დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 3555 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 21/07/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 46, 04/08/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200.010.000.05.001.004.143 |
საქართველოს კანონი
„სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №18, 28.06.2001, მუხ. 58) მე-5 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ ქვეპუნქტი:
„ი) მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის შესრულების შემოწმებაზე, თუ ის ხორციელდება შერჩევითი კონტროლით, კალენდარული წლის განმავლობაში ერთხელ.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2010 წლის 1 დეკემბრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2010 წლის 21 ივლისი.
№3555–რს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები