„ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 10 აპრილის №69/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 91/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 02/08/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/08/2022
სარეგისტრაციო კოდი 430010000.22.022.018199
91/ნ
02/08/2022
ვებგვერდი, 03/08/2022
430010000.22.022.018199
„ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 10 აპრილის №69/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
 
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება  №91/ნ

2022 წლის 2 აგვისტო

ქ. თბილისი

„ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 10 აპრილის №69/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1

„ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 10 აპრილის №69/ნ ბრძანებით (www.matsne.gov.ge; სარეგისტრაციო კოდი: 430010000.22.022.017693, 12/04/2019) დამტკიცებული „სწავლის სფეროების კლასიფიკატორის“ (დანართი №2) მე-3 მუხლით გათვალისწინებული:

1. „ლიტერატურა და ლინგვისტიკა Literature and Linguistics“ (კოდი  0232) ჩამონათვალში მე-2 სვეტში არსებული ჩანაწერი „ქართული ლიტერატურა/ქართული ლიტერატური ისტორია Georgian Literature/History of Georgian Literature“ (კოდი – 0232.2.4) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„0232.2.4. ქართული ლიტერატურა/ქართული ლიტერატურის ისტორია Georgian Literature/History of Georgian Literature“;

2. „სოციოლოგია და კულტურის კვლევები Sociology and Cultural Studies“ (კოდი0314) ჩამონათვალში მე-2 სვეტში არსებული ჩანაწერი „კონფლიქტოლოგია Conflictology“ (კოდი0314.2.2) ამოღებულ იქნეს; 

3. „ინტერდისციპლინური – მოიცავს სოციალურ მეცნიერებებს, ჟურნალისტიკას, ინფორმაციის მართვას Inter-disciplinary – involving social sciences, journalism and information“ (კოდი – 0388) ჩამონათვალში მე-2 სვეტს „საბჭოთა კვლევები Soviet Studies“-ის (კოდი – 0388.2.6) შემდეგ დაემატოს:

„0388.2.7. კონფლიქტოლოგია Conflictology“; 

4. „მენეჯმენტი და ადმინისტრირება Management and Administration“ (კოდი – 0413) ჩამონათვალში მე-2 სვეტში არსებული ჩანაწერი:

ა) „ფარმაციის მენეჯმენტი Pharmacy Management“ (კოდი – 0413.2.8) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„0413.2.7. ფარმაციის მენეჯმენტი Pharmacy Management“;

ბ)  „პროეექტების მენეჯმენტი Ptoject“ (კოდი – 0413.2.12) ჩამოყალიბდეს შედეგი რედაქციით:

„0413.2.12. პროექტების მენეჯმენტი Ptoject Management“; 

5. „ქიმიური ინჟინერია და პროცესები Chemical Engineering and Processes“ (კოდი – 0711) ჩამონათვალში პირველ სვეტში არსებული ჩანაწერი „ქიმიური და ბიოლოგიური ინჟინერია Chemical and Biological Engineering“ (კოდი – 0711.2.1) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„0711.1.1. ქიმიური და ბიოლოგიური ინჟინერია Chemical and Biological Engineering“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიმიხეილ ჩხენკელი