"საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ" საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
"საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ" საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 4050-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 15/12/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 76, 29/12/2010
სარეგისტრაციო კოდი 010130000.05.001.016140
  • Word
4050-რს
15/12/2010
სსმ, 76, 29/12/2010
010130000.05.001.016140
"საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ" საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

 „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს პარლამენტის უწყებები, №12-13, ნოემბერ-დეკემბერი,   1993 წ., მუხ. 223) მე-20 მუხლის:

 ა)  მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21–25 პუნქტები:

„21. ემიგრაციის ნებართვის მისაღებად შუამდგომლობა შეიძლება წარდგენილი იქნეს მატერიალური ან ელექტრონული ფორმით.

22. ემიგრაციის ნებართვის მისაღებად შუამდგომლობის წარმომადგენლის მეშვეობით აღძვრის შემთხვევაში პირისათვის წარმომადგენლობის უფლებამოსილების მინიჭება შესაძლებელია  დადასტურდეს ამ მუხლის 23–25 პუნქტებით დადგენილი წესით.

23. ელექტრონული ფორმით წარდგენილი განცხადების მიღება დასაშვებია, თუ ელექტრონული კომუნიკაცია იძლევა განმცხადებლისა და განცხადების მიღებაზე უფლებამოსილი პირის  პირდაპირი ვიზუალური კონტაქტის საშუალებას და განმცხადებლის იდენტიფიცირება და პირადობის დადასტურება შესაძლებელია სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაციის გამოყენებით.

24. განმცხადებლის ვინაობასთან დაკავშირებით საფუძვლიანი ეჭვის წარმოშობის შემთხვევაში შესაბამისი თანამდებობის პირი უფლებამოსილია უარი განაცხადოს განცხადების ელექტრონული ფორმით მიღებაზე.

25. სააგენტო უზრუნველყოფს ვიზუალური კონტაქტის ამსახველი ჩანაწერის ელექტრონული ფორმით შენახვას.“;

ბ) მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საქართველოს მოქალაქის პასპორტის ასლი;“;

გ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4–მე-9 პუნქტები:

„4. არასრულწლოვანზე ემიგრაციის ნებართვის გაცემის შემთხვევაში შუამდგომლობას უნდა ერთოდეს ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტები, აგრეთვე დაბადების მოწმობის ასლი და ამ კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხმობის დამადასტურებელი დოკუმენტი. უცხო სახელმწიფოში გაცემული დაბადების მოწმობის ასლი წარდგენილი უნდა იქნეს სათანადო წესით ლეგალიზაციის ან აპოსტილით დამოწმების შემდეგ, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

5. არასრულწლოვანზე ან ქმედუუნარო პირზე ემიგრაციის ნებართვის გაცემა დასაშვებია მისი კანონიერი წარმომადგენლის სანოტარო წესით დამოწმებული ან ამ მუხლის 23–25 პუნქტებით დადგენილი წესით გამოხატული თანხმობით.

6. შუამდგომლობისა და თანდართული დოკუმენტების ელექტრონული ფორმით წარდგენის შემდეგ დაინტერესებული პირი უზრუნველყოფს ამ კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხმობის დამადასტურებელი დოკუმენტის, აგრეთვე უცხო სახელმწიფოს მიერ გაცემული ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული დაბადების მოწმობის ასლის და სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების, სამხედრო სამსახურში გაწვევისაგან ან სამხედრო ვალდებულებისაგან განთავისუფლების შესახებ ცნობის მატერიალური ფორმით წარდგენას.

7. უცხო სახელმწიფოს მიერ გაცემული ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული დაბადების მოწმობის ასლი  შეიძლება მიღებულ იქნეს დედნის ელექტრონული ფორმით წარდგენის გარეშე, თუ შესაძლებელია ამ დოკუმენტის ლეგალიზაციის ან აპოსტილით დამოწმების ფაქტის ნამდვილობის შემოწმება შესაბამისი ელექტრონული რეესტრის ან სხვა საშუალებით.

8. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების წარუდგენლობის შემთხვევაში შუამდგომლობის განხილვის ვადის ამოწურვამდე 5 დღით ადრე სააგენტო დაინტერესებულ პირს განუსაზღვრავს დოკუმენტების წარდგენის ვადას, რომელიც არ უნდა იყოს 5 დღეზე ნაკლები. დოკუმენტების წარდგენამდე შუამდგომლობის განხილვის ვადის დინება შეჩერებულად ითვლება.

9. განსაზღვრულ ვადაში ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების მატერიალური ფორმით წარუდგენლობის შემთხვევაში სააგენტო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება შუამდგომლობის განუხილველად დატოვების შესახებ.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2011 წლის 3 იანვრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი                                                                          მ. სააკაშვილი

თბილისი,

2010 წლის 15 დეკემბერი.

№4050-რს