დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე“ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 3356 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 06/07/2010 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 41, 21/07/2010 |
სარეგისტრაციო კოდი | 010.130.000.05.001.004.118 |
საქართველოს კანონი
„საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, №12-13, ნოემბერ-დეკემბერი, 1993 წ., მუხ. 223) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:
1. მე-20 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) 18-დან 27 წლამდე ასაკის პირებისთვის – სამხედრო ბილეთის ასლი ან ცნობა სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების, სამხედრო სამსახურში გაწვევისაგან ან სამხედრო ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ;“.
2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 221 მუხლი:
„მუხლი 221. ემიგრაციის ნებართვის გაუქმება
ემიგრაციის ნებართვა შეიძლება გაუქმდეს დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე ან სააგენტოს ინიციატივით – თუ გამოვლინდა დაინტერესებული პირის მიერ ემიგრაციის ნებართვის მისაღებად ყალბი დოკუმენტების წარდგენის ფაქტი.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2010 წლის 6 ივლისი.
№3356–რს
დოკუმენტის კომენტარები