დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 716-IIმს-XIმპ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 24/06/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/06/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010130000.05.001.102677 |
|
„საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, №12-13, ნოემბერ-დეკემბერი, 1993 წ., მუხ. 223) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-20 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) 18-დან 27 წლამდე პირისთვის − სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი, ცნობა წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევისგან გათავისუფლების შესახებ ან ცნობა წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების შესახებ;“. 2. 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) იგი წვევამდელის ასაკისაა და არ გაუვლია წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური, თუ კანონით დადგენილი წესით გათავისუფლებული არ არის მისი გავლის ვალდებულებისგან;“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
თბილისი, 24 ივნისი 2025 წ. N716-IIმს-XIმპ |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები