„ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 10 აპრილის №69/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 122/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 17/11/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/11/2023
სარეგისტრაციო კოდი 430010000.22.022.018377
122/ნ
17/11/2023
ვებგვერდი, 20/11/2023
430010000.22.022.018377
„ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 10 აპრილის №69/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
 
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება  №122/ნ

2023 წლის 17 ნოემბერი

ქ. თბილისი

„ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 10 აპრილის №69/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 10 აპრილის №69/ნ ბრძანებით (www.matsne.gov.ge, სარეგისტრაციო კოდი: 430010000.22.022.017693, 12/04/2019) დამტკიცებული ,,სწავლის სფეროების კლასიფიკატორის“ (დანართი №2) მე-3 მუხლით გათვალისწინებულ დეტალური სფეროს:

ა) ,,მენეჯმენტი და ადმინისტრირება Management and Administration“-ს (კოდი 0413):

ა.ა) მე-3 სვეტით გათვალისწინებულ ჩანაწერს – ,,0413.3.2 ლოგისტიკა Logistics“ გამოეყოს „ტვირთების ექსპედირება Freight forwarding" (კოდი 0413.3.3);

ა.ბ) მე-3 სვეტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ჩანაწერი  „0413.3.3 ტვირთების ექსპედირება Freight forwarding";

ბ) „საბითუმო და საცალო გაყიდვები Wholesale and Retail Sales“ (კოდი 0416) მე-3 სვეტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ჩანაწერი: 0416.3.1 საწყობის ოპერირება Warehousing";

გ) ,,მშენებლობა და სამოქალაქო ინჟინერია Building and Civil Engineering"-ს (კოდი: 0732): 

გ.ა) მე-3 სვეტით გათვალისწინებულ ჩანაწერს – „0732.3.3 სამშენებლო კონსტრუქციების მოწყობა Building Construction Structures" გამოეყოს რკინაბეტონის სამუშაოთა შესრულება Concrete Work" (კოდი 0732.3.8);

გ.ბ) მე-3 სვეტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ჩანაწერი – 0732.3.8 რკინაბეტონის სამუშაოთა შესრულება Concrete Work".

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიგიორგი ამილახვარი