ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის დამტკიცების შესახებ

ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 69/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
მიღების თარიღი 10/04/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/04/2019
სარეგისტრაციო კოდი 430010000.22.022.017693
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
69/ნ
10/04/2019
ვებგვერდი, 12/04/2019
430010000.22.022.017693
ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის დამტკიცების შესახებ
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (12/04/2019 - 13/09/2019)

 

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის

ბრძანება №69/ნ

2019 წლის 10 აპრილი

ქ. თბილისი

 

ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის დამტკიცების შესახებ

„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის 243 მუხლის პირველი პუნქტის, 244 მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს:

     ა) „ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩო“ ამ ბრძანების დანართი №1-ის შესაბამისად;

     ბ) „სწავლის სფეროების კლასიფიკატორი“ ამ ბრძანების დანართი №2-ის შესაბამისად.

 

მუხლი 2
დადგინდეს 2018 წლის 5 ოქტომბრის მდგომარეობით ავტორიზებულ/აკრედიტებულ რეჟიმში მოქმედი საგანმანათლებლო პროგრამების ამ ბრძანების დანართი №1-ით დამტკიცებულ „ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა“ და ამ ბრძანების დანართი №2-ით დამტკიცებულ „სწავლის სფეროების კლასიფიკატორთან“ შესაბამისობის უზრუნველყოფის შემდეგი ეტაპები:

ა) საგანმანათლებლო პროგრამებისათვის (მათ შორის, ამ ბრძანების მე-4 მუხლით გათვალისწინებული იმ საგანმანათლებლო პროგრამებისათვის, რომლებიც ავტორიზაციის/აკრედიტაციის რეჟიმში უწყვეტად განხორციელების მიზნით აისახება ამ ბრძანების ამოქმედებიდან 2020 წლის 29 თებერვლის ჩათვლით წარდგენილ საავტორიზაციო/სააკრედიტაციო განაცხადში), გარდა ამ მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა არაუგვიანეს 2020 წლის 30 სექტემბერი;

ბ) საგანმანათლებლო პროგრამებისათვის, რომლებიც ავტორიზაციის/აკრედიტაციის რეჟიმში უწყვეტად განხორციელების მიზნით აისახება 2020 წლის 1 მარტიდან 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით წარდგენილ საავტორიზაციო/სააკრედიტაციო განაცხადში შესაბამისი საავტორიზაციო/სააკრედიტაციო განაცხადის სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში დარეგისტრირების თარიღი.

მუხლი 3
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის №120/ნ ბრძანება.

 

მუხლი 4
ამ ბრძანების მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ის საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებიც ავტორიზაციის/აკრედიტაციის რეჟიმში უწყვეტად განხორციელების მიზნით აისახება ამ ბრძანების ამოქმედებიდან 2020 წლის 29 თებერვლის ჩათვლით წარდგენილ საავტორიზაციო/სააკრედიტაციო განაცხადში, უნდა შეესაბამებოდეს ამ ბრძანებით დადგენილ მოთხოვნებს ან „ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის №120/ნ ბრძანებას.

 

მუხლი 5
ამ ბრძანების მე-2 მუხლით გათვალისწინებული ეტაპების დასრულებამდე, საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისად ჩაითვალოს ამ ბრძანების მე-2 მუხლით გათვალისწინებული საგანმანათლებლო პროგრამების დასრულების შედეგად, „ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის №120/ნ ბრძანების შესაბამისად მინიჭებული კვალიფიკაცია.

 

მუხლი 6
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრიმიხეილ ბატიაშვილი
17. 12/02/2024 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 21/ნ - ვებგვერდი, 12/02/2024 16. 17/11/2023 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 123/ნ - ვებგვერდი, 21/11/2023 15. 17/11/2023 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 122/ნ - ვებგვერდი, 20/11/2023 14. 20/09/2023 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 89/ნ - ვებგვერდი, 21/09/2023 13. 27/07/2023 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 71/ნ - ვებგვერდი, 31/07/2023 12. 06/07/2023 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 62/ნ - ვებგვერდი, 06/07/2023 11. 30/12/2022 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 148/ნ - ვებგვერდი, 30/12/2022 10. 02/08/2022 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 91/ნ - ვებგვერდი, 03/08/2022 9. 21/04/2022 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 54/ნ - ვებგვერდი, 26/04/2022 8. 24/12/2021 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 102/ნ - ვებგვერდი, 24/12/2021 7. 04/11/2021 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 97/ნ - ვებგვერდი, 05/11/2021 6. 17/09/2021 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 83/ნ - ვებგვერდი, 20/09/2021 5. 30/03/2021 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 08/ნ - ვებგვერდი, 30/03/2021 4. 19/10/2020 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 107/ნ - ვებგვერდი, 19/10/2020 3. 18/03/2020 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 33/ნ - ვებგვერდი, 19/03/2020 2. 10/01/2020 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 03/ნ - ვებგვერდი, 13/01/2020 1. 13/09/2019 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 192/ნ - ვებგვერდი, 16/09/2019