„სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
„სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 843
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 29/12/2004
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 42, 31/12/2004
სარეგისტრაციო კოდი 200.010..000.05.001.001.657
  • Word
843
29/12/2004
სსმ, 42, 31/12/2004
200.010..000.05.001.001.657
„სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

�სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ� საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

��� მუხლი 1.

�სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ� საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №18, 28.06.2001, მუხ. 58) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატებები:

1. მე-2 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

�2. მეწარმის საფინანსო-ეკონომიკურ საქმიანობაზე კონტროლს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებსა და კანონით დადგენილ ფარგლებში ახორციელებენ საგადასახადო ორგანოები და საქართველოს კონტროლის პალატა.�;

ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

�3. მეწარმის მიერ სავალდებულო სოციალური დაზღვევის შესატანის შეტანასთან დაკავშირებულ საქმიანობაზე კონტროლს ახორციელებს საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი.�.

2. მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

�5. ამ კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი და მე-5 მუხლის პირველი პუნქტის �ზ� ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2006 წლის 1 იანვრიდან.�.

��� მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს 2005 წლის 1 იანვრიდან.

�საქართველოს პრეზიდენტი

მ. სააკაშვილი

თბილისი,

2004 წლის 29 დეკემბერი.

№843�რს