ა -სსმI, №27, 17.07.2000წ., მუხ.86
საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი №5605-სსმI, №47, 26.12.2007წ., მუხ.407
საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4386-ვებგვერდი,17.03.2011წ.
საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №451 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.
საქართველოს 2016 წლის 13 აპრილის კანონი №4951 - ვებგვერდი, 26.04.2016წ.
თავი VIII. ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების რეგულირება
მუხლი 22. ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების რეგულირება
ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების რეგულირება მოიცავს დაბინძურების სახეებისა და დაბინძურების წყაროების კლასიფიცირებასა და აღრიცხვას, დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების შეზღუდვას და ამ კანონით დადგენილ სხვა მოთხოვნებს, რომლებიც მიზნად ისახავს ატმოსფერული ჰაერის ადამიანის ჯანმრთელობისა და ბუნებრივი გარემოსათვის უსაფრთხო მდგომარეობის მიღწევას, შენარჩუნებასა და გაუმჯობესებას.
მუხლი 23. ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების სახეები
ამ კანონის მიზნებისათვის, ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების სახეებია:
ა) ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევა დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან;
ბ) ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევა დაბინძურების მობილური წყაროებიდან;
გ) ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევა დაბინძურების დისპერსიული წყაროებიდან;
დ) (ამოღებულია – 25.03.2013, №451).
საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №451 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.
მუხლი 24. ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევა დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან
1. ამ კანონის მიზნებისათვის, ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევა დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან არის საქმიანობის განხორციელების შედეგად ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა მოხვედრა ადგილზე უძრავად დამონტაჟებული სტაციონარული დაბინძურების წყაროდან ან ერთი ტექნოლოგიური ციკლით დაკავშირებულ სტაციონარულ წყაროთა ჯგუფიდან.
2. ამ კანონის მიზნებისათვის, ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყარო არის კაპიტალურად, უძრავად დამონტაჟებული დანადგარი ან შენობა-ნაგებობა, რომელიც აღჭურვილია სპეციალური გასაფრქვევი მოწყობილობით ან რომელსაც, ტექნოლოგიური პროცესის თავისებურებებიდან გამომდინარე, არ გააჩნია სპეციალური გასაფრქვევი მოწყობილობა.
3. ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევა დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან რეგულირდება ამ კანონით დადგენილი წესით.
საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი №5605-სსმI, №47, 26.12.2007წ., მუხ.407
მუხლი 25. ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევა დაბინძურების მობილური წყაროებიდან
1. ამ კანონის მიზნებისათვის, ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევა დაბინძურების მობილური წყაროებიდან არის მავნე ნივთიერებათა გაფრქვევა სატრანსპორტო და სხვა მოძრავ-მექანიკური საშუალებებიდან (საბრძოლო ტიპის მოძრავ-მექანიკური საშუალებების გარდა).
2. (ამოღებულია – 25.03.2013, №451).
3. (
ამოღებულია – 25.03.2013, №451).
4. (
ამოღებულია – 25.03.2013, №451).
5. ( ამოღებულია – 25.03.2013, №451).
6. (ამოღებულია – 25.03.2013, №451).
7. ევროკავშირის კანონმდებლობით განსაზღვრული სამართლებრივი მოთხოვნების გათვალისწინებით, ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დამაბინძურებელი სხვადასხვა სახეობის სატრანსპორტო და სხვა მოძრავ-მექანიკური საშუალებებიდან გაფრქვევის (გამონაბოლქვის) ზღვრულად დასაშვები ნორმები დგინდება „იმ ძრავიანი სატრანსპორტო საშუალებების აღიარების დამტკიცების შესახებ, რომლებიც დაკავშირებულია მსუბუქი სამგზავრო და კომერციული სატრანსპორტო საშუალებებიდან გამონაბოლქვთან (Euro 5 და Euro 6), და ასეთი სატრანსპორტო საშუალებების შეკეთებისა და შენახვის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის თაობაზე“ ევროპარლამენტისა და საბჭოს 2007 წლის 20 ივნისის №715/2007 რეგულაციის, „იმ ძრავიანი სატრანსპორტო საშუალებებისა და ძრავების აღიარების დამტკიცების შესახებ, რომლებიც დაკავშირებულია სატვირთო სატრანსპორტო საშუალებებიდან გამონაბოლქვთან (Euro VI), და ასეთი სატრანსპორტო საშუალებების შეკეთებისა და შენახვის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და №715/2007 რეგულაციაში (EC) და 2007/46/EC დირექტივაში ცვლილებების შეტანის და 80/1269/EEC, 2005/55/EC და 2005/78/EC დირექტივების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე“ ევროპარლამენტისა და საბჭოს 2009 წლის 18 ივნისის №595/2009 რეგულაციის და „ძრავიანი სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი მისაბმელების საგზაო მოძრაობისთვის გამოსადეგობის ტესტების შესახებ“ ევროპარლამენტისა და საბჭოს 2009 წლის 6 მაისის 2009/40/EC დირექტივის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის დადგენილებით „ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დამაბინძურებელი სხვადასხვა სახეობის სატრანსპორტო და სხვა მოძრავ-მექანიკური საშუალებებიდან გაფრქვევის (გამონაბოლქვის) ევროკავშირის კანონმდებლობით გათვალისწინებული ზღვრულად დასაშვები ნორმების საქართველოს ტერიტორიაზე სამოქმედოდ შემოღების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“.
8. (ამოღებულია - 05.02.2014, №1963).
9. (ამოღებულია - 05.02.2014, №1963).
საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი №5605-სსმI, №47, 26.12.2007წ., მუხ.407
საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4386-ვებგვერდი,17.03.2011წ.
საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №451 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.
მუხლი 26. ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევა დაბინძურების დისპერსიული წყაროებიდან
1. ამ კანონის მიზნებისათვის, ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევა დაბინძურების დისპერსიული წყაროებიდან არის მავნე ნივთიერებათა გაფრქვევა სპეციალური გასაფრქვევი მოწყობილობის გარეშე (გარდა ამ კანონის 24-ე მუხლით განსაზღვრული ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან გაფრქვევებისა ან/და ერთი ტექნოლოგიური ციკლით დაკავშირებულ დაბინძურების სტაციონარულ წყაროთა ჯგუფიდან გაფრქვევებისა და დისპერსიული წყაროების გაფრქვევების ერთობლიობისა). ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა დისპერსიული წყაროებიდან გაფრქვევის სახეებია:
ა) ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების, აფეთქების
სამუშაოების განხორციელების, ნაყარების განლაგებისა და ექსპლუატაციის დროს;
ბ) ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევა ნაგავსაყრელების ექსპლუატაციის დროს;
გ) ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევა ფხვიერი, აქროლადი და აიროვანი ნივთიერებებისა და მასალების შენახვის, ტრანსპორტირებისა და გამოყენების დროს;
დ) ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევა შხამქიმიკატების, მინერალური სასუქებისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სხვა პრეპარატების შენახვის, ტრანსპორტირებისა და გამოყენების დროს.
2. (
ამოღებულია – 25.03.2013, №451).
3. (
ამოღებულია – 25.03.2013, №451).
4. (
ამოღებულია – 25.03.2013, №451).
5. ( ამოღებულია – 25.03.2013, №451).
საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი №5605-სსმI, №47, 26.12.2007წ., მუხ.407
საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4386-ვებგვერდი,17.03.2011წ.
საქართველოს 2012 წლის 8 მაისის კანონი №6160 - ვებგვერდი, 25.05.2012წ.
საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №451 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.
საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი №5605-სსმI, №47, 26.12.2007წ., მუხ.407
საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №451 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.
დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის შეზღუდვის მიზნით დგინდება დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმები.
საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი №5605-სსმI, №47, 26.12.2007წ., მუხ.407
საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №451 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.
1. ამ კანონის მიზნებისათვის, მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმა არის „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი გარემოში მავნე ნივთიერებათა ემისიის ზღვრულად დასაშვები ნორმა. ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმა არის ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროდან მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის დადგენილი რაოდენობა, გაანგარიშებული იმ პირობით, რომ დაბინძურების ამ წყაროსა და სხვა წყაროების ერთობლიობიდან გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა კონცენტრაცია ატმოსფერული ჰაერის მიწისპირა ფენაში არ აღემატება ამ წყაროს ზეგავლენის ტერიტორიისათვის დადგენილ მავნე ნივთიერებათა კონცენტრაციის ზღვრულად დასაშვებ ნორმებს. ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმა დგინდება ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების, გარემოზე ზემოქმედების შეფასებისადმი დაქვემდებარებული საქმიანობის ყველა სტაციონარული წყაროსთვის (ობიექტისთვის). ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმები დგინდება ასევე ერთი საწარმოო ტერიტორიის ფარგლებში გარემოზე ზემოქმედების შეფასებისადმი დაქვემდებარებულ საქმიანობასთან ერთად განხორციელებული ყველა საქმიანობის გათვალისწინებით. მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმა დგინდება 5 წლის ვადით, ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების თითოეული წყაროსთვის და თითოეული მავნე ნივთიერებისთვის. მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმის გაანგარიშებისას ორიენტაცია საუკეთესო ტექნოლოგიაზე უნდა გაკეთდეს.
2. ( ამოღებულია – 25.03.2013, №451).
3. ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმების გაანგარიშებისას მიღებული მასალების შედეგები ფორმდება ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმების პროექტის სახით.
4. ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმების გაანგარიშების მეთოდი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით „ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმების გაანგარიშების ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“.
5. იმ საქმიანობისათვის, რომელიც არ ექვემდებარება ეკოლოგიურ ექსპერტიზას და რომლის განხორციელების შედეგად ხდება ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევა, მტკიცდება გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტი.
1. ამ კანონის მიზნებისთვის, მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმა არის „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი გარემოში მავნე ნივთიერებათა ემისიის ზღვრულად დასაშვები ნორმა. ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმა არის ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროდან მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის დადგენილი რაოდენობა, გაანგარიშებული იმ პირობით, რომ დაბინძურების ამ წყაროსა და სხვა წყაროების ერთობლიობიდან გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა კონცენტრაცია ატმოსფერული ჰაერის მიწისპირა ფენაში არ აღემატება ამ წყაროს ზეგავლენის ტერიტორიისათვის დადგენილ მავნე ნივთიერებათა კონცენტრაციის ზღვრულად დასაშვებ ნორმებს.
2. ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმა დგინდება ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების გარემოზე ზემოქმედების შეფასებისადმი დაქვემდებარებული საქმიანობის ყველა სტაციონარული წყაროსთვის (ობიექტისთვის), გარდა ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვისადმი დაქვემდებარებული საქმიანობებისა.
3. ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვისადმი დაქვემდებარებული საქმიანობებისთვის ემისიის ზღვრული მნიშვნელობები დგინდება „სამრეწველო ემისიების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
4. ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმები დგინდება ასევე ერთი საწარმოო ტერიტორიის ფარგლებში გარემოზე ზემოქმედების შეფასებისადმი დაქვემდებარებულ საქმიანობასთან ერთად განხორციელებული ყველა საქმიანობის, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საქმიანობებისა, გათვალისწინებით.
5. მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმა დგინდება 5 წლის ვადით, ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების თითოეული წყაროსთვის და თითოეული მავნე ნივთიერებისთვის. მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმის გაანგარიშებისას უპირატესობა საუკეთესო ხელმისაწვდომ ტექნიკას ენიჭება.
6. ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმების გაანგარიშებისას მიღებული მასალების შედეგები ფორმდება ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმების პროექტის სახით.
7. ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმების გაანგარიშების მეთოდი განისაზღვრება „ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმების გაანგარიშების ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
8. იმ საქმიანობისთვის, რომელიც არ ექვემდებარება გარემოზე ზემოქმედების შეფასებასა და ინტეგრირებულ გარემოსდაცვით ნებართვას და რომლის განხორციელების შედეგად ხდება ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევა, მტკიცდება გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტი. (ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან) ]
საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი №5605-სსმI, №47, 26.12.2007წ., მუხ.407
საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4386-ვებგვერდი,17.03.2011წ.
საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №451 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.
საქართველოს 2016 წლის 13 აპრილის კანონი №4951 - ვებგვერდი, 26.04.2016წ.
საქართველოს 2017 წლის 1 ივნისის კანონი №892 - ვებგვერდი, 21.06.2017წ.
საქართველოს 2023 წლის 29 ივნისის კანონი №3386 – ვებგვერდი, 30.06.2023წ.
1. ( ამოღებულია – 25.03.2013, №451).
2. ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაცია არის სისტემატიზაცია მონაცემებისა დაბინძურების სტაციონარული ობიექტის ტერიტორიაზე განლაგებული ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა შემადგენლობისა და რაოდენობის შესახებ.
3. ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარულ ობიექტში ინვენტარიზაციის ჩატარება სავალდებულოა ყველა საქმიანობისთვის, გარდა გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებისადმი დაქვემდებარებული საქმიანობისა და ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროების ინვენტარიზაციის ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული საქმიანობებისა. ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარულ ობიექტში ინვენტარიზაციის ჩატარებას ექვემდებარება ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების თითოეული წყარო და თითოეული მავნე ნივთიერება. ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარულ ობიექტში ინვენტარიზაციის ჩატარებით მიღებული მასალების შედეგები აისახება ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკურ ანგარიშში.
[3. ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარულ ობიექტში ინვენტარიზაციის ჩატარება სავალდებულოა ყველა საქმიანობისთვის, გარდა გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებისადმი ან/და ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვისადმი დაქვემდებარებული საქმიანობისა და ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროების ინვენტარიზაციის ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული საქმიანობებისა. ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარულ ობიექტში ინვენტარიზაციის ჩატარებას ექვემდებარება ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების თითოეული წყარო და თითოეული მავნე ნივთიერება. ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარულ ობიექტში ინვენტარიზაციის ჩატარებით მიღებული მასალების შედეგები აისახება ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკურ ანგარიშში. (ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან) ]
4. ( ამოღებულია – 25.03.2013, №451).
5. ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ჩატარების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით „ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროების ინვენტარიზაციის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“.
საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი №5605-სსმI, №47, 26.12.2007წ., მუხ.407
საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4386-ვებგვერდი,17.03.2011წ.
საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №451 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.
საქართველოს 2016 წლის 13 აპრილის კანონი №4951 - ვებგვერდი, 26.04.2016წ.
საქართველოს 2017 წლის 1 ივნისის კანონი №892 - ვებგვერდი, 21.06.2017წ.
საქართველოს 2022 წლის 17 მარტის კანონი №1446 – ვებგვერდი, 24.03.2022წ.
საქართველოს 2023 წლის 29 ივნისის კანონი №3386 – ვებგვერდი, 30.06.2023წ.
მუხლი 292. ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული ობიექტების აღრიცხვა
ამ თავის ნორმების შესასრულებლად აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი სამსახურები საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ყოველწლიურად აღრიცხავენ მათ რეგიონებში განთავსებულ ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარულ ობიექტებს და სათანადო ინფორმაციას სააგენტოს წარუდგენენ.
საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი №5605-სსმI, №47, 26.12.2007წ., მუხ.407
საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4386-ვებგვერდი,17.03.2011წ.
საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №451 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.
საქართველოს 2016 წლის 13 აპრილის კანონი №4951 - ვებგვერდი, 26.04.2016წ.
საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1662 - ვებგვერდი, 14.12.2017წ.
საქართველოს 2020 წლის 22 მაისის კანონი №5948 – ვებგვერდი, 28.05.2020წ.
საქართველოს 2022 წლის 17 მარტის კანონი №1446 – ვებგვერდი, 24.03.2022წ.
1. ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმების პროექტის და ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიშის შემუშავებას უზრუნველყოფს საქმიანობის სუბიექტი, რომლის საქმიანობის შედეგადაც ხდება დაბინძურების სტაციონარული ობიექტიდან ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევა, ან მისი დაკვეთით – ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
2. ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმების პროექტი და ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიში უნდა შეთანხმდეს სააგენტოსთან. აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე განთავსებული ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული ობიექტების შემთხვევაში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიში უნდა შეთანხმდეს შესაბამისად აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამის სამსახურთან. ამ პუნქტით გათვალისწინებული ორგანოები უფლებამოსილი არიან 1 თვის ვადაში შეითანხმონ ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმების პროექტი და ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიში ან შენიშვნებით დაუბრუნონ ისინი საქმიანობის სუბიექტს. ამ შეთანხმებული დოკუმენტების გარეშე აკრძალულია დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევა.
21. სააგენტო ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკურ ანგარიშს დაჩქარებული წესით 10 სამუშაო დღის ვადაში განიხილავს. ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკურ ანგარიშს უნდა ერთოდეს ამ ანგარიშის დაჩქარებული წესით განხილვის მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. სააგენტოს მიერ ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიშის დაჩქარებული წესით განხილვის მომსახურების საფასურის ოდენობაა 300 ლარი. სააგენტოს მიერ დაჩქარებული წესით მომსახურების გაწევის საფასურის გადახდისა და მისი დაბრუნების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
3. ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმების პროექტის და ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიშის გაუქმება შესაძლებელია საქმიანობის სუბიექტის განცხადების ან ამ დოკუმენტების შეთანხმების უფლებამოსილების მქონე ორგანოს დასაბუთებული არგუმენტების საფუძველზე.
4. ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმების შეთანხმებული პროექტის და ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიშის გასხვისება ან უფლებამოსილი პირისთვის გადაცემა დასაშვებია დაბინძურების სტაციონარული ობიექტის გასხვისების ან გადაცემის შემთხვევაში, რის თაობაზედაც საქმიანობის სუბიექტმა წერილობით უნდა შეატყობინოს ამ დოკუმენტების შეთანხმების უფლებამოსილების მქონე ორგანოს.
5. ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული ობიექტის ადგილმდებარეობის, სიმძლავრის ან/და პროფილის შეცვლის, მოხმარებული საწვავის რაოდენობის გაზრდის, არსებული საწვავის სახეობის შეცვლის ან/და დამატებით საწვავის ახალი სახეობის გამოყენების, რეკონსტრუქციის განხორციელებისას ტექნოლოგიურ პროცესში მავნე ნივთიერებათა გამოყოფისა და გაფრქვევის ახალი წყაროების, აგრეთვე აირმტვერდამჭერი მოწყობილობების ჩართვის ან/და არსებულის სხვა პარამეტრებით შეცვლის შემთხვევებში ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმების შეთანხმებული პროექტი და ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიში გაუქმებულად ჩაითვლება. უნდა მოხდეს მათი ხელახლა შემუშავება და შეთანხმება ახალი პირობების გათვალისწინებით.
საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი №5605-სსმI, №47, 26.12.2007წ., მუხ.407
საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4386-ვებგვერდი,17.03.2011წ.
საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №451 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.
საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1662 - ვებგვერდი, 14.12.2017წ.
საქართველოს 2022 წლის 17 მარტის კანონი №1446 – ვებგვერდი, 24.03.2022წ.
საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი №5605-სსმI, №47, 26.12.2007წ., მუხ.407
უფლება აქვს გაასაჩივროს ლიმიტის გამცემი ორგანოს გადაწყვეტილება.
საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი №5605-სსმI, №47, 26.12.2007წ., მუხ.407
საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი №5605-სსმI, №47, 26.12.2007წ., მუხ.407
საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი №5605-სსმI, №47, 26.12.2007წ., მუხ.407
საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი №5605-სსმI, №47, 26.12.2007წ., მუხ.407
საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4386-ვებგვერდი,17.03.2011წ.
საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №451 – ვებგვერდი, 05.04.2013წ..
მუხლი 36. ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევა გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების საფუძველზე
გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მისაღებად საქმიანობის განმახორციელებლის მიერ წარდგენილ განცხადებას სხვა დოკუმენტებთან ერთად უნდა ახლდეს ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმების პროექტი.
საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი №5605-სსმI, №47, 26.12.2007წ., მუხ.407
საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №451 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.
საქართველოს 2017 წლის 1 ივნისის კანონი №892 - ვებგვერდი, 21.06.2017წ.
მუხლი 37. დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების აღრიცხვა
1.(ამოღებულია).
2. დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების აღრიცხვა მოიცავს:
ა) გაფრქვევათა თვითმონიტორინგს;
ბ) გაფრქვევათა სახელმწიფო აღრიცხვის სისტემას.
3. გაფრქვევათა სახელმწიფო აღრიცხვის სისტემა წარმოადგენს გაფრქვევათა ანგარიშგების დოკუმენტაციის შეკრების, გადამუშავებისა და გაანალიზების სისტემას.
4. გაფრქვევათა სახელმწიფო აღრიცხვას აწარმოებს სააგენტო.
საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი №5605-სსმI, №47, 26.12.2007წ., მუხ.407
საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4386-ვებგვერდი,17.03.2011წ.
საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №451 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.
საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1662 - ვებგვერდი, 14.12.2017წ.
საქართველოს 2022 წლის 17 მარტის კანონი №1446 – ვებგვერდი, 24.03.2022წ.
მუხლი 38. დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების თვითმონიტორინგი
1. საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია უზრუნველყოს დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების სწორი თვითმონიტორინგის წარმოება.
11. დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების თვითმონიტორინგისა და ანგარიშგების წარმოება სავალდებულოა ყველა საქმიანობისთვის, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული საქმიანობებისა.
12. ამ კანონის დანართით გათვალისწინებული საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების თვითმონიტორინგის წარმოების მიზნით ინსტრუმენტული მეთოდით უწყვეტად განსაზღვროს დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებების ორგანიზებული გაფრქვევების ფაქტობრივი რაოდენობა. საქმიანობის სუბიექტი დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებების ორგანიზებული გაფრქვევების ფაქტობრივ რაოდენობასა და ტემპერატურას განსაზღვრავს უშუალოდ მავნე ნივთიერებების გაფრქვევის იმ წყაროზე (მილში), რომლის მეშვეობითაც იგი ამ კანონის დანართით გათვალისწინებულ საქმიანობას ახორციელებს. ატმოსფერულ ჰაერში იმ მავნე ნივთიერებების ნუსხა, რომელთა ორგანიზებული გაფრქვევების ფაქტობრივი რაოდენობის ინსტრუმენტული მეთოდით უწყვეტად განსაზღვრაც სავალდებულოა, დგინდება ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
2. დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების თვითმონიტორინგი მოიცავს:
ა) გაფრქვევათა გაზომვას (შეფასებას);
ბ) გაფრქვევათა აღრიცხვის წარმოებას;
გ) გაფრქვევათა ანგარიშგების წარმოებას.
3. ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების თვითმონიტორინგისა და ანგარიშგების წარმოების წესი და შესაბამისი დოკუმენტაციის ფორმები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით „დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების თვითმონიტორინგის და ანგარიშგების წარმოების ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“.
4. (ამოღებულია).
5. (ამოღებულია).
6. საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია სააგენტოს, ხოლო აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე განთავსებული ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული ობიექტების შემთხვევაში − შესაბამისად აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამის სამსახურს შესათანხმებლად წარუდგინოს დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა წლიური გაფრქვევების ფაქტობრივი მაჩვენებლები.
7. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი სამსახურები ვალდებული არიან ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა წლიური გაფრქვევების ფაქტობრივი მაჩვენებლები მათი შეთანხმების შემთხვევაში დადგენილი წესით წარუდგინონ სააგენტოს.
საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი №5605-სსმI, №47, 26.12.2007წ., მუხ.407
საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4386-ვებგვერდი,17.03.2011წ.
საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №451 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.
საქართველოს 2016 წლის 13 აპრილის კანონი №4951 - ვებგვერდი, 26.04.2016წ.
საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1662 - ვებგვერდი, 14.12.2017წ.
საქართველოს 2020 წლის 22 მაისის კანონი №5948 – ვებგვერდი, 28.05.2020წ.
საქართველოს 2021 წლის 2 მარტის კანონი №246 – ვებგვერდი, 12.03.2021წ.
საქართველოს 2022 წლის 17 მარტის კანონი №1446 – ვებგვერდი, 24.03.2022წ.
1. მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტის ნებართვის (შემდგომ − ნებართვა) გამცემი ადმინისტრაციული ორგანოა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
2. ნებართვის მისაღებად საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის წარსადგენ განცხადებას, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული დოკუმენტაციის გარდა, უნდა ერთოდეს შემდეგი ინფორმაცია:
ა) მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერების დასახელება, რაოდენობა (წონა), შემადგენლობა და შეფუთვის ფიზიკური აღწერა;
ბ) მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერების სასაქონლო კოდი საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) მიხედვით;
გ) მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერების მდგომარეობა, კერძოდ, აღნიშნული ნივთიერება ახალია, ამოღებულია/შეგროვებულია, რეციკლირებულია თუ აღდგენილია;
დ) მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის მიზანი;
ე) მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერების ექსპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის შემთხვევაში – აგრეთვე მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერების წარმოშობის სერტიფიკატი, იმპორტის სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული იმპორტის ნებართვა (იმპორტის სახელმწიფოს კანონმდებლობაში ასეთი ნებართვის არსებობის შემთხვევაში) და ნებართვის მაძიებელსა და აღნიშნული ნივთიერების გადაზიდვაში მონაწილე ყველა სხვა ფიზიკურ პირს ან/და იურიდიულ პირს შორის დადებული ხელშეკრულებების ასლები;
ვ) მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერების − მეთილბრომიდის იმპორტის შემთხვევაში − აგრეთვე დეტალური ინფორმაცია აღნიშნული ნივთიერების მოხმარების მიზნის, დროისა და ადგილის და მისი განთავსების ადგილის შესახებ.
3. „ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ“ მონრეალის 1987 წლის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტის ნებართვის გაცემის, წლიური საიმპორტო კვოტის განაწილების წესისა და სანებართვო მოწმობის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით აკრძალული ნივთიერებების იმპორტის ნებართვის გაცემისას ნებართვის მისაღებად წარსადგენ განცხადებას ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტაციასთან ერთად უნდა ერთოდეს შესაბამისი ნივთიერების წარმოშობის სერტიფიკატი, ექსპორტის სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული ექსპორტის ნებართვა და აღნიშნული ნივთიერების ლაბორატორიული ან/და კვლევითი მიზნებისთვის გამოყენების დასაბუთება დეტალური აღწერით, რომელიც მოიცავს ნივთიერების გამოყენების აუცილებლობისა და უალტერნატივობის, მისი გამოყენების კონკრეტული მიზნისა და შედეგის დასაბუთებას და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ საჭიროებისამებრ მოთხოვნილ სხვა ინფორმაციას.
4. ნებართვა გაიცემა „ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ“ მონრეალის 1987 წლის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტის ნებართვის გაცემის, წლიური საიმპორტო კვოტის განაწილების წესისა და სანებართვო მოწმობის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული კვოტირებული და ნებადართული ნივთიერებების იმპორტზე, ექსპორტზე, რეექსპორტსა და ტრანზიტზე, აგრეთვე საკარანტინო და გადაზიდვისწინა მოხმარების მიზნებისთვის – შესაბამისი დანართით გათვალისწინებული ნივთიერებების იმპორტზე. გამონაკლისის წესით ნებართვა გაიცემა აგრეთვე „ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ“ მონრეალის 1987 წლის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტის ნებართვის გაცემის, წლიური საიმპორტო კვოტის განაწილების წესისა და სანებართვო მოწმობის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული, მონრეალის ოქმით აკრძალული ნივთიერებების იმპორტზე, რომელიც დაკავშირებულია აუცილებელ ლაბორატორიულ ან/და კვლევით მიზნებთან.
5. მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტის სანებართვო მოწმობა გაიცემა ნებართვის გაცემის შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანების საფუძველზე.
6. მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების მომავალი წლის საიმპორტო კვოტა მტკიცდება ყოველი წლის 15 სექტემბრამდე, „ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ“ მონრეალის 1987 წლის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების წლიური საიმპორტო კვოტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებით. კვოტირებული მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების იმპორტის მომავალ წელს განსახორციელებლად ნებართვის მისაღებად განცხადებას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო იღებს არაუგვიანეს მიმდინარე წლის 1 ნოემბრისა.
7. ნებართვა გაიცემა მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის, ამ კანონისა და „ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ“ მონრეალის 1987 წლის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტის ნებართვის გაცემის, წლიური საიმპორტო კვოტის განაწილების წესისა და სანებართვო მოწმობის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად. ნებართვას არ საჭიროებს 30 კალენდარულ დღეში ერთხელ 1 ლითონის კონტეინერით „ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ“ მონრეალის 1987 წლის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტის ნებართვის გაცემის, წლიური საიმპორტო კვოტის განაწილების წესისა და სანებართვო მოწმობის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებული ჰიდროფთორნახშირბადების არაუმეტეს 13,5 კგ-ის იმპორტის განხორციელება.
8. ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი, მის გაცემაზე უარის გასაჩივრების წესი და სანებართვო პირობების შესრულების კონტროლის საკითხები განისაზღვრება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით.
9. სანებართვო პირობების შესრულების კონტროლს ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი.
10. ნებართვის მფლობელი ვალდებულია აწარმოოს ელექტრონული ჟურნალი. მისი წარმოების წესი განისაზღვრება ამ კანონის 71 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის დადგენილებით. ნებართვის მფლობელის უფლება-მოვალეობები განისაზღვრება „ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ“ მონრეალის 1987 წლის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტის ნებართვის გაცემის, წლიური საიმპორტო კვოტის განაწილების წესისა და სანებართვო მოწმობის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
11. მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტის სანებართვო მოწმობის ფორმა მტკიცდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
12. მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების იმპორტი აღირიცხება მაცივარაგენტების მართვის ელექტრონულ სისტემაში.
საქართველოს 2016 წლის 13 აპრილის კანონი №4951 - ვებგვერდი, 26.04.2016წ.
საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1662 - ვებგვერდი, 14.12.2017წ.
საქართველოს 2023 წლის 16 ივნისის კანონი №3279 – ვებგვერდი, 05.07.2023წ.
თავი X. ატმოსფერული ჰაერის დაცვის სახელმწიფო კონტროლი
მუხლი 39. ატმოსფერული ჰაერის დაცვის სახელმწიფო კონტროლის სისტემა
1. მავნე ნივთიერებებით დაბინძურების, რადიაციული ზემოქმედების, მიკროორგანიზმებითა და მიკრობული წარმოშობის ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით დაბინძურებისა და ხმაურის, ვიბრაციის, ელექტრომაგნიტური ველებისა და სხვა სახის ფიზიკური ზემოქმედებისაგან ატმოსფერული ჰაერის დაცვის სახელმწიფო კონტროლის ღონისძიებები შეადგენს ატმოსფერული ჰაერის დაცვის სახელმწიფო კონტროლის სისტემას.
2. ატმოსფერული ჰაერის დაცვის სახელმწიფო კონტროლის სისტემის სამართლებრივი რეჟიმი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 40. ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების სახელმწიფო კონტროლი
1. ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების სახელმწიფო კონტროლის სამართლებრივი რეჟიმი განისაზღვრება ამ კანონითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების სახელმწიფო კონტროლს ახორციელებენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანოები თავიანთი კომპეტენციების ფარგლებში.
საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი №5605-სსმI, №47, 26.12.2007წ., მუხ.407
საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4386-ვებგვერდი,17.03.2011წ.
საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №451 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.
საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1662 - ვებგვერდი, 14.12.2017წ.
1. დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების სახელმწიფო კონტროლისა და ზედამხედველობის მიზანია ატმოსფერული ჰაერის დაცვის საქართველოს კანონმდებლობითა და ამ კანონით დადგენილი ნორმების აღსრულების უზრუნველყოფა.
2. ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების სახელმწიფო კონტროლსა და ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი.
3. დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების სახელმწიფო კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელების ზოგადი წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
4. (ამოღებულია).
საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი №5605-სსმI, №47, 26.12.2007წ., მუხ.407
საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4386-ვებგვერდი,17.03.2011წ.
საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №451 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.
საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1662 - ვებგვერდი, 14.12.2017წ.
1. დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევების ფაქტობრივი რაოდენობა დგინდება ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების კონტროლის გამოყენებითი მეთოდების საშუალებით. ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების კონტროლის გამოყენებითი მეთოდებია:
ა) დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევების ფაქტობრივი რაოდენობის განსაზღვრის ინსტრუმენტული მეთოდი;
ბ) დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევების ფაქტობრივი რაოდენობის განსაზღვრის საანგარიშო მეთოდი.
2. დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევების ფაქტობრივი რაოდენობის განსაზღვრის ინსტრუმენტული მეთოდის საფუძველია დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევების ფაქტობრივი რაოდენობის დადგენა სპეციალური გამზომ-საკონტროლო აპარატურის გამოყენებით.
3. დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევების ფაქტობრივი რაოდენობის განსაზღვრის საანგარიშო მეთოდის საფუძველია დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ტექნოლოგიური პროცესების მიხედვით ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევების ფაქტობრივი რაოდენობის დადგენა საანგარიშო მეთოდიკის გამოყენებით.
4. ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევების ფაქტობრივი რაოდენობის განსაზღვრის ინსტრუმენტული მეთოდი, დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევების ფაქტობრივი რაოდენობის დამდგენი სპეციალური გამზომ-საკონტროლო აპარატურის სტანდარტული ჩამონათვალი და დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ტექნოლოგიური პროცესების მიხედვით ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევების ფაქტობრივი რაოდენობის საანგარიშო მეთოდიკა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით „დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევების ფაქტობრივი რაოდენობის განსაზღვრის ინსტრუმენტული მეთოდის, დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევების ფაქტობრივი რაოდენობის დამდგენი სპეციალური გამზომ-საკონტროლო აპარატურის სტანდარტული ჩამონათვალისა და დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ტექნოლოგიური პროცესების მიხედვით ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევების ფაქტობრივი რაოდენობის საანგარიშო მეთოდიკის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“.
5. (ამოღებულია).
საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი №5605-სსმI, №47, 26.12.2007წ., მუხ.407
საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4386-ვებგვერდი,17.03.2011წ.
საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №451 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.
საქართველოს 2016 წლის 13 აპრილის კანონი №4951 - ვებგვერდი, 26.04.2016წ.
თავი XI. ატმოსფერული ჰაერის დაცვის ღონისძიებათა დაგეგმვა
მუხლი 43. ატმოსფერული ჰაერის დაცვის ღონისძიებათა დაგეგმვის საფუძველი
ატმოსფერული ჰაერის დაცვის ღონისძიებები იგეგმება „გარემოს დაცვის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული გარემოს დაცვის დაგეგმვის მოთხოვნების საფუძველზე.
მუხლი 44. ატმოსფერული ჰაერის დაცვის ღონისძიებათა დაგეგმვის წესი
1. ატმოსფერული ჰაერის დაცვის ღონისძიებები იგეგმება გარემოს დაცვის დაგეგმვისა და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ინდიკატური დაგეგმვის სისტემის ფარგლებში.
2. მავნე ნივთიერებებით დაბინძურების, რადიაციული ზემოქმედების, მიკროორგანიზმებითა და მიკრობული წარმოშობის ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით დაბინძურებისა და ხმაურის, ვიბრაციის, ელექტრომაგნიტური ველებისა და სხვა სახის ფიზიკური ზემოქმედებისაგან ატმოსფერული ჰაერის დაცვის სფეროში განსახორციელებელ ღონისძიებათა დაგეგმვის წესი განისაზღვრება „გარემოს დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის თაობაზე” საქართველოს პარლამენტის 1996 წლის 10 დეკემბრის დადგენილების პირველი პუნტის „ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული მისაღები ნორმატიული აქტების შესაბამისად.
საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი №5605-სსმI, №47, 26.12.2007წ., მუხ.407
მუხლი 441. ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის გეგმა
1. თუ ზონაში ან/და აგლომერაციაში ატმოსფერულ ჰაერში ძირითად მავნე ნივთიერებათა დონეები აჭარბებს ზღვრულად დასაშვებ ნორმებს ან მიზნობრივ მნიშვნელობას, აგრეთვე შესაბამის ტოლერანტობის ზღვარს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო შესაბამის უწყებებთან ერთად, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, იმ მუნიციპალიტეტთან/მუნიციპალიტეტებთან შეთანხმებით, რომლის/ რომელთა ადმინისტრაციული საზღვრები მოქცეულია შესაბამისი ზონის ან/და აგლომერაციის ფარგლებში, ამ ზონისთვის ან/და აგლომერაციისთვის შეიმუშავებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის გეგმას, რათა მიღწეულ იქნეს ტექნიკური რეგლამენტით − ატმოსფერული ჰაერის ხარისხის სტანდარტებით დადგენილი ზღვრულად დასაშვები ნორმები ან მიზნობრივი მნიშვნელობა.
2. თუ კონკრეტული ტერიტორიის სპეციფიკური დისპერსიული მახასიათებლების, არახელსაყრელი კლიმატური პირობების, ტრანსსასაზღვრო დაბინძურების ან სხვა მიზეზების გამო შეუძლებელია ტექნიკური რეგლამენტით − ატმოსფერული ჰაერის ხარისხის სტანდარტებით დადგენილი ზღვრულად დასაშვები ნორმების დაცვა, იმ ძირითადი მავნე ნივთიერებებისთვის, რომელთათვისაც ტექნიკური რეგლამენტით − ატმოსფერული ჰაერის ხარისხის სტანდარტებით დადგენილია ტოლერანტობის ზღვარი, ნორმების გადაჭარბება არ უნდა აღემატებოდეს ტოლერანტობის ზღვარს და ზღვრულად დასაშვები ნორმების მიღწევის მიზნით უნდა შემუშავდეს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის გეგმა.
3. ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის გეგმას ამტკიცებს საქართველოს მთავრობა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარდგინებით.
4. ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის გეგმა უნდა შეიცავდეს ინფორმაციას:
ა) დაბინძურებული ტერიტორიის შესახებ (რეგიონის, ქალაქის, ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების დონეზე დაკვირვების პუნქტის/სადგურის, კოორდინატების მითითებით);
ბ) ზონის ტიპის (ქალაქის, სამრეწველო ზონის, დაბის, სოფლის), დაბინძურებული ტერიტორიის მასშტაბისა და დაბინძურებული ტერიტორიის არეალში მოქცეული მოსახლეობის რაოდენობის შესახებ, აგრეთვე საჭირო კლიმატურ და ტოპოგრაფიულ მონაცემებს, შესაბამის ინფორმაციას იმ სამიზნეების თაობაზე, რომელთა დაცვისთვისაც მუშავდება გეგმები;
გ) ძირითად მავნე ნივთიერებათა კონცენტრაციისა და გამოყენებული გაზომვის მეთოდების შესახებ (წინა წლების დაკვირვების შედეგებზე დაყრდნობით);
დ) დაბინძურების ძირითადი წყაროებისა და მათგან ძირითად მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების მთლიანი წლიური ოდენობის შესახებ, აგრეთვე იმ ტერიტორიიდან შემომავალი დაბინძურების თაობაზე, რომელიც არ არის მოქცეული შესაბამისი ზონის ან/და აგლომერაციის ფარგლებში;
ე) იმ ფაქტორების შესახებ, რომლებმაც გამოიწვია ზღვრულად დასაშვები ნორმების ან მიზნობრივი მნიშვნელობის გადაჭარბება, აგრეთვე ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებლად განსახორციელებელი შესაძლო ღონისძიებების თაობაზე;
ვ) იმ ღონისძიებების შესახებ, რომლებიც დაიგეგმა ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის გეგმის შემუშავებამდე გრძელვადიანი პერიოდისთვის.
5. ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის გეგმას უნდა ერთოდეს შესაბამისი რუკა, რომელზედაც მითითებული იქნება აგრეთვე ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების დონეზე დაკვირვების პუნქტები/სადგურები, დაბინძურების ძირითადი სტაციონარული წყაროები და აღნიშნული გეგმის შესამუშავებლად გამოყენებული მასალების სია.
6. თუ ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის გეგმის შემუშავება აუცილებელია რამდენიმე ძირითად მავნე ნივთიერებასთან დაკავშირებით, შესაძლებელია შემუშავდეს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის ინტეგრირებული მართვის გეგმა, რომელიც ყველა ძირითად მავნე ნივთიერებას მოიცავს.
7. ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის გეგმა ქვეყნდება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე და შესაბამისი მუნიციპალიტეტის მერიის ვებგვერდზე.
საქართველოს 2020 წლის 22 მაისის კანონი №5948 – ვებგვერდი, 28.05.2020წ.
მუხლი 442. მოკლევადიანი სამოქმედო გეგმა
1. თუ არსებობს რისკი, რომ ზონაში ან/და აგლომერაციაში ძირითად მავნე ნივთიერებათა დონეები გადააჭარბებს ტექნიკური რეგლამენტით − ატმოსფერული ჰაერის ხარისხის სტანდარტებით დადგენილ ერთ ან რამდენიმე განგაშის ზღვარს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო თავისი კომპეტენციის ფარგლებში, იმ მუნიციპალიტეტთან/მუნიციპალიტეტებთან შეთანხმებით, რომლის/ რომელთა ადმინისტრაციული საზღვრები მოქცეულია შესაბამისი ზონის ან/და აგლომერაციის ფარგლებში, შეიმუშავებს მოკლევადიან სამოქმედო გეგმას, რომლითაც განისაზღვრება გადაჭარბების რისკის ან გადაჭარბების ხანგრძლივობის შესამცირებლად საჭირო ღონისძიებები. მოკლევადიანი სამოქმედო გეგმა შესაძლებელია შემუშავდეს იმ შემთხვევაშიც, თუ არსებობს ზღვრულად დასაშვები ნორმების ან მიზნობრივი მნიშვნელობის გადაჭარბების რისკი.
2. მოკლევადიან სამოქმედო გეგმას ამტკიცებს საქართველოს მთავრობა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარდგინებით.
3. თუ არსებობს ოზონის დონის განგაშის ზღვრის გადაჭარბების რისკი, მოკლევადიანი სამოქმედო გეგმა შემუშავდება მხოლოდ მაშინ, როდესაც, გეოგრაფიული, მეტეოროლოგიური და ეკონომიკური გარემოებების გათვალისწინებით, არსებობს გადაჭარბების რისკის, გადაჭარბების პერიოდის ან გადაჭარბების სიდიდის შემცირების მნიშვნელოვანი ალბათობა.
4. მოკლევადიანი სამოქმედო გეგმა უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
ა) იმ რისკის დასაბუთებას, რომ ზონაში ან/და აგლომერაციაში ძირითად მავნე ნივთიერებათა დონეები გადააჭარბებს ტექნიკური რეგლამენტით − ატმოსფერული ჰაერის ხარისხის სტანდარტებით დადგენილ ერთ ან რამდენიმე განგაშის ზღვარს;
ბ) ატმოსფერულ ჰაერში ძირითადი მავნე ნივთიერებების გაფრქვევათა შესამცირებლად საჭირო ღონისძიებების ჩამონათვალსა და აღწერას;
გ) ინფორმაციას ატმოსფერულ ჰაერში ძირითადი მავნე ნივთიერებების გაფრქვევათა შესამცირებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელებისთვის პასუხისმგებელ პირთა შესახებ;
დ) ინფორმაციას ატმოსფერულ ჰაერში ძირითადი მავნე ნივთიერებების გაფრქვევათა შესამცირებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელების ტერიტორიისა და ვადების შესახებ.
5. მოკლევადიანი სამოქმედო გეგმით, კონკრეტული შემთხვევების გათვალისწინებით, შესაძლებელია განისაზღვროს ისეთ საქმიანობასთან დაკავშირებული კონტროლის ღონისძიებების განხორციელება, რომელიც ხელს უწყობს შესაბამისი ზღვრულად დასაშვები ნორმების, მიზნობრივი მნიშვნელობის ან განგაშის ზღვრის გადაჭარბების რისკის წარმოშობას, ან საჭიროების შემთხვევაში ასეთი საქმიანობის შეჩერება.
6. მოკლევადიანი სამოქმედო გეგმა ქვეყნდება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე და შესაბამისი მუნიციპალიტეტის მერიის ვებგვერდზე.
საქართველოს 2020 წლის 22 მაისის კანონი №5948 – ვებგვერდი, 28.05.2020წ.
საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი №5605-სსმI, №47, 26.12.2007წ., მუხ.407
საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი №5605-სსმI, №47, 26.12.2007წ., მუხ.407
საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი №5605-სსმI, №47, 26.12.2007წ., მუხ.407
საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი №5605-სსმI, №47, 26.12.2007წ., მუხ.407
თავი XIII. ატმოსფერული ჰაერის დაცვის დამატებითი მოთხოვნები
მუხლი 48. ატმოსფერული ჰაერის დაცვის განსაკუთრებული მოთხოვნები
1. კურორტებში, კურორტების სანიტარიული დაცვის ზონებში და დაცულ ტერიტორიებზე შეიძლება დაწესდეს ატმოსფერული ჰაერის დაცვის განსაკუთრებული მოთხოვნები, რომლებიც განისაზღვრება „კურორტებში, კურორტების სანიტარიული დაცვის ზონებში და დაცულ ტერიტორიებზე ატმოსფერული ჰაერის დაცვის განსაკუთრებული მოთხოვნების შესახებ“ დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით.
2. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლეს სახელმწიფო ორგანოებს ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგის შედეგების მიხედვით საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ შემუშავებული ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობის გასაუმჯობესებელ ღონისძიებათა რეკომენდაციის საფუძველზე შეუძლიათ მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილება მათდამი დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე ან ტერიტორიის ნაწილზე ატმოსფერული ჰაერის დაცვის განსაკუთრებული მოთხოვნების გავრცელებისა და დაწესების შესახებ. ამგვარი გადაწყვეტილება მიიღება შესაბამისად აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი სახელმწიფო ორგანოს ნორმატიული აქტით, რომელიც უნდა შეიცავდეს ატმოსფერულ ჰაერში დამაბინძურებელ ნივთიერებათა გაფრქვევის წყაროების ჩამონათვალს, რომლებიდან გაფრქვევაც იზღუდება ან იკრძალება.
საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი №5605-სსმI, №47, 26.12.2007წ., მუხ.407
საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4386-ვებგვერდი,17.03.2011წ.
საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №451 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.
საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3057 - ვებგვერდი, 11.07.2018 წ.
მუხლი 49. ატმოსფერული ჰაერის დაცვის მოთხოვნები საწვავის ხარისხისადმი
1. ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების შემცირების მიზნით და ევროკავშირის კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების გათვალისწინებით, საწვავის ხარისხის ნორმებს და რეგულირების სხვა მოთხოვნებს დადგენილებით ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.
2. იკრძალება ისეთი საწვავის საქართველოში იმპორტი, საქართველოს ტერიტორიაზე წარმოება და მოხმარება, რომლის ხარისხიც ვერ აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ნორმატიული აქტით დადგენილ ნორმებს.
საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი №5605-სსმI, №47, 26.12.2007წ., მუხ.407
საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4386-ვებგვერდი,17.03.2011წ.
საქართველოს 2012 წლის 8 მაისის კანონი №6160 - ვებგვერდი, 25.05.2012წ.
საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №451 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.
მუხლი 50. საქმიანობის განხორციელებისას ატმოსფერული ჰაერის დაცვის მოთხოვნები
1. დაბინძურების სტაციონარული წყაროების აირმტვერდამჭერი მოწყობილობის ექსპლუატაციის წესები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით „აირმტვერდამჭერი მოწყობილობის ექსპლუატაციის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“.
2. (ამოღებულია - 01.06.2017, №892).
3. არახელსაყრელი მეტეოროლოგიური პირობების დროს საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია იმოქმედოს არახელსაყრელ მეტეოროლოგიურ პირობებში ატმოსფერული ჰაერის დაცვის წესების შესაბამისად, რომლებიც განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით „არახელსაყრელ მეტეოროლოგიურ პირობებში ატმოსფერული ჰაერის დაცვის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“.
საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი №5605-სსმI, №47, 26.12.2007წ., მუხ.407
საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4386-ვებგვერდი,17.03.2011წ.
საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №451 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.
საქართველოს 2017 წლის 1 ივნისის კანონი №892 - ვებგვერდი, 21.06.2017წ.
ზოგიერთ საღებავში, ლაქსა და ავტოსატრანსპორტო საშუალების გადაღებვის პროდუქციაში აქროლადი ორგანული ნაერთების (აონ) შემცველობა, აგრეთვე მათი იმპორტი და ბაზარზე განთავსება რეგულირდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
საქართველოს 2021 წლის 2 მარტის კანონი №246 – ვებგვერდი, 12.03.2021წ.
საქართველოს 2023 წლის 16 ივნისის კანონი №3279 – ვებგვერდი, 05.07.2023წ.
1. ინფორმაცია ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგის შედეგებისა და ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების შესახებ ღია და ხელმისაწვდომია საზოგადოებისათვის.
2. ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგის შედეგებისა და ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა უზრუნველყოფილია ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ანგარიშის გამოქვეყნებითა და „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მოთხოვნით – საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მიერ გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების კანონით დადგენილი წესით დამტკიცებით.
3. სააგენტო ყოველწლიურად აქვეყნებს ანგარიშს ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგის შედეგებისა და ატმოსფერული ჰაერის ძირითადი მავნე ნივთიერებებით დაბინძურების შესახებ.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ ანგარიშში უნდა აისახოს ინფორმაცია შესაბამისი გასაშუალოებული პერიოდისთვის ზღვრულად დასაშვები ნორმების, მიზნობრივი მნიშვნელობის, გრძელვადიანი მიზნის და განგაშის ზღვრის გადაჭარბების დონის შესახებ.
5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ ანგარიშში საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია აისახოს აგრეთვე სხვა მავნე ნივთიერებებთან დაკავშირებული ინფორმაცია.
საქართველოს 2011 წლის 24 ნოემბრის კანონი №5290 - ვებგვერდი, 05.12.2011წ.
საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №451 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.
საქართველოს 2016 წლის 13 აპრილის კანონი №4951 - ვებგვერდი, 26.04.2016წ.
საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1662 - ვებგვერდი, 14.12.2017წ.
საქართველოს 2020 წლის 22 მაისის კანონი №5948 – ვებგვერდი, 28.05.2020წ.
მუხლი 511. ატმოსფერული ჰაერის ხარისხის შესახებ საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა
1. მოსახლეობისთვის რეგულარულად ხელმისაწვდომი უნდა იყოს უახლესი ინფორმაცია ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებების კონცენტრაციის შესახებ.
2. ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებების კონცენტრაციის შესახებ საჯარო ინფორმაცია სულ მცირე უნდა მოიცავდეს მონაცემებს კონცენტრაციის გადაჭარბების დონის შესახებ, მათ შორის, ზღვრულ მნიშვნელობას, განგაშის ზღვარს, შეტყობინების ზღვარს ან გრძელვადიან ამოცანებს რეგულირებად დამაბინძურებლებთან დაკავშირებით. ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებების კონცენტრაციის შესახებ საჯარო ინფორმაციას უნდა ახლდეს კონცენტრაციის ჰაერის ხარისხის სტანდარტთან შედარების მოკლე შეფასება და შესაბამისი ინფორმაცია ჯანმრთელობაზე ზემოქმედების შესახებ.
3. ატმოსფერულ ჰაერში გოგირდის დიოქსიდის, აზოტის დიოქსიდის, მყარი ნაწილაკების (არანაკლებ PM10-ის), ნახშირბადის მონოქსიდისა და ოზონის კონცენტრაციის შესახებ ინფორმაცია უნდა განახლდეს სულ მცირე ყოველდღიურად, ხოლო თუ პრაქტიკულად შესაძლებელია – საათობრივად.
4. ატმოსფერულ ჰაერში ტყვიისა და ბენზოლის კონცენტრაციის შესახებ ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იქნეს ბოლო 12 თვის გასაშუალოებული მნიშვნელობის სახით და 3 თვეში ერთხელ უნდა განახლდეს, ხოლო თუ პრაქტიკულად შესაძლებელია – ყოველთვიურად.
5. მოსახლეობისთვის დროულად უნდა იყოს ხელმისაწვდომი სრული ინფორმაცია ატმოსფერული ჰაერის ხარისხის განმსაზღვრელი კონცენტრაციის, განგაშის ზღვრისა და შეტყობინების ზღვრის გადაჭარბების შესახებ. აღნიშნული ზღვრების გადაჭარბების შესახებ ინფორმაციას უნდა ახლდეს სულ მცირე შემდეგი ინფორმაცია:
ა) ინფორმაცია კონცენტრაციის დაფიქსირებული გადაჭარბების შესახებ:
ა.ა) კონცენტრაციის გადაჭარბების ადგილი ან არეალი;
ა.ბ) კონცენტრაციის გადაჭარბებული ზღვრის ტიპი (განგაშის ზღვარი ან შეტყობინების ზღვარი);
ა.გ) კონცენტრაციის გადაჭარბების დაწყების დრო და ხანგრძლივობა;
ა.დ) ყველაზე მაღალი 1-საათიანი კონცენტრაცია, ოზონის შემთხვევაში − აგრეთვე ყველაზე მაღალი 8-საათიანი კონცენტრაცია;
ბ) ინფორმაცია მოსახლეობის ტიპის შესახებ, ჯანმრთელობაზე შესაძლო ზემოქმედების შესახებ და რეკომენდებული ქცევა:
ბ.ა) ინფორმაცია მოსახლეობის იმ ჯგუფების შესახებ, რომლებიც რისკის ქვეშ არიან;
ბ.ბ) სავარაუდო სიმპტომების აღწერა;
ბ.გ) რეკომენდებული ზომები, რომლებიც უნდა მიიღონ მოსახლეობის შესაბამისმა ჯგუფებმა;
[ გ) მომდევნო დღის პროგნოზი:
გ.ა) მოსალოდნელი ინფორმაციული ზღვრის ან/და განგაშის ზღვრის გადაჭარბების გეოგრაფიული არეალის შესახებ;
გ.ბ) ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებით მოსალოდნელი ცვლილების (გაუმჯობესება, სტაბილიზაცია ან გაუარესება) და აღნიშნული ცვლილების მიზეზების შესახებ; (ამოქმედდეს 2027 წლის 1 იანვრიდან)]
დ) ინფორმაცია დაბინძურების ან/და ზემოქმედების შემცირების მიზნით განსახორციელებელი პრევენციული მოქმედებების შესახებ, ძირითადი წყაროს მითითება, რეკომენდაციები ემისიების შემცირების მიზნით, განსახორციელებელი ღონისძიებების პრაქტიკული დეტალები.
6. ატმოსფერული ჰაერის ხარისხის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული სხვა საკითხები რეგულირდება ტექნიკური რეგლამენტით − ატმოსფერული ჰაერის ხარისხის სტანდარტებით.
საქართველოს 2020 წლის 22 მაისის კანონი №5948 – ვებგვერდი, 28.05.2020წ.
თავი XV. ატმოსფერული ჰაერის გლობალური და რეგიონალური მართვა
მუხლი 52. გარემოს დაცვის გლობალური და რეგიონალური პრობლემების გადაჭრის სამართლებრივი უზრუნველყოფა
სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები, ფიზიკური და იურიდიული პირები, თავიანთი კომპეტენციისა და საქართველოს მიერ ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებათა ფარგლებში, ახორციელებენ დამატებით ღონისძიებებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გარემოს დაცვის გლობალური და რეგიონალური პრობლემების გადასაჭრელად.
მუხლი 53. კლიმატის დაცვა გლობალური ცვლილებებისაგან
1. გლობალური ცვლილებებისაგან კლიმატის დაცვის მიზნით სავალდებულოა ატმოსფეროში სათბურის ეფექტის გამომწვევი გაზების გამოყოფის (ემისიის) ნორმების დაცვა და მათი შემცირების ღონისძიებათა განხორციელება.
2. „კლიმატის ცვლილების შესახებ“ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ჩარჩო კონვენციით საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებათა შესასრულებლად კლიმატის ცვლილების ეროვნული პროგრამისა და მოქმედებათა გეგმის შემუშავებასა და განხორციელებას კოორდინაციას უწევს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
3. კლიმატის ცვლილებაზე დაკვირვებას, ანალიზს, პროგნოზირებასა და სამეცნიერო-კვლევით სამუშაოებს ა ხორციელებს სააგენტო.
4. (ამოღებულია).
5. ევროკავშირის კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად, საქართველოში ფთორირებული სათბურის აირების აღრიცხვის, აღდგენის, გაუვნებლების, გამოყენების, ემისიების პრევენციისა და კონტროლის წესები და მათთან დაკავშირებული დამატებითი ღონისძიებები განისაზღვრება „ფთორირებული სათბურის აირების მართვის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
6. საქართველოში ფთორირებული სათბურის აირების მართვას ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
საქართველოს 2000 წლის 30 ივნისის კანონი №465ა -სსმI, №27, 17.07.2000წ., მუხ.86
საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი №5605-სსმI, №47, 26.12.2007წ., მუხ.407
საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4386-ვებგვერდი,17.03.2011წ.
საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №451 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.
საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1662 - ვებგვერდი, 14.12.2017წ.
საქართველოს 2020 წლის 22 მაისის კანონი №5948 – ვებგვერდი, 28.05.2020წ.
მუხლი 54. დედამიწის ოზონის შრის დაცვა
1. მონრეალის ოქმით საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებათა შესასრულებლად, დედამიწის ოზონის შრის დაცვის მიზნით სავალდებულოა საქართველოს ტერიტორიაზე ეტაპობრივად შემცირდეს ან შეწყდეს ისეთი ქიმიური ნივთიერებების წარმოება და გამოყენება, რომლებიც ზეგავლენას ახდენს ოზონის შრეზე და შლის მას.
2. მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების იმპორტი, ექსპორტი, რეექსპორტი და ტრანზიტი ხორციელდება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის 72 პუნქტით გათვალისწინებული ნებართვის საფუძველზე. მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებებისა და მათი შემცველი პროდუქციის იდენტიფიკაცია და შესაბამისი სტატისტიკის წარმოება ხორციელდება სეს ესნ-ის გამოყენებით.
3. საქართველოს ტერიტორიაზე აკრძალულია მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ყველა ნივთიერების წარმოება და „ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ“ მონრეალის 1987 წლის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტის ნებართვის გაცემის, წლიური საიმპორტო კვოტის განაწილების წესისა და სანებართვო მოწმობის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით აკრძალული ნივთიერებებისა და მათი ნარევების იმპორტის (გარდა აუცილებელი ლაბორატორიული ან/და კვლევითი მიზნებისთვის იმპორტისა) განხორციელება.
4. მონრეალის ოქმით საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებათა შესასრულებლად მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების მოხმარებიდან ეტაპობრივად ამოღების ეროვნული პროგრამისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებასა და განხორციელებას კოორდინაციას უწევს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
5. საქართველოს იურისდიქციის ფარგლებში მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების იმპორტი, ექსპორტი, რეექსპორტი და ტრანზიტი რეგულირდება ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, მათ შორის, „ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ“ მონრეალის 1987 წლის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტის ნებართვის გაცემის, წლიური საიმპორტო კვოტის განაწილების წესისა და სანებართვო მოწმობის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
6. მონრეალის ოქმით საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებათა შესასრულებლად საქართველოს ტერიტორიაზე მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტისა და მოხმარების შესახებ მონაცემთა შეგროვებასა და დამუშავებას უზრუნველყოფს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
7. მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების შეძენა/გასხვისება დაშვებულია მხოლოდ სერტიფიცირებულ პირებს შორის, გარდა სერტიფიცირებული პირის მიერ მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების ამოღების/შეცვლის/დამატების მომსახურების გაწევისას შეძენისა/გასხვისებისა.
8. მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერების კონფისკაციის შემთხვევაში მას განკარგავს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან შეთანხმებით.
საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი №5605-სსმI, №47, 26.12.2007წ., მუხ.407
საქართველოს 2010 წლის 12 ნოემბრის კანონი №3806-სსმI, №66,03.12.2010წ., მუხ.414
საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4386-ვებგვერდი,17.03.2011წ.
საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №451 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.
საქართველოს 2013 წლის 6 სექტემბრის კანონი №1025 – ვებგვერდი, 23.09.2013წ.
საქართველოს 2016 წლის 13 აპრილის კანონი №4951 - ვებგვერდი, 26.04.2016წ.
საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1662 - ვებგვერდი, 14.12.2017წ.
საქართველოს 2023 წლის 16 ივნისის კანონი №3279 – ვებგვერდი, 05.07.2023წ.
მუხლი 541. მაცივარაგენტის ატმოსფეროში გაფრქვევის რეგულირება
1. უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის მოთხოვნების შესრულების უზრუნველსაყოფად მაცივარაგენტზე მომუშავე მოწყობილობების მომსახურების (მათ შორის, მონტაჟისა და დემონტაჟის) უფლება აქვს მხოლოდ სერტიფიცირებულ პირს.
2. სერტიფიცირების ვალდებულება ეკისრება ყველა ფიზიკურ პირს, ინდივიდუალურ მეწარმესა და იურიდიულ პირს, რომელიც ემსახურება ჰაერის კონდიცირებისა და სამაცივრო მოწყობილობებს ან თბურ ტუმბოებს ან/და ახორციელებს მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების შეძენას/გასხვისებას, შეგროვებას, რეციკლირებას, აღდგენას ან განთავსებას.
3. ფიზიკურ პირზე შესაბამისი სერტიფიკატი გაიცემა 5 წლის ვადით, ხოლო ინდივიდუალურ მეწარმეზე ან/და იურიდიულ პირზე − 3 წლის ვადით.
4. სერტიფიცირების სისტემის დანერგვასა და სერტიფიცირებას უზრუნველყოფს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
საქართველოს 2016 წლის 13 აპრილის კანონი №4951 - ვებგვერდი, 26.04.2016წ.
საქართველოს 2016 წლის 21 დეკემბრის კანონი №172 - ვებგვერდი, 29.12.2016წ.
საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1663 - ვებგვერდი, 14.12.2017წ.
საქართველოს 2023 წლის 16 ივნისის კანონი №3279 – ვებგვერდი, 05.07.2023წ.
მუხლი 55. ატმოსფერული ჰაერის დაცვა ტრანსსასაზღვრო დაბინძურებისაგან
1. „შორ მანძილებზე ჰაერის ტრანსსასაზღვრო დაბინძურების შესახებ” კონვენციით ნაკისრ ვალდებულებათა გათვალისწინებით, რეგიონალური თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველო ახორციელებს ღონისძიებებს ევროპის კონტინენტზე ატმოსფერული ჰაერის დაცვისა და ტრანსსასაზღვრო დაბინძურების თავიდან აცილების სფეროში.
2. „შორ მანძილებზე ჰაერის ტრანსსასაზღვრო დაბინძურების შესახებ“ კონვენციით საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებათა შესასრულებლად საჭირო ღონისძიებათა შემუშავებასა და განხორციელებას კოორდინაციას უწევს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
3. „შორ მანძილებზე ჰაერის ტრანსსასაზღვრო დაბინძურების შესახებ“ კონვენციით გათვალისწინებულ ვალდებულებათა შესასრულებლად გასატარებელ ღონისძიებათა მექანიზმი განისაზღვრება „შორ მანძილებზე ჰაერის ტრანსსასაზღვრო დაბინძურების შესახებ“ კონვენციით გათვალისწინებულ ვალდებულებათა შესასრულებლად გასატარებელ ღონისძიებათა თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი №5605-სსმI, №47, 26.12.2007წ., მუხ.407
საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4386-ვებგვერდი,17.03.2011წ.
საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №451 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.
თავი XVI. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები ატმოსფერული ჰაერის დაცვის სფეროში
მუხლი 56. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები ატმოსფერული ჰაერის დაცვის სფეროში
ატმოსფერული ჰაერის დაცვის სფეროში საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებას ან შეთანხმებას, თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, აქვს უპირატესი იურიდიული ძალა საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მიმართ.
საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი №5605-სსმI, №47, 26.12.2007წ., მუხ.407
თავი XVII. პასუხისმგებლობა კანონის დარღვევისათვის
მუხლი 58. პასუხისმგებლობა კანონის დარღვევისათვის
1. პასუხისმგებლობა ამ კანონის დარღვევისათვის განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
2. პასუხისმგებლობის დაკისრება სამართალდარღვევის ჩამდენს არ ათავისუფლებს ამ კანონის დარღვევით მიყენებული ზიანის დადგენილი ოდენობითა და წესით ანაზღაურებისაგან.
მუხლი 59. ზიანის გაანგარიშების წესი
ამ კანონის დარღვევით ბუნებრივი გარემოსათვის მიყენებული ზიანის გაანგარიშების წესი განისაზღვრება „გარემოს დაცვის სახელმწიფო კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.
საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი №5605-სსმI, №47, 26.12.2007წ., მუხ.407
საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი №5605-სსმI, №47, 26.12.2007წ., მუხ.407
საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი №5605-სსმI, №47, 26.12.2007წ., მუხ.407
საქართველოს 2000 წლის 30 ივნისის კანონი №465ა -სსმI, №27, 17.07.2000წ., მუხ.86
საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი №5605-სსმI, №47, 26.12.2007წ., მუხ.407
საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი №5605-სსმI, №47, 26.12.2007წ., მუხ.407
საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი №5605-სსმI, №47, 26.12.2007წ., მუხ.407
საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი №5605-სსმI, №47, 26.12.2007წ., მუხ.407
საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი №5605-სსმI, №47, 26.12.2007წ., მუხ.407
საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი №5605-სსმI, №47, 26.12.2007წ., მუხ.407
საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი №5605-სსმI, №47, 26.12.2007წ., მუხ.407
საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი №5605-სსმI, №47, 26.12.2007წ., მუხ.407
საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი №5605-სსმI, №47, 26.12.2007წ., მუხ.407
თავი XIX1. გარდამავალი დებულებები
1. საქართველოს მთავრობამ:
ა) 2021 წლის 1 სექტემბრამდე დაამტკიცოს ტექნიკური რეგლამენტი „ფთორირებული სათბურის აირების მართვის შესახებ“;
ბ) 2022 წლის 1 სექტემბრამდე დაამტკიცოს:
ბ.ა) ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის გეგმა იმ ზონისთვის ან/და აგლომერაციისთვის, სადაც ატმოსფერულ ჰაერში ძირითად მავნე ნივთიერებათა დონეები აჭარბებს ზღვრულად დასაშვებ ნორმებს ან მიზნობრივ მნიშვნელობას;
ბ.ბ) მოკლევადიანი სამოქმედო გეგმა იმ ზონისთვის ან/და აგლომერაციისთვის, სადაც ძირითად მავნე ნივთიერებათა დონეები აჭარბებს ტექნიკური რეგლამენტით − ატმოსფერული ჰაერის ხარისხის სტანდარტებით დადგენილ ერთ ან რამდენიმე განგაშის ზღვარს.
2. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა:
ა) 2021 წლის 1 სექტემბრამდე ბრძანებით დაამტკიცოს ამ კანონით გათვალისწინებული ზონები და აგლომერაციები;
ბ) 2025 წლის 1 იანვრამდე გამოსცეს ბრძანება „ზონებისა და აგლომერაციების კლასიფიკაციის შესახებ“.
საქართველოს 2020 წლის 22 მაისის კანონი №5948 – ვებგვერდი, 28.05.2020წ.
1. ეს კანონი ამოქმედდეს 2000 წლის 1 იანვრიდან.
2. 2008 წლის 1 იანვრამდე „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის, მე-20 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების, 26-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 42-ე მუხლის მე-4 პუნქტის, 48-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 50-ე მუხლის პირველი–მე-3 პუნქტების საფუძველზე გამოცემული ნორმატიული აქტები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას 2008 წლის 1 იანვრის შემდეგ.
3. 2008 წლის 1 იანვრამდე „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის, 29-ე მუხლის მე-8 პუნქტის, 32-ე მუხლის პირველი პუნქტის, 38-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და 54-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე გამოცემული ნორმატიული აქტები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას ამ კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტით, 29-ე მუხლის მე-4 პუნქტით, 291 მუხლის მე-5 პუნქტით, 38-ე მუხლის მე-3 პუნქტითა და 54-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი ნორმატიული აქტების გამოცემამდე.
4. ამ კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტით, 29-ე მუხლის მე-4 პუნქტით, 291 მუხლის მე-5 პუნქტითა და 54-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალის-წინებული ნორმატიული აქტები გამოცემულ იქნეს 2008 წლის 1 ივლისამდე.
5. ამ კანონის 49-ე მუხლი ამოქმედდეს 2003 წლის 1 იანვრიდან.
6. (ამოღებულია – 25.03.2013, №451).
7. ამ კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტით, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით და 25-ე მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ნორმატიული აქტები გამოცემულ იქნეს 2020 წლის 1 ივლისამდე.
8. ( ამოღებულია – 25.03.2013, №451).
საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი №5605-სსმI, №47, 26.12.2007წ., მუხ.407
საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №451 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.
მუხლი 69. ძალადაკარგული ნორმატიული აქტები
1. ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი:
ა) საქართველოს სსრ კანონი „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1981 წ., №7, მუხ. 131);
ბ) „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს სსრ კანონის (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1981 წ., №7, მუხ. 131) საფუძველზე მიღებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;
გ) საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს 1981 წლის 19 ივნისის დადგენილება „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს სსრ კანონის სამოქმედოდ შემოღების წესის თაობაზე“ (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1981 წ., №7, მუხ. 131).
2. 2008 წლის 1 იანვრიდან ძალდაკარგულად იქნეს ცნობილი „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №30(37), 1999 წელი, მუხ. 158) 41-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და 59-ე მუხლის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.
საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი №5605-სსმI, №47, 26.12.2007წ., მუხ.407
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.
თბილისი,
1999 წლის 22 ივნისი.
№2116-IIს
დანართი
საქართველოს 2021 წლის 2 მარტის კანონი №246 – ვებგვერდი, 12.03.2021წ.
№ |
ს ა ქ მ ი ა ნ ო ბ ე ბ ი |
1 |
ნედლი ნავთობის (გარდა საზეთ-საპოხი მასალისა) გადამუშავება |
2 |
10 მეგავატი ან 10 მეგავატზე მეტი სიმძლავრის თბოელექტროსადგურის ექსპლუატაცია |
3 |
თუჯის, ფოლადის ან/და ფეროშენადნობების წარმოება, პირველადი ან/და მეორეული დნობის ჩათვლით |
4 |
თუჯის ან ფოლადის დნობა პროდუქციის წარმოების მიზნით |
5 |
შავი ლითონის დამუშავება: ლითონის ცხლად დამუშავება, სამჭედლო გრდემლით, დამცავი ლითონის ფენით დაფარვა წელიწადში 50 ტონა ან 50 ტონაზე მეტი წარმადობით |
6 |
ფერადი ლითონის (გარდა ძვირფასი ლითონისა) დნობა წელიწადში 20 ტონა ან 20 ტონაზე მეტი წარმადობით |
7 |
ლითონშემცველი მადნის გამოწვა და აგლომერირება |
8 |
მეტალურგიული, ქიმიური ან ელექტროქიმიური პროცესების მეშვეობით მადნიდან, კონცენტრატებიდან ან მეორეული ნედლეულიდან ფერადი ლითონების წარმოება, გარდა საიუველირო წარმოებისა |
9 |
ძირითადი ორგანული ნაერთების წარმოება |
10 |
ძირითადი არაორგანული ნაერთების წარმოება |
11 |
ფოსფოროვანი, აზოტოვანი ან/და კალიუმოვანი სასუქების მარტივი ან/და რთული წარმოება |
12 |
შუალედური პროდუქტის ქიმიური დამუშავებით ქიმიური ნივთიერების წარმოება |
13 |
ფარმაცევტული პროდუქტების, საღებავების, ლაქების, პეროქსიდის, ელასტომერის ან/და პლასტიკური მასალის წარმოება |
14 |
ცემენტის, კირის, გაჯის ან/და თაბაშირის წარმოება |
15 |
მინის ან/და მინის პროდუქციის (მათ შორის, მინის ბოჭკოს) წარმოება |
დოკუმენტის კომენტარები