დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 422-IVმს-Xმპ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 30/03/2021 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/04/2021 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/06/2021 |
სარეგისტრაციო კოდი | 010130000.05.001.020308 |
|
„საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს პარლამენტის უწყებები, №12-13, ნოემბერ-დეკემბერი, 1993 წ., მუხ. 223) მე-20 მუხლის:
ა) 21 პუნქტი ამოღებულ იქნეს; ბ) 23 და 24 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „23. ელექტრონული ფორმით წარდგენილი განცხადების მიღება დასაშვებია, თუ: ა) ელექტრონული კომუნიკაცია იძლევა განმცხადებლისა და განცხადების მიღების უფლებამოსილების მქონე პირის პირდაპირი ვიზუალური კონტაქტის საშუალებას და განმცხადებლის იდენტიფიცირება და მისი პირადობის დადასტურება შესაძლებელია სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაციის გამოყენებით; ბ) იგი დადასტურებულია განმცხადებლის კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით. 24. ამ მუხლის 23 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში განმცხადებლის ვინაობასთან დაკავშირებით ეჭვის წარმოშობისას შესაბამისი თანამდებობის პირი უფლებამოსილია უარი განაცხადოს ელექტრონული ფორმით წარდგენილი განცხადების მიღებაზე.“; გ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. ემიგრაციის ნებართვის მისაღებად შუამდგომლობისა და თანდართული დოკუმენტების ასლების ელექტრონული ფორმით წარდგენის შემდეგ დაინტერესებული პირი უზრუნველყოფს ამ კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხმობის დამადასტურებელი დოკუმენტის, აგრეთვე უცხო სახელმწიფოს მიერ გაცემული, ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული დაბადების მოწმობის ასლისა და სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების, სამხედრო სამსახურში გაწვევისაგან ან სამხედრო ვალდებულებისაგან განთავისუფლების შესახებ ცნობის წარდგენას.“; დ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „9. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების დადგენილ ვადაში წარუდგენლობის შემთხვევაში სააგენტო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება შესაბამისი შუამდგომლობის განუხილველად დატოვების შესახებ.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2021 წლის 1 ივნისიდან. |
თბილისი, 30 მარტი 2021 წ. N422-IVმს-Xმპ |
დოკუმენტის კომენტარები