დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 69/ნ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი |
მიღების თარიღი | 10/04/2019 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/04/2019 |
სარეგისტრაციო კოდი | 430010000.22.022.017693 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (12/04/2019 - 13/09/2019)
|
ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის დამტკიცების შესახებ
|
„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის 243 მუხლის პირველი პუნქტის, 244 მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
მუხლი 1 |
დამტკიცდეს:
ა) „ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩო“ ამ ბრძანების დანართი №1-ის შესაბამისად; ბ) „სწავლის სფეროების კლასიფიკატორი“ ამ ბრძანების დანართი №2-ის შესაბამისად.
|
მუხლი 2 |
დადგინდეს 2018 წლის 5 ოქტომბრის მდგომარეობით ავტორიზებულ/აკრედიტებულ რეჟიმში მოქმედი საგანმანათლებლო პროგრამების ამ ბრძანების დანართი №1-ით დამტკიცებულ „ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა“ და ამ ბრძანების დანართი №2-ით დამტკიცებულ „სწავლის სფეროების კლასიფიკატორთან“ შესაბამისობის უზრუნველყოფის შემდეგი ეტაპები:
ა) საგანმანათლებლო პროგრამებისათვის (მათ შორის, ამ ბრძანების მე-4 მუხლით გათვალისწინებული იმ საგანმანათლებლო პროგრამებისათვის, რომლებიც ავტორიზაციის/აკრედიტაციის რეჟიმში უწყვეტად განხორციელების მიზნით აისახება ამ ბრძანების ამოქმედებიდან 2020 წლის 29 თებერვლის ჩათვლით წარდგენილ საავტორიზაციო/სააკრედიტაციო განაცხადში), გარდა ამ მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა – არაუგვიანეს 2020 წლის 30 სექტემბერი; ბ) საგანმანათლებლო პროგრამებისათვის, რომლებიც ავტორიზაციის/აკრედიტაციის რეჟიმში უწყვეტად განხორციელების მიზნით აისახება 2020 წლის 1 მარტიდან 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით წარდგენილ საავტორიზაციო/სააკრედიტაციო განაცხადში – შესაბამისი საავტორიზაციო/სააკრედიტაციო განაცხადის სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში დარეგისტრირების თარიღი. |
მუხლი 3 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის №120/ნ ბრძანება.
|
მუხლი 4 |
ამ ბრძანების მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ის საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებიც ავტორიზაციის/აკრედიტაციის რეჟიმში უწყვეტად განხორციელების მიზნით აისახება ამ ბრძანების ამოქმედებიდან 2020 წლის 29 თებერვლის ჩათვლით წარდგენილ საავტორიზაციო/სააკრედიტაციო განაცხადში, უნდა შეესაბამებოდეს ამ ბრძანებით დადგენილ მოთხოვნებს ან „ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის №120/ნ ბრძანებას.
|
მუხლი 5 |
ამ ბრძანების მე-2 მუხლით გათვალისწინებული ეტაპების დასრულებამდე, საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისად ჩაითვალოს ამ ბრძანების მე-2 მუხლით გათვალისწინებული საგანმანათლებლო პროგრამების დასრულების შედეგად, „ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის №120/ნ ბრძანების შესაბამისად მინიჭებული კვალიფიკაცია.
|
მუხლი 6 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები