დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 2565 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 23/07/2003 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 24, 20/08/2003 |
სარეგისტრაციო კოდი | 200.010.000.05.001.001.351 |
საქართველო ს კანონი
„სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №18, 28.06.2001, მუხ.58) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:
1. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. მეწარმის საფინანსო-ეკონომიკურ საქმიანობაზე კონტროლს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებსა და კანონით დადგენილ ფარგლებში ახორციელებენ საგადასახადო ორგანოები და საქართველოს კონტროლის პალატა, ხოლო მეწარმის მიერ სავალდებულო სოციალური დაზღვევის შესატანის შეტანასთან დაკავშირებულ საქმიანობაზე კონტროლს ახორციელებს საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი.“.
2. მე-5 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი:
„ზ) საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის მიერ განხორციელებულ, კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემოწმებებზე.“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს 2005 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
ედუარდ შევარდნაძე
თბილისი,
2003 წლის 23 ივლისი.
№2565–რს
დოკუმენტის კომენტარები