„ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 10 აპრილის №69/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 1/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
მიღების თარიღი 03/02/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/02/2025
სარეგისტრაციო კოდი 430010000.22.022.018636
1/ნ
03/02/2025
ვებგვერდი, 03/02/2025
430010000.22.022.018636
„ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 10 აპრილის №69/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
 
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის

 ბრძანება №1/ნ

2025 წლის 3 თებერვალი

ქ.თბილისი

„ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 10 აპრილის №69/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ვბრძანებ:

მუხლი 1
„ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 10 აპრილის №69/ნ ბრძანებით (www.matsne.gov.ge, სარეგისტრაციო კოდი: 430010000.22.022.017693, 12/04/2019) დამტკიცებული ,,სწავლის სფეროების კლასიფიკატორის“ (დანართი №2) მე-3 მუხლით გათვალისწინებული ცხრილის დეტალური სფეროს:

ა) ,,მენეჯმენტი და ადმინისტრირება Management and Administration”-ის (კოდი 0413) მე-2 სვეტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ჩანაწერი:

,,0413.2.22 ინტელექტუალური საკუთრებისა და ინოვაციების მენეჯმენტი Intellectual Property and Innovation Management“;

ბ) ,,პროგრამული უზრუნველყოფისა და აპლიკაციების განვითარება და ანალიზი Software and Applications Development and Analysis”-ის (კოდი 0613) პირველ სვეტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ჩანაწერი:

,,0613.1.4 კიბერუსაფრთხოება Cybersecurity“;

გ) ,,სურსათის გადამუშავება Food Processing“-ის (კოდი 0721) პირველი სვეტში არსებული ჩანაწერი ,,0721.1.1 სასურსათო ტექნოლოგია Food Technology” ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,0721.1.1 სურსათის ტექნოლოგია Food Technology”.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრიალექსანდრე წულაძე