დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 921 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 08/06/2001 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 18, 28/06/2001 |
სარეგისტრაციო კოდი | 200.010.000.05.001.000.930 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
კონსოლიდირებული ვერსია (15/07/2020 - 29/09/2020)
სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ
1. ყველას აქვს უფლება თავისუფლად ეწეოდეს სამეწარმეო საქმიანობას.
2. სამეწარმეო საქმიანობა საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ კანონით.
3. სახელმწიფო, მუნიციპალიტეტის ორგანო, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მეწარმის საქმიანობაზე განახორციელოს კონტროლი მხოლოდ კანონით დადგენილი წესით.
საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1697 - სსმ I, №29, 12.10.2009 წ., მუხ.180
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6894 - ვებგვერდი, 28.07.2020წ.
1. ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) მეწარმე – „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ნებისმიერი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის საწარმო, აგრეთვე არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც ეწევა სამეწარმეო საქმიანობას ამ საქმიანობის ნაწილში;
ბ) სამეწარმეო საქმიანობის კონტროლი – საქართველოს კანონმდებლობით მოწესრიგებული სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის ორგანოთა და სხვა ადმინისტრაციულ ორგანოთა საქმიანობა, რომლის მიზანია მეწარმის საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობისა და მისთვის დაკისრებული მოვალეობების შესრულების შემოწმება, აგრეთვე მეწარმის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენა, მის საქმიანობაში სამართალდარღვევების გამოვლენა ან შესაბამისი სანქციის დადება. ამ კანონის მიზნებისთვის კონტროლი არ არის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ლიცენზიის, ნებართვის, სერტიფიკატის გაცემა ან ავტორიზაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება, სავაჭრო ქსელში სერტიფიკატის მოთხოვნა და შესაბამისი აქტის შედგენა, გარემოს დაცვის სფეროში საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესრულების, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის და სხვა გარემოსდაცვით მოთხოვნათა შესრულების შემოწმების მიზნით განხორციელებული საქმიანობა, ნავთობისა და გაზის რესურსებთან დაკავშირებული ხელშეკრულებებითა და ლიცენზიებით გათვალისწინებული საქმიანობა, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემოწმება, აგრეთვე იძულებითი შრომისა და შრომითი ექსპლუატაციის პრევენციის და მათზე რეაგირების მიზნით განხორციელებული საქმიანობა;
გ) მაკონტროლებელი ორგანო – სახელმწიფო, მუნიციპალიტეტის ორგანო, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც კანონის შესაბამისად უფლებამოსილია განახორციელოს კონტროლი სამეწარმეო საქმიანობაზე.
2. მეწარმის საფინანსო-ეკონ ომიკურ საქმიანობაზე კონტროლს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებსა და კანონით დადგენილ ფარგლებში ახორციელებენ საგადასახადო ორგანოები, აგრეთვე სახელმწიფო აუდიტის სამსახური (გარდა საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული საგადასახადო ურთიერთობებისა).
3. (ამოღებულია).
საქართველოს 200 3 წლის 23 ივლისის კანონი № 2565 - სსმ I, № 24 , 20.08.2003 წ., მუხ .183
საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №919 - სსმ I, №41, 30.12.2004 წ., მუხ.203
საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №843 - სსმ I, №42, 30.12.2004 წ., მუხ.220
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4229 - სსმ I, №50, 30.12.2006 წ., მუხ.380
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4302 - სსმ I, №51, 31.12.2006 წ., მუხ.411
საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1697 - სსმ I, №29, 12.10.2009 წ., მუხ.180
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3539 - სსმ I, №47, 05.08.2010 წ., მუხ.306
საქართველოს 2010 წლის 17 სექტემბრის კანონი №3595 - სსმ I, №54, 12.10.2010 წ., მუხ.347
საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4415 – ვებგვერდი, 17.03.2011წ.
საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6550 - ვებგვერდი, 29.06.2012წ.
საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №4 89 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.
საქართველოს 2015 წლის 22 ივლისის კანონი №4086 – ვებგვერდი, 31.07.2015წ.
თავი II. სამეწარმეო საქმიანობაზე კონტროლის განხორციელების წესი
1. სამეწარმეო საქმიანობა შეიძლება გააკონტროლოს მხოლოდ მაკონტროლებელმა ორგანომ. შესაბამისი საფუძვლის არსებობისას მეწარმის სამეწარმეო საქმიანობის შემოწმების წინადადებით სხვა სახელმწიფო ორგანომ შეიძლება მიმართოს მაკონტროლებელ ორგანოს ან სასამართლოს.
2. მაკონტროლებელი ორგანო უფლებამოსილია გააკონტროლოს სამეწარმეო საქმიანობა (მათ შორის, შევიდეს საწარმოში, მოითხოვოს დოკუმენტები, შეაჩეროს საწარმოს საქმიანობა, დალუქოს მეწარმის კუთვნილი ქონება, დაათვალიეროს საწარმო, შეამოწმოს მეწარმის მიერ გამოშვებული ნაწარმის ხარისხი) მხოლოდ მოსამართლის ბრძანების საფუძველზე.
3. მოსამართლე ბრძანებას მეწარმის საქმიანობის შემოწმების შესახებ გასცემს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მაკონტროლებელი ორგანო მას წარუდგენს შესაბამის ინფორმაციას დასაბუთებული და საფუძვლიანი ეჭვით მეწარმის მიერ კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევის შესახებ.
4. თუ მოსამართლე არ გასცემს ბრძანებას მეწარმის საქმიანობის შემოწმების შესახებ, მეწარმის შემოწმება არ განხორციელდება. თუ მეწარმის შემოწმება უკვე დაწყებულია, მოსამართლის მიერ შემოწმების შესახებ ბრძანების გაცემაზე უარის თქმისას იგი დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და მეწარმეს უპირობოდ დაუბრუნდეს მაკონტროლებელი ორგანოსთვის, აგრეთვე სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილი თანხა ან სხვა გადაცემული ქონება თუ დოკუმენტი. ხოლო თუ ეს შეუძლებელია, მეწარმეს მიეცემა სათანადო და სრული ანაზღაურება. მეწარმეს უფლება აქვს მოითხოვოს და მიიღოს უკანონო შემოწმებით მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
5. კანონის და რღვევით განხორციელებული შემოწმების შედეგად მიღებულ მტკიცებულებებს იურიდიული ძალა არა აქვს.
6. მაკონტროლებელი ორგანო უფლებამოსილია შეამოწმოს მეწარმე მხოლოდ იმ საკითხთან დაკავშირებით, რომლის შესახებაც არსებობს მოსამართლის ბრძანება.
7. ამ მუხლით განსაზღვრული საკითხის მოსამართლის მიერ განხილვისა და გადაწყვეტის წესი განისაზღვრება საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსით.
საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3052 - სსმ I, №26, 20.05.2010 წ., მუხ.180
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6894 - ვებგვერდი, 28.07.2020წ.
1. თუ მეწარმე შეამოწმა უფლებამოსილმა მაკონტროლებელმა ორგანომ, დაუშვებელია საქმიანობის იმავე საკითხთან დაკავშირებით იგი შეამოწმოს სხვა მაკონტროლებელმა ორგანომ (გარდა ამ კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის მეორე წინადადებით გათვალისწინებული შემთხვევებისა), ან იმავე მაკონტროლებელი ორგანოს სხვა დანაყოფმა.
2. მაკონტროლებელი ორგანო ვალდებულია კონტროლის განხორციელებამდე მეწარმეს გადასცეს მისი უფლებებისა და მოვალეობების წერილობითი ჩამონათვალი.
1. ამ კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნები არ ვრცელდება:
ა) საგადასახადო ორგანოების მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 255-ე მუხლის საფუძველზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელებულ საგადასახადო კონტროლის ღონისძიებებზე;
ბ) საქართველოს ეროვნული ბანკის კანონით გათვალისწინებულ საქმიანობაზე;
გ) სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ საქმიანობაზე;
დ) (ამოღებულია);
ე) (ამოღებულია);
ე1) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და მის სისტემაში შემავალი დაწესებულებების მიერ სახელმწიფო კონტროლის განხორციელებასთან დაკავშირებულ საქმიანობაზე;
ე2) (ამოღებულია – 25.03.2013, №489);
ვ) ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს მიერ განხორციელებულ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ საქმიანობაზე;
ზ) (ამოღებულია);
ზ1) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების − ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს და ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ საქმიანობებზე;
თ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საავიაციო და საზღვაო ტრანსპორტის დარგებში მოქმედი ტექნიკური რეგლამენტების შესრულების ზედამხედველობის მიზნით განხორციელებულ ღონისძიებებზე, აგრეთვე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − წიაღის ეროვნული სააგენტოს მიერ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის ან წიაღით სარგებლობის ლიცენზიის პირობების შესრულების კონტროლთან დაკავშირებულ საქმიანობაზე;
ი) მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის შესრულების შემოწმებაზე, თუ ის ხორციელდება შერჩევითი კონტროლით, კალენდარული წლის განმავლობაში ერთხელ;
ი1) სააღმზრდელო საქმიანობის ზედამხედველობის სფეროში განხორციელებულ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ საქმიანობაზე;
კ) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ საქმიანობაზე;
ლ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის კანონით გათვალისწინებულ საქმიანობაზე;
მ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობის და სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტების ზედამხედველობის სფეროში განხორციელებულ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ საქმიანობაზე;
ნ) მუნიციპალიტეტის ორგანოს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირის მიერ საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების განხორციელებისას:
ნ.ა) ტექნიკური რეგლამენტის − საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების წარმოებისას ინფექციების პრევენციისა და კონტროლის სანიტარიული ნორმების შესრულების შემოწმებაზე, თუ შემოწმება შერჩევითი კონტროლით, კალენდარული წლის განმავლობაში ერთხელ ხორციელდება;
ნ.ბ) ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციასთან დაკავშირებული პირობების შესრულების შემოწმებაზე, თუ შემოწმება შერჩევითი კონტროლით, კალენდარული წლის განმავლობაში ერთხელ ხორციელდება;
ო) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვის შემოწმების განმახორციელებელი სამსახურის „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებულ საქმიანობაზე;
პ) სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ განხორციელებულ „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემოწმებაზე.
2. ყველა მაკონტროლებელ ორგანოს ეკრძალება, მოსთხოვოს მეწარმეს ისეთი ინფორმაციის წარდგენა, რომელიც სცილდება მისი უფლებამოსილების ფარგლებს. სახელმწიფო აუდიტის სამსახური საფინანსო-სამეურნეო კონტროლის სხვა სახელმწიფო ორგანოთა შემოწმებისას უფლებამოსილია შესაბამის ორგანოს მოსთხოვოს ბიუჯეტთან ანგარიშსწორების ამსახველი დოკუმენტებისა და ინფორმაციის წარდგენა მათი კამერალური წესით შემოწმების მიზნით.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“–„ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ცალკეული იურიდიული პირის სამეწარმეო საქმიანობის კონტროლი შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ შესაბამისი ორგანოს ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე.
4. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ მოქმედებაზე. ის მაკონტროლებელი ორგანო, რომელიც სამეწარმეო საქმიანობის კონტროლს ახორციელებს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოს თხოვნით, შემოწმების უფლებას მოიპოვებს მოსამართლის ბრძანებით. სასამართლოში შემოწმების შესახებ შუამდგომლობით შედის მოკვლევისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანო, რომელიც მოსამართლეს წარუდგენს შესაბამის ინფორმაციას მეწარმის მიერ კანონმდებლობის დარღვევების შესახებ. მოსამართლე საკითხს იხილავს ერთპიროვნულად, დახურულ სასამართლო სხდომაზე, მხარეთა მონაწილეობის გარეშე. განსახორციელებულ შემოწმებაზე არ მოქმედებს ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნები.
საქართველოს 2003 წლის 23 ივლისის კანონი №2565 - სსმ I, №24, 20.08.2003 წ., მუხ.183
საქართველოს 2003 წლის 26 აგვისტოს კანონი №3115 - სსმ I, №29, 18.09.2003 წ., მუხ.230
საქართველოს 2004 წლის 24 თებერვლის კანონი №3373 - სსმ I, №7, 16.03.2004 წ., მუხ.33
საქართველოს 2005 წლის 22 მარტის კანონი №1125 - სსმ I, №13, 12.04.2005 წ., მუხ.86
საქართველოს 2006 წლის 6 ივნისის კანონი №3188 - სსმ I, №21, 15.06.2006 წ., მუხ.178
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4302 - სსმ I, №51, 31.12.2006 წ., მუხ.411
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4275 - სსმ I, №51, 31.12.2006 წ., მუხ.434
საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5264 - სსმ I, №30 , 30.07.2007 წ., მუხ.335
საქართველოს 2008 წლის 10 ოქტომბრის კანონი №341 - სსმ I, №25 , 23.10.2008 წ., მუხ.165
საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1689 - სსმ I, №29, 12.10.2009 წ., მუხ.172
საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3052 - სსმ I, №26, 20.05.2010 წ., მუხ.180
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3555 - სსმ I, №46, 04.08.2010 წ., მუხ.281
საქართველოს 2010 წლის 17 სექტემბრის კანონი №3595 - სსმ I, №54, 12.10.2010 წ., მუხ.347
საქართველოს 2010 წლის 17 დეკემბრის კანონი №4145 - სსმ I, №76, 29.12.2010 წ., მუხ.517
საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4219 – ვებგვერდი, 10.03.2011წ.
საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4415 – ვებგვერდი, 17.03.2011წ.
საქართველოს 201 1 წლის 5 მა ის ის კანონი №4657 - ვებგვერდი,13.05.2011წ.
საქართველოს 2012 წლის 8 მაისის კანონი №6170 - ვებგვერდი, 25.05.2012წ.
საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6550 - ვებგვერდი, 29.06.2012წ.
საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №4 89 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.
მაკონტროლებელი ორგანო ვალდებულია ყოველი წლის 25 იანვრამდე წარუდგინოს საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს მთავრობასა და საქართველოს პარლამენტს ანგარიში გასული წლის განმავლობაში ბრძანებების გაცემის შესახებ სასამართლოში წარდგენილი შუამდგომლობების, სასამართლოს მიერ გაცემული ბრძანებების ოდენობისა და მოსამართლის ბრძანებების საფუძველზე განხორციელებული შემოწმებების შედეგების შესახებ.
საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №799 - სსმ I, №40, 29.12.2008 წ., მუხ.261
საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №799 - სსმ I, №40, 29.12.2008 წ., მუხ.261
საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №799 - სსმ I, №40, 29.12.2008 წ., მუხ.261
თავი IV. გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი
1. (ამოღებულია).
2. დაევალოთ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა, კანონიერებისა და ადმინისტრაციული რეფორმების, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტებს ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის ორგანოებთან ერთად მოამზადონ კანონპროექტი მაკონტროლებელი ორგანოების უფლებამოსილების გამიჯვნისა და კონტროლის განხორციელების წესის შესახებ.
3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ 3 თვის განმავლობაში უზრუნველყოს ამ კანონის ტექსტის გადაცემა იმ იურიდიული პირებისათვის, რომლებიც საგადასახადო ორგანოებში გადასახადის გადამხდელებად არიან რეგისტრირებულნი.
4. დაევალოს საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა, კანონიერებისა და ადმინისტრაციული რეფორმების კომიტეტს აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის დაწესებულებებთან ერთად 3 თვის ვადაში მოამზადოს წინადადებები საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის ამ კანონთან შესაბამისობაში მოსაყვანად.
5. ამ კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი და მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2006 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს 2002 წლის 10 მაისი ს კანონი № 1399 - სსმ I, № 10 , 13.05.2002 წ., მუხ. 44
საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №843 - სსმ I, №42, 30.12.2004 წ., მუხ.220
საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №799 - სსმ I, №40, 29.12.2008 წ., მუხ.261
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი
ედუარდ შევარდნაძე.
თბილისი,
2001 წლის 8 ივნისი.
№921–IIს
დოკუმენტის კომენტარები