„საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3396-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 20/03/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/03/2015
ძალაში შესვლის თარიღი 01/04/2015
სარეგისტრაციო კოდი 010130000.05.001.017695
3396-IIს
20/03/2015
ვებგვერდი, 31/03/2015
010130000.05.001.017695
„საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, №12-13, ნოემბერ-დეკემბერი, 1993 წ., მუხ. 223) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 8. არასრულწლოვნის და მხარდაჭერის მიმღების საქართველოდან დროებითი გასვლა

 1. 16 წლამდე ბავშვის საქართველოდან დროებითი გასვლა შესაძლებელია მისი ერთ-ერთი კანონიერი წარმომადგენლის ნებართვით და სრულწლოვანი ქმედუნარიანი პირის თანხლებით.

2. მხარდაჭერის მიმღების საქართველოდან დროებითი გასვლა შესაძლებელია მხარდამჭერის წერილობითი თანხმობით, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.

3. 16-დან 18 წლამდე არასრულწლოვნის, თუ იგი არ იმყოფება რეგისტრირებულ ქორწინებაში, საქართველოდან დროებითი გასვლა შესაძლებელია მისი ერთ-ერთი კანონიერი წარმომადგენლის თანხმობით.

4. თუ არასრულწლოვანს საქართველოდან დროებით გასვლისას თან არ ახლავს კანონიერი წარმომადგენლები, მას მათი შუამდგომლობის საფუძველზე მიეცემა პასპორტი.

5. საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემისათვის ერთ-ერთი კანონიერი წარმომადგენლის სანოტარო წესით დამოწმებული თანხმობა საკმარისია, თუ:

ა) მეორე კანონიერი წარმომადგენელი იძებნება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით;

ბ) მეორე კანონიერი წარმომადგენელი გარდაცვლილია ან უგზო-უკვლოდ დაკარგულია;

გ) მეორე კანონიერი წარმომადგენლის მძიმე ავადმყოფობის გამო შეუძლებელია ნების გამოხატვა, რაც დასტურდება შესაბამისი ცნობით;

დ) არასრულწლოვანი 16 წელს მიღწეულია;

ე) არასრულწლოვანი მარტოხელა დედის შვილია.

6. არასრულწლოვნის საქართველოდან დროებითი გასვლის საკითხზე მისი კანონიერი წარმომადგენლების შეუთანხმებლობის შემთხვევაში დავა სასამართლო წესით გადაწყდება.

7. თუ მხარდამჭერი თანხმობას არ აცხადებს მხარდაჭერის მიმღების საქართველოდან დროებით გასვლაზე, მხარდაჭერის მიმღებს შეუძლია დავის გადასაწყვეტად სასამართლოს მიმართოს.“.

2. მე-20 მუხლის:

ა) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. არასრულწლოვანზე ემიგრაციის ნებართვის გაცემა დასაშვებია მისი კანონიერი წარმომადგენლის სანოტარო წესით დამოწმებული ან ამ მუხლის 23–25 პუნქტებით დადგენილი წესით გამოხატული თანხმობის საფუძველზე.“;

ბ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი:

„51. მხარდაჭერის მიმღებზე ემიგრაციის ნებართვის გაცემა დასაშვებია მხარდამჭერის სანოტარო წესით დამოწმებული ან ამ მუხლის 23–25 პუნქტებით დადგენილი წესით გამოხატული თანხმობის საფუძველზე, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.“.

3. 24-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 24. მხარდაჭერის მიმღების ემიგრაცია

დაუშვებელია მხარდაჭერის მიმღების ემიგრაცია მისი მხარდამჭერის თანხმობის გარეშე, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.“.

4. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 28-ე მუხლი:

„მუხლი 28. 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილ პირებთან დაკავშირებული სამართლებრივი რეგულირება გარდამავალ პერიოდში

1. იმ პირის, რომელიც 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლომ ქმედუუნაროდ ცნო და რომლის ინდივიდუალური შეფასებაც არ მომხდარა, საქართველოდან დროებითი გასვლა შესაძლებელია მისი ერთ-ერთი კანონიერი წარმომადგენლის ნებართვით და სრულწლოვანი ქმედუნარიანი პირის თანხლებით.

2. თუ პირს, რომელიც 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლომ ქმედუუნაროდ ცნო და რომლის ინდივიდუალური შეფასებაც არ მომხდარა, საქართველოდან დროებით გასვლისას თან არ ახლავს კანონიერი წარმომადგენლები, მას მათი შუამდგომლობის საფუძველზე მიეცემა პასპორტი.

3. საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემისათვის ერთ-ერთი კანონიერი წარმომადგენლის სანოტარო წესით დამოწმებული თანხმობა, ამ კანონის მე-8 მუხლის მე-5 პუნქტში მითითებული შემთხვევების გარდა, საკმარისია, თუ მეორე კანონიერი წარმომადგენელი 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლომ ქმედუუნაროდ ცნო და მისი ინდივიდუალური შეფასება არ მომხდარა.

4. იმ პირის, რომელიც 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლომ ქმედუუნაროდ ცნო და რომლის ინდივიდუალური შეფასებაც არ მომხდარა, საქართველოდან დროებითი გასვლის საკითხზე მისი კანონიერი წარმომადგენლების შეუთანხმებლობის შემთხვევაში დავა სასამართლო წესით გადაწყდება.

5. იმ პირზე, რომელიც 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლომ ქმედუუნაროდ ცნო და რომლის ინდივიდუალური შეფასებაც არ მომხდარა, ემიგრაციის ნებართვის გაცემა დასაშვებია მისი კანონიერი წარმომადგენლის სანოტარო წესით დამოწმებული ან ამ კანონის მე-20 მუხლის 23–25 პუნქტებით დადგენილი წესით გამოხატული თანხმობის საფუძველზე.

6. დაუშვებელია იმ პირის, რომელიც 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლომ ქმედუუნაროდ ცნო და რომლის ინდივიდუალური შეფასებაც არ მომხდარა, ემიგრაცია მისი კანონიერი წარმომადგენლის ნებართვის და სრულწლოვანი ქმედუნარიანი პირის თანხლების გარეშე.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2015 წლის 1 აპრილიდან.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

20 მარტი 2015 წ.

N3396-IIს