„სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3798-XIIIმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 30/11/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/12/2023
ძალაში შესვლის თარიღი 01/03/2024
სარეგისტრაციო კოდი 200010000.05.001.102130
3798-XIIIმს-Xმპ
30/11/2023
ვებგვერდი, 20/12/2023
200010000.05.001.102130
„სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 
„სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №18, 28.06.2001, მუხ. 58) მე-5 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ3“ ქვეპუნქტი:

„თ3) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ, კონტროლის განხორციელებასთან დაკავშირებულ საქმიანობაზე, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საავტომობილო ტრანსპორტის დარგში მოქმედი ტექნიკური რეგლამენტების შესრულების ზედამხედველობის მიზნით განხორციელებულ ღონისძიებებზე;“. 

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2024 წლის 1 მარტიდან.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

30 ნოემბერი 2023 წ.

N3798-XIIIმს-Xმპ