დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 5572-IIს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 24/06/2016 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/07/2016 |
სარეგისტრაციო კოდი | 200010000.05.001.018219 |
|
„სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №18, 28.06.2001, მუხ. 58) მე-5 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ“ ქვეპუნქტი:
„ნ) მუნიციპალიტეტის ორგანოს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირის მიერ საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების განხორციელებისას: ნ.ა) ტექნიკური რეგლამენტის − საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების წარმოებისას ინფექციების პრევენციისა და კონტროლის სანიტარიული ნორმების შესრულების შემოწმებაზე, თუ შემოწმება შერჩევითი კონტროლით, კალენდარული წლის განმავლობაში ერთხელ ხორციელდება; ნ.ბ) ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციასთან დაკავშირებული პირობების შესრულების შემოწმებაზე, თუ შემოწმება შერჩევითი კონტროლით, კალენდარული წლის განმავლობაში ერთხელ ხორციელდება.“. მუხლი 2 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ნ.ბ“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს. 2. ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ნ.ბ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2016 წლის 1 ოქტომბრიდან.
|
ქუთაისი, 24 ივნისი 2016 წ. N5572-IIს |
დოკუმენტის კომენტარები