„ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 10 აპრილის №69/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 10 აპრილის №69/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 49/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
მიღების თარიღი 30/07/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/07/2025
სარეგისტრაციო კოდი 430010000.22.022.018684
49/ნ
30/07/2025
ვებგვერდი, 31/07/2025
430010000.22.022.018684
„ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 10 აპრილის №69/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
 

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის

 ბრძანება №49/ნ

2025 წლის 30 ივლისი

ქ.თბილისი

 

„ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 10 აპრილის №69/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 


„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ვბრძანებ:

 


მუხლი 1
„ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 10 აპრილის №69/ნ ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 12/04/2019, სარეგისტრაციო კოდი: 430010000.22.022.017693) დამტკიცებული:

1. „ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს“ (დანართი №1):

ა)  პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1. კვალიფიკაციის დონე

კვალიფიკაციის დონე წარმოადგენს ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოში კვალიფიკაციის სირთულის განმსაზღვრელ ელემენტს, რომელიც აერთიანებს „ცოდნითა და გაცნობიერებით“ (სწავლის ან საქმიანობის სფეროსთან დაკავშირებული ინფორმაციის, ფაქტების, პრინციპების, თეორიების, თეორიული და პრაქტიკული მეთოდების ასიმილაციის შედეგი), „უნარით“ (კონკრეტული დავალების შესრულებისა და პრობლემების გადაჭრისათვის შესაბამისი ცოდნის გამოყენების შესაძლებლობა) და „პასუხისმგებლობითა და ავტონომიურობით“ (ღირებულებებითა და დამოუკიდებლობის შესაბამისი ხარისხით პირის მიერ ცოდნისა და უნარების გამოყენება) აღწერილ, განზოგადებულ სწავლის შედეგებს − აღმწერებს, შემდეგი სახით:

 

კვალიფიკაციის დონე

ცოდნა და

გაცნობიერება

უნარი

პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა

დონე 1

საბაზო ზოგადი ცოდნა, რაც ქმნის საფუძველს სოციალური განვითარებისთვის,

შემდგომი სწავლისა და ყოველდღიურ ცხოვრებაში მარტივი დავალების შესრულებისათვის. საბაზო პრინციპებისა და ფაქტების იდენტიფიცირება და ინტერპრეტირება.

ნაცნობ გარემოში მარტივი და ერთგვაროვანი დავალებების შესასრულებლად საბაზო უნარების გამოყენება. ამ პროცესში გამოვლენილი მარტივი პრობლემების ამოცნობა და სტანდარტული წესებით გადაჭრის უნარი.

საკუთარი საქმიანობის შედეგების შესახებ მარტივ საკითხებზე ზეპირი და წერილობითი კომუნიკაცია კომუნიკაციის ტექნოლოგიების გამოყენებით.

 

სტრუქტურირებულ, უცვლელ გარემოში უშუალო ხელმძღვანელობის ქვეშ სწავლა ან/და მარტივი დავალების შესრულება.

დონე 2

სწავლის ან/და საქმიანობის სფეროს საბაზო ცოდნა და მისი გააზრება.

 

 

სწავლისა ან/და საქმიანობის სფეროში, შესაბამისი საბაზო შემეცნებითი და პრაქტიკული უნარების გამოყენება; ნაცნობი პრობლემების გადასაჭრელად სტანდარტული ინსტრუმენტების გამოყენება; ფაქტების, პროცესების, მასალების შესახებ საბაზო ინფორმაციის მოძიება, შერჩევა, გაანალიზება, გამოყენება.

საკუთარი საქმიანობის შედეგების შესახებ ზეპირი და წერილობითი კომუნიკაცია, არგუმენტირებული მსჯელობა კონტექსტისათვის შესაბამისი ფორმებისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიების გამოყენებით.

 

სტრუქტურირებულ, უცვლელ გარემოში

სწავლა ან/და რუტინული დავალების შესრულება ხელმძღვანელობით და დამოუკიდებლობის გარკვეული ხარისხით.

საკუთარი საქმიანობის შეფასება.

საკუთარ საქმიანობასა და სწავლაზე პასუხისმგებლობის აღება.

 

დონე 3

 

 

სწავლის ან/და საქმიანობის სფეროსათვის დამახასიათებელი ძირითადი ფაქტების, პრინციპების, პროცესების, მეთოდებისა და ზოგადი კონცეფციების ცოდნა და გააზრება.

 

 

 

სწავლის ან/და საქმიანობის სფეროსთვის დამახასიათებელი უნარების ფართო სპექტრის გამოყენება დავალებების შესასრულებლად; გამოკვეთილი პრობლემების გადაჭრა სათანადო წყაროების მოძიებით, ამოცნობით, ანალიზით, ასევე სათანადო მეთოდების, ინსტრუმენტებისა და მასალების შერჩევითა და გამოყენებით.

ზეპირი და წერილობითი კომუნიკაცია სწავლასა და საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე სათანადო ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიების გამოყენებით.

პროგნოზირებად, ნაწილობრივ ცვალებად გარემოში საქმიანობასთან დაკავშირებული დავალების შესრულებაზე პასუხისმგებლობის აღება და საქმიანობა პროფესიული ეთიკის პრინციპების დაცვით.

პრობლემის გადასაჭრელად, გარემოების გათვალისწინებით, საკუთარი ქცევის ადაპტირება.

საკუთარი პროფესიული განვითარების შეფასება, ხელმძღვანელობითა და დამოუკიდებლობის გარკვეული ხარისხით სწავლა.

 

დონე 4

სწავლის ან/და საქმიანობის სფეროს ფაქტობრივ გარემოებებსა და თეორიულ საფუძვლებზე დამყარებული ფართო ცოდნა და მისი გააზრება

 

სწავლის ან/და საქმიანობის სფეროსთვის დამახასიათებელი კოგნიტური და პრაქტიკული უნარების ფართო სპექტრის გამოყენება.

არაერთგვაროვანი პრობლემების იდენტიფიცირება და მისი გადაჭრისათვის ინფორმაციის მოძიება, შერჩევა, კრიტიკულად გააზრება, სათანადო მიდგომის იდენტიფიცირება და შესაბამისობის შეფასება.

სწავლის ან/და საქმიანობის შესახებ კომუნიკაცია სტრუქტურირებული და თანმიმდევრული არგუმენტების მეშვეობით, კონტექსტისათვის შესაბამისი ფორმებით, ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიების გამოყენებით.

პროგნოზირებად, მაგრამ ცვალებად გარემოში საკუთარი საქმიანობის ან სწავლის მართვა სახელმძღვანელო პრინციპების გათვალისწინებით.

ერთგვაროვანი სამუშაო პროცესის ზედამხედველობა;

სამუშაო და სასწავლო აქტივობების შეფასებასა და გაუმჯობესებაზე გარკვეული პასუხისმგებლობის აღება.

 

დამოუკიდებლობის გარკვეული ხარისხით საკუთარი პროფესიული განვითარების შეფასება და სწავლა.

დონე 5

სწავლის ან/და საქმიანობის სფეროს მრავალმხრივი, სპეციალიზებებული,

თეორიული და პრაქტიკული ცოდნა (სრული ზოგადი განათლების შემდგომი) და მისი შესაძლებლობების (საზღვრების) გააზრება

 

 

მკაფიოდ განსაზღვრული აბსტრაქტული და კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელად, ასევე კომპლექსური დავალების შესასრულებლად სწავლის ან/და საქმიანობის სფეროს შემეცნებითი და პრაქტიკული უნარების ფართო სპექტრის გამოყენება, მათ შორის, სათანადო მონაცემების იდენტიფიცირება, მათი ანალიზი და შეფასება.

იდეებისა და ინფორმაციის სტრუქტურირებულად და თანმიმდევრულად გადაცემა სპეციალისტებისა და არასპეციალისტებისათვის კონტექსტისათვის შესაბამისი ფორმებით, ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიების გამოყენებით.

სწრაფად ცვალებად (არაპროგნოზირებად) გარემოში საქმიანობის პროცეს(ებ)ის ზედამხედველობა და მართვა პროფესიული ეთიკის პრინციპების დაცვით;

სხვების საქმიანობაზე პასუხისმგებლობის აღება;

საკუთარი და სხვების საქმიანობის შეფასება და გაუმჯობესებაზე ზრუნვა;

საკუთარი სწავლის მიმართულებების განსაზღვრა და სწავლის დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხით განხორციელება.

 

 

დონე 6

 სწავლის ან/და საქმიანობის სფეროს ფართო (სრული ზოგადი განათლების შემდგომი) ცოდნა, რომელიც მოიცავს თეორიებისა და პრინციპების კრიტიკულ გააზრებასა და ცოდნის ზოგიერთ უახლეს ასპექტს.

 

 

სწავლის ან/და საქმიანობის სფეროსათვის დამახასიათებელი შემეცნებითი და პრაქტიკული უნარების გამოყენება რთული და გაუთვალისწინებული პრობლემების გადაჭრისათვის.

კვლევითი ან პრაქტიკული ხასიათის პროექტის/ნაშრომის განხორციელება წინასწარგანსაზღვრული მითითებების შესაბამისად.

სფეროსთვის დამახასიათებელი მონაცემების შეგროვება და განმარტება, ასევე განყენებული მონაცემების ან/და სიტუაციების ანალიზი სტანდარტული და ზოგიერთი უახლესი მეთოდის გამოყენებით; სათანადო დასკვნების ჩამოყალიბება, რომლებიც ითვალისწინებენ შესაბამის სოციალურ, სამეცნიერო ან/და ეთიკურ საკითხებს.

იდეების, არსებული პრობლემებისა და გადაჭრის გზების შესახებ სპეციალისტებთან და არასპეციალისტებთან კომუნიკაცია კონტექსტისათვის შესაბამისი ფორმებით, ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიების გამოყენებით.

კომპლექსურ, არაპროგნოზირებად სასწავლო ან/და სამუშაო გარემოში განვითარებაზე ორიენტირებული საქმიანობის წარმართვა და მასზე პასუხისმგებლობის აღება.

საკუთარი საქმიანობის ეთიკის პრინციპების დაცვით განხორციელება.

საკუთარი და სხვების უწყვეტი პროფესიული განვითარების დაგეგმვა და განხორციელების ხელშეწყობა.

საკუთარი შემდგომი სწავლის საჭიროებების დადგენა და დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხით განხორციელება.

 

 

 დონე 7

სწავლის ან/და საქმიანობის სფეროს ღრმა, სისტემური ცოდნა და მისი კრიტიკული გააზრება, რომელიც მოიცავს სწავლის ან/და საქმიანობის სფეროს ზოგიერთ უახლეს მიღწევებს და ქმნის საფუძველს ინოვაციებისათვის, ახალი, ორიგინალური იდეების განვითარებისათვის.

 

 

 

უცნობ ან მულტიდისციპლინურ გარემოში რთული პრობლემების გადაწყვეტის ახალი, ორიგინალური გზების ძიება ან/და კვლევის დამოუკიდებლად განხორციელება, აკადემიური კეთილსინდისირების პრინციპების დაცვით, უახლესი მეთოდებისა და მიდგომების გამოყენებით.

რთული ან არასრული ინფორმაციის (მათ შორის, უახლესი კვლევების) კრიტიკული ანალიზი, ინფორმაციის ინოვაციური სინთეზი, შეფასება და დასკვნების ჩამოყალიბება, რომლებშიც აისახება სოციალური და ეთიკური პასუხისმგებლობები.

საკუთარი დასკვნების, არგუმენტების და კვლევის შედეგების წარდგენა, როგორც აკადემიური, ასევე პროფესიული საზოგადოებისთვის აკადემიური ეთიკის სტანდარტების დაცვით.

კომპლექსური, არაპროგნოზირებადი ან მულტიდისციპლინური სასწავლო ან/და სამუშაო გარემოს მართვა და ადაპტირება ახალი სტრატეგიული მიდგომების მეშვეობით.

პროფესიული ცოდნისა და პრაქტიკის განვითარებაში წვლილის შეტანა.

სხვების საქმიანობასა და პროფესიულ განვითარებაზე პასუხისმგებლობის აღება;

საკუთარი სწავლის დამოუკიდებლად წარმართვა.

 

 დონე 8

 

სწავლის ან/და საქმიანობის სფეროს უახლეს მიღწევებზე დამყარებული ცოდნა, რომელიც არსებული ცოდნის გაფართოებისა თუ ინოვაციური მეთოდების გამოყენების საშუალებას იძლევა, მათ შორის, მულტიდისციპლინურ ან ინტერდისციპლინურ კონტექსტში.

სწავლის ან საქმიანობის სფეროს სისტემური და კრიტიკული გააზრება.

 

 

 

აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპების დაცვით კვლევის დაგეგმვა და განხორციელება; ახალი კვლევითი ან ანალიტიკური მეთოდების ან/და მიდგომების შემუშავება, რომლებიც ახალი ცოდნის შექმნაზეა ორიენტირებული (საერთშორისო რეფერირებადი პუბლიკაციისათვის აუცილებელი სტანდარტის დონეზე);

ახალი, რთული და წინააღმდეგობრივი იდეებისა და მიდგომების კრიტიკული ანალიზი, სინთეზი და შეფასება, რითაც ხდება კომპლექსური პრობლემების გადაჭრისათვის სწორი და ეფექტური გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღება (კვლევასა ან/და ინოვაციაში).

არსებულ ცოდნასთან ურთიერთკავშირში ახალი ცოდნის დასაბუთებულად, გარკვევით წარმოჩენისა და გადაცემის უნარი როგორც კოლეგების, ასევე ფართო საზოგადოებისათვის.

 ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე გამართულ თემატურ დისკუსიებში მონაწილეობის უნარი.

 

აკადემიურ ან/და პროფესიულ კონტექსტში უახლეს მიღწევებზე დამყარებული კვლევითი პროექტების ან/და განვითარებაზე ორიენტირებული ღონისძიებების განხორციელება ხელმძღვანელობითი, აკადემიური ან/და პროფესიული კეთილსინდისიერების პრინციპების დაცვით, ასევე

ინოვაციურობისა და დამოუკიდებლობის დემონსტირირებით.

 

 

";

ბ) მე-2 მუხლის:

ბ.ა) მე-2 დონეზე არსებული ჩანაწერი  „ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის გავლის დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი“ ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:

„საბაზო ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – საბაზო ზოგადი განათლების ატესტატი“;

ბ.ბ)  მე-4 დონეზე არსებული ჩანაწერი – „სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი“ ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:

„სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი − სრული ზოგადი განათლების ატესტატი“.  

2. „სწავლის სფეროების კლასიფიკატორის“ (დანართი №2) მე-3 მუხლით გათვალისწინებული ცხრილის დეტალური სფეროს:

ა)  „მასწავლებლის მომზადება საგნობრივი სპეციალიზაციით Teacher Training with Subject Specialization“- ის (კოდი 0114) მე-3 სვეტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ჩანაწერი:

„0114.3.1 ფიზიკური აღზრდა Physical education“;

ბ) აუდიოვიზუალური მეთოდები და მედიაპროდუქცია/წარმოება Audio-Visual Techniques and Media Production"-ის (კოდი 0211) მე-3 სვეტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ჩანაწერები:

„0211.3.11 2D ანიმაციის შესრულება  2D Animation

0211.3.12 3D ანიმაციის შესრულება  3D Animation“;

გ) „ჟურნალისტიკა და რეპორტიორობა Journalism and Reporting“- ის (კოდი 0321) პირველი სვეტის ჩანაწერი - „0321.1.2  მასობრივი კომუნიკაცია (შინაარსი) Mass Communication (wording and content)“   ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

0321.1.2 მასობრივი კომუნიკაცია (ტექსტის ფორმულირება და  შინაარსიMass Communication (wording and content)

დ)  „ძრავიანი სატრანსპორტო საშუალებები, გემები და საჰაერო ხომალდები Motor Vehicles, Ships and Aircraft“-ის (კოდი 0716) მე-3 სვეტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ჩანაწერები:

„0716.3.12 მსუბუქი ავტომობილის ელექტრო და ელექტრონული სისტემების  შეკეთება Light Vehicle electric and electronic system repair

0716.3.13 მსუბუქი ავტომობილის შიგა წვის ძრავას შეკეთება Light vehicle internal combustion engine repair

0716.3.14 ავტოსატრანსპორტო საშუალებების ღებვა Vehicle painting

0716.3.15  მსუბუქი ავტომობილის სავალი ნაწილის შეკეთება Light Vehicle suspension system repair“;

ე) „მშენებლობა და სამოქალაქო ინჟინერია Building and Civil Engineering“-ის (კოდი 0732) მე-3 სვეტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ჩანაწერები:

„0732.3.18 წყალმომარაგების სისტემების მშენებლობა და ექსპლუატაცია  Water Supply Systems Construction and Maintenance

0732.3.19 წყალარინების სისტემების მშენებლობა  Water Sewage Systems Construction

0732.3.20 სანტექნიკური სამუშაოების შესრულება Plumbing Works

0732.3.21 საბათქაშე სამუშაოები Plastering works

0732.3.22 სადურგლო საქმე   Joinery“;

ვ) „მემცენარეობა და მეცხოველეობა Crop and Livestock Production“-ის (კოდი 0811) მე-3 სვეტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ჩანაწერი:

„0811.3.8 მეფრინველეობა Poultry“;

ზ) „თმის და სილამაზის მომსახურებები Hair and Beauty Services“-ის (კოდი 1012) მე-3 სვეტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ჩანაწერი:

„1012.3.2  ესთეტიკა და კანის მოვლა Aesthetics and Skincare“;

თ) „სასტუმრო, რესტორანი და კვება Hotel, Restaurants and Catering“-ის (კოდი 1013) მე-3 სვეტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ჩანაწერი:

„1013.3.6  კულინარია Cooking“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრიგივი მიქანაძე