დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 10 აპრილის №69/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 13/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 06/03/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/03/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430010000.22.022.018648 |
|
„ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 10 აპრილის №69/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 10 აპრილის №69/ნ ბრძანებით (www.matsne.gov.ge, სარეგისტრაციო კოდი: 430010000.22.022.017693, 12/04/2019) დამტკიცებული ,,სწავლის სფეროების კლასიფიკატორის“ (დანართი №2) მე-3 მუხლით გათვალისწინებული ცხრილის დეტალური სფეროს:
ა) „ელექტრობა და ენერგია Electricity and Energy“-ის (კოდი 0713) მე-3 სვეტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ჩანაწერი: ,,0713.3.5 რკინიგზის ელექტრომომარაგების მეურნეობა Mechanics of power supply of raiilways“; ბ) „ძრავიანი სატრანსპორტო საშუალებები, გემები და საჰაერო ხომალდები Motor Vehicles, Ships and Aircraft“-ის (კოდი 0716 ) მე-3 სვეტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ჩანაწერები: ,,0716.3.10 ლოკომოტივის და ძრავავაგონიანი მოძრავი შემადგენლობის ტექნიკური მომსახურება და რემონტი Locomotive and Multiple Unit Maintenance and Repair 0716.3.11 სავაგონო მეურნეობა Railway Car Maintenance“; გ) „მშენებლობა და სამოქალაქო ინჟინერია Building and Civil Engineering“-ის (კოდი 0732) მე-3 სვეტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ჩანაწერები: ,,0732.3.13 რკინიგზის ლიანდაგის მშენებლობა Railroad track construction 0732.3.14 სარელსო დეფექტოსკოპია Locomotive and Rail flaw detection“; დ) „ტრანსპორტის მომსახურებები Transport Services"-ის (კოდი 1041) მე-3 სვეტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ჩანაწერები: ,,1041.3.8 ერთძრავიანი თვითმფრინავის საფრენოსნო ექსპლუატაცია Single-Engine Piston Aeroplane Flight Exploitation 1041.3.9 მრავალძრავიანი თვითმფრინავის საფრენოსნო ექსპლუატაცია Multi-Engine Piston Aeroplane Flight Exploitation 1041.3.10 შვეულმფრენის საფრენოსნო ექსპლუატაცია Helicopter Flight Exploitation 1041.3.11 ლოკომოტივის მართვა Locomotive operating 1041.3.12 სარკინიგზო გადაზიდვები Railway freight 1041.3.13 საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვები Air Transportation 1041.3.14 სიგნალიზაციის, ცენტრალიზაციისა და ბლოკირების ელექტრომექანიკა Electromechanics of signalling, centralization and blocking up“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები