„ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 10 აპრილის №69/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 102/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 24/12/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/12/2021
სარეგისტრაციო კოდი 430010000.22.022.018102
102/ნ
24/12/2021
ვებგვერდი, 24/12/2021
430010000.22.022.018102
„ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 10 აპრილის №69/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
 
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №102/ნ

2021 წლის 24 დეკემბერი

ქ. თბილისი

„ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 10 აპრილის №69/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 10 აპრილის №69/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, სარეგისტრაციო კოდი: 430010000.22.022.017693, 12/04/2019) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული „სწავლის სფეროების კლასიფიკატორის“ (დანართი №2):

1. მე-4  მუხლის მე-2 პუნქტით  გათვალისწინებული ცხრილის  მე-2 სვეტს, ზოგადი აღმნიშვნელის  „ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრის Master of Business Administration/MBA“ შემდეგ, დაემატოს ზოგადი აღმნიშვნელი  „აღმასრულებელი ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრი Executive Master of Business Administration/EMBA“;

2. მე-4 მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული ცხრილის „0411 – 0414, 0416, 0418 – 0419“ კოდებით წარმოდგენილ „დეტალურ სფეროებში შემავალი სწავლის სფეროს შესაბამისი კვალიფიკაციის დასახელებების ფორმულირებების“ „ა“ ქვეპუნქტს დაემატოს კვალიფიკაცია „აღმასრულებელი ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრი დეტალური სწავლის სფეროს მითითებით Executive  Master of Business Administration(EMBA) – Field of study“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიმიხეილ ჩხენკელი