დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 354 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტი |
მიღების თარიღი | 07/12/1993 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს რესპუბლიკის კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს პარლამენტის უწყებები, 12-13, 31/12/1993 |
სარეგისტრაციო კოდი | 010.130.000.05.001.000.076 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
კონსოლიდირებული ვერსია (10/06/2020 - 02/09/2020)
საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ
საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №804- სსმ I, №40, 29.12.2008 წ ., მუხ .265
თავი I. ზოგადი დებულებანი
1. ამ კანონის მიზანია საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპების შესაბამისად უზრუნველყოს საქართველოს მოქალაქის უფლება, დატოვოს თავისი ქვეყანა და თავისუფლად დაბრუნდეს უკან, განსაზღვროს საქართველოს მოქალაქეთა საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესები და პირობები, აგრეთვე მოაწესრიგოს ამასთან დაკავშირებით წარმოშობილი სხვა ურთიერთობები.
2. ეს კანონი არ აწესრიგებს საქართველოს მოქალაქეთა დიპლომატიური ან სამსახურებრივი მიზნით მოგზაურობისა და შესაბამისი პასპორტების გაცემის წესს.
საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №804- სსმ I, №40, 29.12.2008 წ ., მუხ .265
1. საქართველოს მოქალაქეთა საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტებია: საქართველოს კონსტიტუცია, ეს კანონი, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტები.
2. თუ საერთაშორისო ხელშეკრულებით, რომელშიც საქართველო მონაწილეობს, დადგენილია ამ კანონისაგან განსხვავებული ნორმები, გამოიყენება საერთაშორისო ხელშეკრულება.
საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №804- სსმ I, №40, 29.12.2008 წ ., მუხ .265
მუხლი 3. საქართველოს მოქალაქის საქართველოდან მუდმივი ან დროებითი გასვლა და საქართველოში შემოსვლა
1. საქართველოს მოქალაქეს აქვს საქართველოდან ემიგრაციის, ანუ სხვა სახელმწიფოში მუდმივად საცხოვრებლად გამგზავრების (შემდგომში – ემიგრაციის), აგრეთვე საქართველოდან დროებითი გასვლის და საქართველოში შემოსვლის უფლება.
2. ეს უფლება არ შეიძლება შეიზღუდოს, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს 1997 წლის 16 ოქტომბრის კანონი №922-პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997წ., გვ.12
საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №804- სსმ I, №40, 29.12.2008 წ ., მუხ .265
მუხლი 4. საქართველოს მოქალაქის მიერ ქონების საზღვარგარეთ გატანის უფლება
საქართველოს მოქალაქეს, რომელიც მუდმივად ან დროებით გადის საქართველოდან, უფლება აქვს, საზღვარგარეთ გაიტანოს ნებისმიერი მოძრავი ქონება, რომელიც მას აქვს საკუთრების უფლებით ან კანონიერ საფუძველზე გადაცემულია მის მფლობელობაში ან/და სარგებლობაში, თუ ეს აკრძალული არ არის საქართველოს კანონმდებლობით.
საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №804- სსმ I, №40, 29.12.2008 წ ., მუხ .265
თავი II. საქართველოდან დროებითი გასვლისა და საქართველოში შემოსვლისათვის საჭირო დოკუმენტები
მუხლი 5. საქართველოს მოქალაქის პასპორტი
1. საქართველოს მოქალაქე საქართველოდან დროებით გადის და საქართველოში შემოდის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად გაცემული საქართველოს მოქალაქის პასპორტით, საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობითა და პასპორტის შემცვლელი სხვა სამგზავრო დოკუმენტებით.
2. (ამოღებულია).
3. პასპორტი საქართველოს კუთვნილებაა.
4. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების შესაბამისად შეიძლება გაიცეს პასპორტის შემცვლელი სხვა სამგზავრო დოკუმენტი.
5. საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობა გაიცემა საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად, საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქის, აგრეთვე იმ პირთა საქართველოში დაბრუნების მიზნით, რომელთა მიღების ვალდებულებაც საქართველოს ნაკისრი აქვს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით.
6. საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაფორმებისა და გაცემის წესს ადგენს საქართველოს კანონმდებლობა.
საქართველოს 1997 წლის 16 ოქტომბრის კანონი №922-პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997წ., გვ.12
საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №190-სსმI, №19, 15.07.2004წ., მუხ.87
საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2630-სსმI, №3, 16.01.2006წ., მუხ.24
საქართველოს 2008 წლის 21 მარტის კანონი №5975-სსმI, №9, 04.04.2008წ., მუხ.62
საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის კანონი №1152 – ვებგვერდი, 01.10.2013წ.
საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №190-სსმI, №19, 15.07.2004წ., მუხ.87
საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2630-სსმI, №3, 16.01.2006წ., მუხ.24
საქართველოს 2008 წლის 21 მარტის კანონი №5975-სსმI, №9, 04.04.2008წ., მუხ.62
საქართველოს 1997 წლის 16 ოქტომბრის კანონი №922-პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997წ., გვ.12
საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №190-სსმI, №19, 15.07.2004წ., მუხ.87
საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2630-სსმI, №3, 16.01.2006წ., მუხ.24
საქართველოს 2008 წლის 21 მარტის კანონი №5975-სსმI, №9, 04.04.2008წ., მუხ.62
მუხლი 8. არასრულწლოვნის და მხარდაჭერის მიმღების საქართველოდან დროებითი გასვლა
1. 16 წლამდე ბავშვის საქართველოდან დროებითი გასვლა შესაძლებელია მისი ერთ-ერთი კანონიერი წარმომადგენლის ნებართვით და სრულწლოვანი ქმედუნარიანი პირის თანხლებით.
2. მხარდაჭერის მიმღების საქართველოდან დროებითი გასვლა შესაძლებელია მხარდამჭერის წერილობითი თანხმობით, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.
3. 16-დან 18 წლამდე არასრულწლოვნის, თუ იგი არ იმყოფება რეგისტრირებულ ქორწინებაში, საქართველოდან დროებითი გასვლა შესაძლებელია მისი ერთ-ერთი კანონიერი წარმომადგენლის თანხმობით.
4. თუ არასრულწლოვანს საქართველოდან დროებით გასვლისას თან არ ახლავს კანონიერი წარმომადგენლები, მას მათი შუამდგომლობის საფუძველზე მიეცემა პასპორტი.
5. საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემისათვის ერთ-ერთი კანონიერი წარმომადგენლის მიერ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდგომ – სააგენტო) უფლებამოსილი პირის ან საკონსულო თანამდებობის პირის თანდასწრებით გამოხატული, სანოტარო წესით დამოწმებული წერილობითი თანხმობა ან სააგენტოს უფლებამოსილი პირის წინაშე ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით გამოხატული თანხმობა საკმარისია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ:
ა) არასრულწლოვანი 16 წელს მიღწეულია;
ბ) არასრულწლოვანს არ ჰყავს მეორე კანონიერი წარმომადგენელი;
გ) მეორე კანონიერი წარმომადგენელი სასამართლოს მიერ ცნობილია მხარდაჭერის მიმღებად;
დ) მეორე კანონიერი წარმომადგენელი სასამართლოს მიერ აღიარებულია უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გამოცხადებულია გარდაცვლილად;
ე) არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება მეორე კანონიერი წარმომადგენლისთვის მშობლის უფლების ჩამორთმევის, შეჩერების ან შეზღუდვის თაობაზე;
ვ) მეორე კანონიერი წარმომადგენელი იძებნება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით;
ზ) მეორე კანონიერ წარმომადგენელს მძიმე ავადმყოფობის გამო არ შეუძლია ნების გამოხატვა, რაც დასტურდება შესაბამისი ცნობით;
თ) მეორე კანონიერი წარმომადგენლის ადგილსამყოფელი უცნობია და ამოწურულია მისი ადგილსამყოფლის დადგენის ყველა გონივრული შესაძლებლობა;
ი) არასრულწლოვნის საქართველოდან დროებით გასვლა საჭიროა მისი მკურნალობის მიზნით ან აუცილებელია მისი უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზაციისათვის და მეორე კანონიერი წარმომადგენლის ადგილსამყოფელი უცნობია ან იგი არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების საწინააღმდეგოდ არ იძლევა საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემაზე ნებართვას.
6. არასრულწლოვნის საქართველოდან დროებითი გასვლის საკითხზე მისი კანონიერი წარმომადგენლების შეუთანხმებლობის შემთხვევაში დავა სასამართლო წესით გადაწყდება.
7. თუ მხარდამჭერი თანხმობას არ აცხადებს მხარდაჭერის მიმღების საქართველოდან დროებით გასვლაზე, მხარდაჭერის მიმღებს შეუძლია დავის გადასაწყვეტად სასამართლოს მიმართოს.
საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №804- სსმ I, №40, 29.12.2008 წ ., მუხ .265
საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3396 – ვებგვერდი , 31.03.2015წ.
1. საქართველოში ექსტრაკორპორული განაყოფიერების (სუროგაციის) გზით დაბადებული ბავშვის საქართველოდან გასვლა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სააგენტოს მიერ შესრულებულ დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ბავშვის ორივე მშობელია მითითებული.
2. საქართველოში ექსტრაკორპორული განაყოფიერების (სუროგაციის) გზით დაბადებული ბავშვის საქართველოდან გასვლის წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.
საქართველოდან დროებითი გასვლისათვის საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის თაობაზე შუამდგომლობა განიხილება ყველა საჭირო საბუთის წარდგენიდან 10 დღის ვადაში (გარდა „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 202 მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), ხოლო თუ საქართველოდან დროებითი გასვლა დაკავშირებულია მკურნალობასთან ან საქართველოს მოქალაქის საზღვარგარეთ სასამართლო პროცესში მონაწილეობასთან – 3 დღის ვადაში.
საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №190-სსმI, №19, 15.07.2004წ., მუხ.87
საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2630-სსმI, №3, 16.01.2006წ., მუხ.24
საქართველოს 2016 წლის 4 მარტის კანონი №4844 - ვებგვერდი, 22.03.2016წ.
მუხლი 10. საქართველოდან დროებითი გასვლის უფლების შეზღუდვის საფუძვლები
1. საქართველოს მოქალაქეს შეიძლება უარი ეთქვას საქართველოდან დროებითი გასვლისათვის საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემაზე, აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთაზე, თუ იგი:
ა) იძებნება სამართალდამცავი ორგანოების მიერ;
ბ) წარადგენს ყალბ ან ძალის არმქონე საბუთებს.
2. საქართველოს ტერიტორიაზე არამართლზომიერად შემოყვანილი/დაკავებული ბავშვის დაბრუნების შესახებ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე ცენტრალური ორგანოს − საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის შუამდგომლობის საფუძველზე 16 წლამდე პირს შეიძლება უარი ეთქვას პასპორტის გაცემაზე ან/და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთაზე, თუ საქართველოს კანონმდებლობით ან სასამართლო გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2630-სსმI, №3, 16.01.2006წ., მუხ.24
საქართველოს 2008 წლის 21 მარტის კანონი №5975-სსმI, №9, 04.04.2008წ., მუხ.62
საქართველოს 2020 წლის 12 ივნისის კანონი №6056 – ვებგვერდი, 19.06.2020წ.
საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2630-სსმI, №3, 16.01.2006წ., მუხ.24
საქართველოს 1997 წლის 16 ოქტომბრის კანონი №922-პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997წ., გვ.12
საქართველოს 2008 წლის 21 მარტის კანონი №5975-სსმI, №9, 04.04.2008წ., მუხ.62
საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2630-სსმI, №3, 16.01.2006წ., მუხ.24
საქართველოს 2008 წლის 21 მარტის კანონი №5975-სსმI, №9, 04.04.2008წ., მუხ.62
საქართველოს 2008 წლის 21 მარტის კანონი №5975-სსმI, №9, 04.04.2008წ., მუხ.62
მუხლი 15. საქართველოდან გასვლისას საზღვრის გადაკვეთისათვის სავალდებულო დოკუმენტები
1. საქართველოს მოქალაქეები საქართველოდან გასვლისას საზღვრის გადაკვეთისას გადიან საპასპორტო კონტროლს და პასპორტში ან მის შემცვლელ დოკუმენტში აღინიშნება საზღვრის გადაკვეთის თარიღი.
2. საქართველოდან დროებითი გასვლისას საზღვრის გადასაკვეთად მოქალაქეს უნდა ჰქონდეს იმ სახელმწიფოში შესასვლელი ვიზა, სადაც უშუალოდ მიემგზავრება.
3. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე საქართველოდან დროებითი გასვლა შესაძლებელია უვიზოდაც.
მუხლი 16. საქართველოში შემოსვლა
საქართველოს მოქალაქეს ნებისმიერ დროს უფლება აქვს შემოვიდეს საქართველოში, რისთვისაც ნებართვა არ სჭირდება.
თავი III. საქართველოდან გასვლის უფლების რეგულირების განსკუთრებული შემთხვევები
მუხლი 17. საქართველოდან გასვლის შეზღუდვა მისი მოქალაქის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით
სხვა სახელმწიფოში საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში საქართველოს მთავრობას უფლება აქვს, საქართველოს მოქალაქეს, მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, შეუზღუდოს ამ სახელმწიფოში გასვლა გარკვეული ვადით. საქართველოს მთავრობის დადგენილებები ასეთი შეზღუდვის შემოღებისა და გაუქმების თაობაზე უნდა გამოქვეყნდეს.
საქართველოს 1997 წლის 16 ოქტომბრის კანონი №922-პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997წ., გვ.12
საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის კანონი №1152 – ვებგვერდი, 01.10.2013წ.
მუხლი 18. საქართველოდან სამხედრო მოსამსახურეების გასვლა
1. საქართველოდან დროებით გასული საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც კანონის შესაბამისად ექვემდებარებიან ნამდვილი ვადიანი სამხედრო სამსახურის გავლას, გაწვევის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე ვალდებულნი არიან დაუყოვნებლივ ჩამოვიდნენ საქართველოში ვადიანი სამხედრო სამსახურის გასავლელად. ზევადიანი სამსახურის სამხედრო მოსამსახურეები და ოფიცერთა შემადგენლობის პირები პირად საქმეებზე საქართველოდან მიემგზავრებიან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაფორმებული ნებართვით.
2. საქართველოში საომარი მდგომარეობის, ომის გამოცხადების ან საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში საქართველოს მთავრობას უფლება აქვს, შეზღუდოს წვევამდელთა, რეზერვისტთა და სამხედრო მოსამსახურეთა საქართველოდან გასვლა.
3. საქართველოს მთავრობის დადგენილებები ასეთ შეზღუდვათა შემოღებისა და გაუქმების თაობაზე უნდა გამოქვეყნდეს.
საქართველოს 1997 წლის 16 ოქტომბრის კანონი №922-პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997წ., გვ.12
საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის კანონი №1152 – ვებგვერდი, 01.10.2013წ.
თავი IV. ემიგრაციის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესი
საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №804- სსმ I, №40, 29.12.2008 წ ., მუხ .265
მუხლი 19. ემიგრაციის დოკუმენტი
საქართველოს მოქალაქე ემიგრაციაში მიდის საქართველოს მოქალაქის პასპორტით . საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად, პასპორტის ნაცვლად შეიძლება გაიცეს მისი შემცვლელი დოკუმენტი.
საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №804- სსმ I, №40, 29.12.2008 წ ., მუხ .265
მუხლი 20. შუამდგომლობა ემიგრაციის ნებართვის მისაღებად
1. ემიგრაციის ნებართვის მისაღებად შუამდგომლობის აღძვრის უფლება აქვს საქართველოს სრულწლოვან ქმედუნარიან მოქალაქეს.
2. ემიგრაციის ნებართვის მისაღებად შუამდგომლობას დაინტერესებული პირი სააგენტოს წარუდგენს.
21. ემიგრაციის ნებართვის მისაღებად შუამდგომლობა შეიძლება წარდგენილი იქნეს მატერიალური ან ელექტრონული ფორმით.
22. ემიგრაციის ნებართვის მისაღებად შუამდგომლობის წარმომადგენლის მეშვეობით აღძვრის შემთხვევაში პირისათვის წარმომადგენლობის უფლებამოსილების მინიჭება შესაძლებელია დადასტურდეს ამ მუხლის 23–25 პუნქტებით დადგენილი წესით.
23. ელექტრონული ფორმით წარდგენილი განცხადების მიღება დასაშვებია, თუ ელექტრონული კომუნიკაცია იძლევა განმცხადებლისა და განცხადების მიღებაზე უფლებამოსილი პირის პირდაპირი ვიზუალური კონტაქტის საშუალებას და განმცხადებლის იდენტიფიცირება და პირადობის დადასტურება შესაძლებელია სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაციის გამოყენებით.
24. განმცხადებლის ვინაობასთან დაკავშირებით საფუძვლიანი ეჭვის წარმოშობის შემთხვევაში შესაბამისი თანამდებობის პირი უფლებამოსილია უარი განაცხადოს განცხადების ელექტრონული ფორმით მიღებაზე.
25. სააგენტო უზრუნველყოფს ვიზუალური კონტაქტის ამსახველი ჩანაწერის ელექტრონული ფორმით შენახვას.
3. შუამდგომლობაში მითითებული უნდა იყოს ყველა ის მონაცემი , რომელიც შეტანილია საქართველოს მოქალაქის პასპორტში . შუამდგომლობას უნდა ერთოდეს :
ა ) საქართველოს მოქალაქის პასპორტის ასლი;
ბ ) 18-დან 27 წლამდე ასაკის პირებისთვის – სამხედრო ბილეთის ასლი ან ცნობა სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების, სამხედრო სამსახურში გაწვევისაგან ან სამხედრო ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ;
გ ) 2 ფოტოსურათი , ზომით 3X4;
დ ) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი .
4. არასრულწლოვანზე ემიგრაციის ნებართვის გაცემის შემთხვევაში შუამდგომლობას უნდა ერთოდეს ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტები, აგრეთვე დაბადების მოწმობის ასლი და ამ კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხმობის დამადასტურებელი დოკუმენტი. უცხო სახელმწიფოში გაცემული დაბადების მოწმობის ასლი წარდგენილი უნდა იქნეს სათანადო წესით ლეგალიზაციის ან აპოსტილით დამოწმების შემდეგ, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
5. არასრულწლოვანზე ემიგრაციის ნებართვის გაცემა დასაშვებია მისი კანონიერი წარმომადგენლის სანოტარო წესით დამოწმებული ან ამ მუხლის 2 3–2 5 პუნქტებით დადგენილი წესით გამოხატული თანხმობის საფუძველზე.
51. მხარდაჭერის მიმღებზე ემიგრაციის ნებართვის გაცემა დასაშვებია მხარდამჭერის სანოტარო წესით დამოწმებული ან ამ მუხლის 23–25 პუნქტებით დადგენილი წესით გამოხატული თანხმობის საფუძველზე, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.
6. შუამდგომლობისა და თანდართული დოკუმენტების ელექტრონული ფორმით წარდგენის შემდეგ დაინტერესებული პირი უზრუნველყოფს ამ კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხმობის დამადასტურებელი დოკუმენტის, აგრეთვე უცხო სახელმწიფოს მიერ გაცემული ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული დაბადების მოწმობის ასლის და სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების, სამხედრო სამსახურში გაწვევისაგან ან სამხედრო ვალდებულებისაგან განთავისუფლების შესახებ ცნობის მატერიალური ფორმით წარდგენას.
7. უცხო სახელმწიფოს მიერ გაცემული ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული დაბადების მოწმობის ასლი შეიძლება მიღებულ იქნეს დედნის ელექტრონული ფორმით წარდგენის გარეშე, თუ შესაძლებელია ამ დოკუმენტის ლეგალიზაციის ან აპოსტილით დამოწმების ფაქტის ნამდვილობის შემოწმება შესაბამისი ელექტრონული რეესტრის ან სხვა საშუალებით.
8. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების წარუდგენლობის შემთხვევაში შუამდგომლობის განხილვის ვადის ამოწურვამდე 5 დღით ადრე სააგენტო დაინტერესებულ პირს განუსაზღვრავს დოკუმენტების წარდგენის ვადას, რომელიც არ უნდა იყოს 5 დღეზე ნაკლები. დოკუმენტების წარდგენამდე შუამდგომლობის განხილვის ვადის დინება შეჩერებულად ითვლება.
9. განსაზღვრულ ვადაში ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების მატერიალური ფორმით წარუდგენლობის შემთხვევაში სააგენტო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება შუამდგომლობის განუხილველად დატოვების შესახებ.
10. თუ განმცხადებელი აღარ არის დაინტერესებული ემიგრაციის ნებართვის მიღები თ, იგი უფლებამოსილია ადმინისტრაციული წარმოების ნებისმიერ სტადიაზე მიმართოს სააგენტოს და მოითხოვოს წარმოების შეწყვეტა.
საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №804- სსმ I, №40, 29.12.2008 წ ., მუხ .265
საქართველოს 2009 წლის 11 ივლისის კანონი №1389-სსმI, №21, 03.08.2009წ., მუხ.107
საქართველოს 2009 წლის 15 დეკემბრის კანონი №2320-სსმI, №46, 22.12.2009წ., მუხ.352
საქართველოს 2010 წლის 6 ივლისის კანონი №3356-სსმI, №41, 21.07.2010წ., მუხ.256
საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი №4050-სსმI, №76, 29.12.2010წ., მუხ.494
საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4938 - ვებგვერდი, 14.07.2011წ.
საქართველოს 2012 წლის 2 5 მაისის კანონი №6317 - ვებგვერდი, 19.06.2012წ.
მუხლი 21. ემიგრაციის ნებართვის გასაცემად შუამდგომლობის განხილვა
1. ემიგრაციის ნებართვის გასაცემად შუამდგომლობა განიხილება საჭირო დოკუმენტაციის წარდგენიდან 1 თვის ვადაში .
2. ამ კანონით დადგენილი წესით სააგენტო გასცემს ემიგრაციის ნებართვას და საქართველოს მოქალაქის პასპორტში სვამს შტამპს აღნიშვნით „ მუდმივი გასვლა “, ნებართვის გაცემის თარიღის მითითებით , რაც დასტურდება სააგენტოს ბეჭდითა და უფლებამოსილი პირის ხელმოწერით .
3. (ამოღებულია – 24.06.2011, №4938).
4. ემიგრანტის მიერ საქართველოს მოქალაქის პასპორტის გამოცვლის შემთხვევაში სააგენტო ვალდებულია , ემიგრანტის მიერ ემიგრაციის ნებართვისა და შუამდგომლობის წარდგენიდან 10 დღის ვადაში გამოსცეს შესაბამისი აქტი და ახალ პასპორტზე გადაიტანოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შტამპი სათანადო აღნიშვნით .
5. ემიგრაციის ნებართვის გაცემის საკითხთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების დროს მიღებული გადაწყვეტილებები დაინტერესებულ მხარეებს ეცნობებათ ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებების გამოყენებით.
საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №804- სსმ I, №40, 29.12.2008 წ ., მუხ .265
საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4938 - ვებგვერდი, 14.07.2011წ.
მუხლი 22. ემიგრაციის ნებართვის გაცემაზე უარის საფუძვლები
1. დაინტერესებულ პირს შეიძლება უარი ეთქვას ემიგრაციის ნებართვის გაცემაზე , აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთაზე , თუ :
ა ) მის მიმართ მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა ;
ბ ) მას არ მოუხდია სასამართლო განაჩენით შეფარდებული სასჯელი ;
გ ) იგი წვევამდელი ასაკისაა და არ მოუხდია სავალდებულო სამხედრო სამსახური , თუ კანონით დადგენილი წესით გათავისუფლებული არ არის ამ ვალდებულებისგან ;
დ ) სამუშაოს ხასიათის გამო მისთვის ცნობილია სახელმწიფო ან სამხედრო საიდუმლოებანი და არ გასულა კანონით დადგენილი ვადა , რომლიდანაც იგი დაკავშირებული არ არის ამ სამუშაოსთან . ამასთანავე , ეს ვადა არ უნდა აღემატებოდეს 5 წელს ;
ე ) ემიგრაციის ნებართვის მისაღებად შუამდგომლობის აღძვრისას წარმოადგენს ყალბ საბუთებს .
2. დაინტერესებული პირის შუამდგომლობის მიღებიდან 2 დღის ვადაში სააგენტო ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული გარემოებების არსებობის თაობაზე მიმართავს სახელმწიფო ორგანოებს , ფიზიკურ და იურიდიულ პირებს , რომლებიც ვალდებული არიან , მიმართვის მიღებიდან 5 დღის ვადაში წარუდგინონ სააგენტოს შესაბამისი ინფორმაცია და დოკუმენტები . თუ აღნიშნული ვადა საკმარისი არ არის საჭირო ინფორმაციის ან დოკუმენტების წარსადგენად , სახელმწიფო ორგანოები , ფიზიკური და იურიდიული პირები ვალდებული არიან , ამის თაობაზე წერილობით აცნობონ სააგენტოს , რის შემდეგაც მათ მიეცემათ 2- დღიანი დამატებითი ვადა .
3. სახელმწიფო ორგანოების , ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებულ ვადებში სააგენტოსათვის შესაბამისი ინფორმაციისა და დოკუმენტების წარუდგენლობის შემთხვევაში სააგენტო ვალდებულია დაასრულოს საკითხის განხილვა კანონით განსაზღვრულ ვადაში .
4. გადაწყვეტილება ემიგრაციის ნებართვის გაცემაზე უარის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს მოქალაქეს წერილობითი ფორმით .
საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №804- სსმ I, №40, 29.12.2008 წ ., მუხ .265
მუხლი 221. ემიგრაციის ნებართვის გაუქმება
ემიგრაციის ნებართვა შეიძლება გაუქმდეს დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე ან სააგენტოს ინიციატივით – თუ გამოვლინდა დაინტერესებული პირის მიერ ემიგრაციის ნებართვის მისაღებად ყალბი დოკუმენტების წარდგენის ფაქტი.
საქართველოს 2010 წლის 6 ივლისის კანონი №3356-სსმI, №41, 21.07.2010წ., მუხ.256
მუხლი 23. არასრულწლოვნის ემიგრაცია
1. 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვანი ემიგრაციაში მიდის თავის კანონიერ წარმომადგენელთან ერთად , ხოლო თუ იგი მიემგზავრება უცხოეთში მყოფ თავის კანონიერ წარმომადგენელთან და აქვს ამ უკანასკნელის თანხმობა – სრულწლოვან ქმედუნარიან თანმხლებ პირთან ერთად .
2. თუ არასრულწლოვნის ემიგრაციის საკითხზე მისი კანონიერი წარმომადგენლები ვერ შეთანხმდებიან , დავა გადაწყდება სასამართლო წესით .
საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №804- სსმ I, №40, 29.12.2008 წ ., მუხ .265
მუხლი 24. მხარდაჭერის მიმღების ემიგრაცია
დაუშვებელია მხარდაჭერის მიმღების ემიგრაცია მისი მხარდამჭერის თანხმობის გარეშე, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.
საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №804- სსმ I, №40, 29.12.2008 წ ., მუხ .265
მუხლი 25. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისათვის სავალდებულო დოკუმენტები
1. საქართველოს მოქალაქეები საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას ავსებენ მიგრანტის ბარათს და გადიან საპასპორტო კონტროლს . პასპორტში ან მის შემცვლელ დოკუმენტში აღინიშნება საზღვრის გადაკვეთის თარიღი .
2. სახელმწიფო საზღვრის გადასაკვეთად საქართველოს მოქალაქეს უნდა ჰქონდეს იმ სახელმწიფოში შესასვლელი ვიზა , რომელშიც მიემგზავრება .
საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №804- სსმ I, №40, 29.12.2008 წ ., მუხ .265
დაინტერესებულ პირს , რომელსაც უარი ეთქვა ემიგრაციის ნებართვის გაცემაზე ან საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთაზე , უფლება აქვს , სასამართლოში გაასაჩივროს აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით .
საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №804- სსმ I, №40, 29.12.2008 წ ., მუხ .265
მუხლი 27. ემიგრაციის სტატისტიკა
ემიგრაციის სტატისტიკას აწარმოებს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.
საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №804- სსმ I, №40, 29.12.2008 წ ., მუხ .265
1. იმ პირის, რომელიც 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლომ ქმედუუნაროდ ცნო და რომლის ინდივიდუალური შეფასებაც არ მომხდარა, საქართველოდან დროებითი გასვლა შესაძლებელია მისი ერთ-ერთი კანონიერი წარმომადგენლის ნებართვით და სრულწლოვანი ქმედუნარიანი პირის თანხლებით.
2. თუ პირს, რომელიც 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლომ ქმედუუნაროდ ცნო და რომლის ინდივიდუალური შეფასებაც არ მომხდარა, საქართველოდან დროებით გასვლისას თან არ ახლავს კანონიერი წარმომადგენლები, მას მათი შუამდგომლობის საფუძველზე მიეცემა პასპორტი.
3. საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემისათვის ერთ-ერთი კანონიერი წარმომადგენლის სანოტარო წესით დამოწმებული თანხმობა, ამ კანონის მე-8 მუხლის მე-5 პუნქტში მითითებული შემთხვევების გარდა, საკმარისია, თუ მეორე კანონიერი წარმომადგენელი 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლომ ქმედუუნაროდ ცნო და მისი ინდივიდუალური შეფასება არ მომხდარა.
4. იმ პირის, რომელიც 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლომ ქმედუუნაროდ ცნო და რომლის ინდივიდუალური შეფასებაც არ მომხდარა, საქართველოდან დროებითი გასვლის საკითხზე მისი კანონიერი წარმომადგენლების შეუთანხმებლობის შემთხვევაში დავა სასამართლო წესით გადაწყდება.
5. იმ პირზე, რომელიც 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლომ ქმედუუნაროდ ცნო და რომლის ინდივიდუალური შეფასებაც არ მომხდარა, ემიგრაციის ნებართვის გაცემა დასაშვებია მისი კანონიერი წარმომადგენლის სანოტარო წესით დამოწმებული ან ამ კანონის მე-20 მუხლის 23–25 პუნქტებით დადგენილი წესით გამოხატული თანხმობის საფუძველზე.
6. დაუშვებელია იმ პირის, რომელიც 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლომ ქმედუუნაროდ ცნო და რომლის ინდივიდუალური შეფასებაც არ მომხდარა, ემიგრაცია მისი კანონიერი წარმომადგენლის ნებართვის და სრულწლოვანი ქმედუნარიანი პირის თანხლების გარეშე.
საქართველოს პარლამენტის თავ მჯდომარე
სახელმწიფოს მეთაური ედუარდ შევარდნაძე.
საქართველოს პარლამენტის სპიკერი ვახტანგ გოგუაძე.
თბილისი, 1993 წლის 7 დეკემბერი.
№354
დოკუმენტის კომენტარები