„ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 10 აპრილის №69/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 10 აპრილის №69/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 136/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
მიღების თარიღი 16/08/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/08/2024
სარეგისტრაციო კოდი 430010000.22.022.018554
136/ნ
16/08/2024
ვებგვერდი, 16/08/2024
430010000.22.022.018554
„ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 10 აპრილის №69/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
 

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის

 ბრძანება №136/ნ

2024 წლის 16 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 10 აპრილის №69/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და 24-ე მუხლის შესაბამისად,   ვბრძანებ:

მუხლი 1
„ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 10 აპრილის №69/ნ ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 12/04/2019, სარეგისტრაციო კოდი: 430010000.22.022.017693) დამტკიცებული:

1. ,,ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს“ (დანართი №1) მე-2 მუხლით განსაზღვრულ ცხრილში კვალიფიკაციების ჩარჩოს მე-6 დონის ფარგლებში, განათლების ქვესისტემაში არსებული კვალიფიკაციების დამადასტურებელი დოკუმენტების ჩამონათვალს დაემატოს ,,სპეციალური მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატი“.

2. ,,სწავლის სფეროების კლასიფიკატორის“ (დანართი №2) მე-3 მუხლით გათვალისწინებული დეტალური სფეროს:

ა) ,,ინტერდისციპლინური  მოიცავს განათლებას Inter-disciplinary – involving education”-ის (კოდი 0188) მე-2 სვეტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ჩანაწერი:

 ,,0188.2.1 განათლების ადმინისტრირება Education Administration";

ბ) ,,აუდიოვიზუალური მეთოდები და მედიაპროდუქცია/წარმოება Audio -Visual Techniques and Media Production“-ის (კოდი 0211) მე-3 სვეტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ჩანაწერი:

,,0211.3.10 გრაფიკული დიზაინი Graphic Design”;

გ) ,,სახვითი ხელოვნება Fine Arts”-ის (კოდი 0213) პირველ სვეტში არსებული ჩანაწერი ,,0213.1.5 ხელოვნების ისტორია და თეორია (ხელოვნებათმცოდნეობა) Art History and Theory” ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,0213.1.5 ხელოვნების ისტორია და თეორია /ხელოვნებათმცოდნეობა Art History and Theory /Art Studies”;

დ) ,,ენის დაუფლება Language Acquisition”-ის (კოდი 0231) მე-2 სვეტში არსებული ჩანაწერი ,,0231.2.2 თარგმანმცოდნეობა Translation Studies” ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,0231.2.2 თარგმანმცოდნეობა Translation and Interpreting Studies”;

ე) ,,მენეჯმენტი და ადმინისტრირება Management and Administration”-ის (კოდი 0413):

ე.ა) მე-2 სვეტში არსებული ჩანაწერი ,,0413.2.12 პროექტების მენეჯმენტი Ptoject Management” ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,0413.2.12 პროექტების მენეჯმენტი Project Management”;

ე.ბ) მე-2 სვეტიდან ამოღებულ იქნეს შემდეგი ჩანაწერი:

„0413.2.18 განათლების ადმინისტრირება Educational Administration";

ე.გ) მე-2 სვეტში დაემატოს შემდეგი შინაარსის ჩანაწერი:

,,0413.2.19 გარემოს დაცვის მენეჯმენტი Environmental Protection Management”; 

ვ) ,,მონაცემთა ბაზებისა და ქსელების დიზაინი და ადმინისტრირება Database and Network Design and Administration“-ის (კოდი 0612) მე-3 სვეტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ჩანაწერი:

,,0612.3.5 Front-end  დეველოპმენტი Front-end Development”;

ზ) ,,გარემოს დაცვის ტექნოლოგია Environmental Protection Technology“-ის (კოდი 0712) მე-3 სვეტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ჩანაწერი:

 ,,0712.3.2 ენერგომენეჯმენტი Energy Management”;

თ) ,,ელექტრობა და ენერგია Electricity and Energy“-ის (კოდი 0713) მე-3 სვეტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ჩანაწერი:

,,0713.3.3 განახლებადი ენერგიების მენეჯმენტი Renewable Energy Management”;

ი) ,,ძრავიანი სატრანსპორტო საშუალებები, გემები და საჰაერო ხომალდები Motor Vehicles, Ships and Aircraft“-ის (კოდი 0716) მე-3 სვეტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ჩანაწერები:

,,0716.3.7 საჰაერო ხომალდების ოპერატიული ტექნიკური მომსახურება Aircraft Line Maintenance

0716.3.8 რეაქტიული თვითმფრინავების ოპერატიული ტექნიკური მომსახურება Turbine Aeroplane Line Maintenance

0716.3.9 მსუბუქი თვითმფრინავების ტექნიკური მომსახურება Light Aircraft Maintenance”;

კ) ,,ტექსტილი (ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და ტყავი) Textiles (Clothes, Footwear and Leather)“-ის  (კოდი 0723) მე-3 სვეტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ჩანაწერები:

,,0723.3.3 მოდის ტექნოლოგია და დიზაინი Fashion Technology and Design

0723.3.4 ტყავის ნაკეთობათა წარმოება Production of Leather Products”;

ლ) ,,მშენებლობა და სამოქალაქო ინჟინერია Building and Civil Engineering“-ის (კოდი 0732) მე-3 სვეტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ჩანაწერი:

,,0732.3.9 აეროდრომის ექსპლუატაცია და მშენებლობა Aerodrome Design and Operatios”;

მ) ,,მემცენარეობა და მეცხოველობა Crop and livestock production” (კოდი 0811) ჩანაწერი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,0811 მემცენარეობა და მეცხოველეობა Crop and Livestock Production“;

ნ) ,,მებაღეობა  Horticulture” (კოდი 0812)-ის მე-3 სვეტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ჩანაწერი: ,,0812.3.2 ბაღის დიზაინი Garden Design”;

ო) ,,ინტერდისციპლინური  მოიცავს სოფლის მეურნეობას მეტყევეობას, მეთევზეობასა და ვეტერინარია Inter-disciplinary – involving Agriculture, forestry, fisheries and veterinary“ (კოდი 0888) ჩანაწერი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,0888 ინტერდისციპლინური  მოიცავს სოფლის მეურნეობას, მეტყევეობას, მეთევზეობასა და ვეტერინარიას Inter-disciplinary – involving Agriculture, Forestry, Fisheries and Veterinary“;

პ) ,,ინტერდისციპლინური – მოიცავს სოფლის მეურნეობას მეტყევეობას, მეთევზეობასა და ვეტერინარია Inter-disciplinary – involving Agriculture, forestry, fisheries and veterinary“-ის (კოდი 0888) პირველი სვეტში არსებული ჩანაწერი ,,0888.1.1 მევენახეობა და მეღვინეობა“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,0888.1.1 მევენახეობა და მეღვინეობა Viticulture and Enology“;

ჟ) ,,ბავშვის მოვლა და მოზარდთა მომსახურებები Child Care and Youth Services“-ის (კოდი 0922) მე-3 სვეტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ჩანაწერი:

 ,,0922.3.1 ახალგაზრდული საქმიანობა Youth Work”;

რ) ,,ინტერდისციპლინური  მოიცავს ჯანდაცვას და სოციალურ კეთილდღეობას Inter-disciplinary – involving health and welfare”-ის (კოდი 0988) პირველ სვეტში დაემატოს შემდეგი შინაარსის ჩანაწერი:

,,0988.1.1 ბიომედიცინა/ბიოსამედიცინო მეცნიერებები Biomedicine/Biomedical Sciences”;

ს)  ,,სპორტი Sports“-ის (კოდი 1014) მე-3 სვეტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ჩანაწერი:

,,1014.3.1 სპორტის ინსტრუქტორობა Sports Instruction”.

მუხლი 2
1. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“,  „ვ“-„ლ“, „ნ“, „ჟ“ და „ს“ ქვეპუნქტებით მოწესრიგებული კვალიფიკაციები გავრცელდეს 2024 წლის 14 ივნისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრიგიორგი ამილახვარი