„საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3528-XIIIმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 21/09/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/10/2023
სარეგისტრაციო კოდი 010130000.05.001.021046
3528-XIIIმს-Xმპ
21/09/2023
ვებგვერდი, 12/10/2023
010130000.05.001.021046
„საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

„საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, №12-13, ნოემბერ-დეკემბერი, 1993 წ., მუხ. 223) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-18 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოდან დროებით გასული საქართველოს მოქალაქე, რომელიც კანონის შესაბამისად ექვემდებარება წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლას, ვალდებულია სათანადო შეტყობინების მიღებისთანავე, გონივრულ ვადაში ჩამოვიდეს საქართველოში და გამოცხადდეს წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევისთვის შექმნილი გამწვევი კომისიის სხდომაზე. პროფესიული სამხედრო მოსამსახურე პირად საქმეზე საქართველოდან მიემგზავრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაფორმებული შესაბამისი ნებართვით.

2. საქართველოში საომარი მდგომარეობის ან/და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების ან საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში საქართველოს მთავრობას უფლება აქვს, შეზღუდოს წვევამდელთა, რეზერვისტთა და სამხედრო მოსამსახურეთა საქართველოდან გასვლა.“.

2. მე-20 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) 18-დან 27 წლამდე ასაკის პირისთვის – სამხედრო ბილეთის ასლი ან ცნობა წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევისგან გათავისუფლების ან წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების შესახებ;“;

ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ემიგრაციის ნებართვის მისაღებად შუამდგომლობისა და თანდართული დოკუმენტების ასლების ელექტრონული ფორმით წარდგენის შემდეგ დაინტერესებული პირი უზრუნველყოფს ამ კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხმობის დამადასტურებელი დოკუმენტის, აგრეთვე უცხო სახელმწიფოს მიერ გაცემული, ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული დაბადების მოწმობის ასლისა და წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევისგან გათავისუფლების ან  წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების შესახებ ცნობის წარდგენას.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

21 სექტემბერი 2023 წ.

N3528-XIIIმს-Xმპ