დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
"სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 4657-Iს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 05/05/2011 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110513023, 13/05/2011 |
სარეგისტრაციო კოდი | 200010000.05.001.016304 |
საქართველოს კანონი
„სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №18, 28.06.2001, მუხ. 58) მე-5 მუხლის პირველი პუნქტის:
ა) „ე1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე1) საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს მიერ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სახელმწიფო კონტროლის განხორციელებასთან დაკავშირებულ საქმიანობაზე;“;
ბ) „ე1“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე2“ ქვეპუნქტი:
„ე2) საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს და მის სისტემაში შემავალი ორგანოების მიერ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სახელმწიფო კონტროლის განხორციელებასთან დაკავშირებულ საქმიანობაზე;“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2011 წლის 15 მაისიდან.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2011 წლის 5 მაისი.
№4657–Iს
დოკუმენტის კომენტარები