„საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 985-IVმს-XIმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 16/10/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/10/2025
სარეგისტრაციო კოდი 010130000.05.001.102832
985-IVმს-XIმპ
16/10/2025
ვებგვერდი, 17/10/2025
010130000.05.001.102832
„საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, №12-13, ნოემბერ-დეკემბერი, 1993 წ., მუხ. 223) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-10 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის:

 ა.ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) მას საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით აკრძალული აქვს საქართველოდან გასვლა და არ წარმოუდგენია ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტი იმის თაობაზე, რომ მან გადაიხადა დაზარალებულის კომპენსაცია ან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აანაზღაურა დაზარალებულისთვის მიყენებული ზიანი ანდა დაზარალებული უარს აცხადებს მისთვის დაზარალებულის კომპენსაციის გადახდაზე/მისთვის მიყენებული ზიანის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ანაზღაურებაზე, ან არ წარმოუდგენია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული ცნობა სააღსრულებო წარმოების შეწყვეტის თაობაზე;“;

ა.ბ) „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:

„დ) დაკმაყოფილებული არ არის „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 28მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნა.“;

ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

„5. ამ მუხლის მიზნებისთვის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1653 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული მსჯავრდებულისთვის საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთაზე უარის თქმის წესი განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.“.

2. 22-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტის:

ა.ა) „ბ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ1) მას საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით აკრძალული აქვს საქართველოდან გასვლა და არ წარმოუდგენია ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტი იმის თაობაზე, რომ მან გადაიხადა დაზარალებულის კომპენსაცია ან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აანაზღაურა დაზარალებულისთვის მიყენებული ზიანი ანდა დაზარალებული უარს აცხადებს მისთვის დაზარალებულის კომპენსაციის გადახდაზე/მისთვის მიყენებული ზიანის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ანაზღაურებაზე, ან არ წარმოუდგენია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული ცნობა სააღსრულებო წარმოების შეწყვეტის თაობაზე;“;

ა.ბ) „ბ1“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ2“ ქვეპუნქტი:

„ბ2) დაკმაყოფილებული არ არის „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 28მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნა;“;

ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

„5. ამ მუხლის მიზნებისთვის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1653 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული მსჯავრდებულისთვის საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთაზე უარის თქმის წესი განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ ყაველაშვილი

 

 

თბილისი,

16 ოქტომბერი 2025 წ.

N985-IVმს-XIმპ