„ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 10 აპრილის №69/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 10 აპრილის №69/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 148/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 30/12/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/12/2022
სარეგისტრაციო კოდი 430010000.22.022.018255
148/ნ
30/12/2022
ვებგვერდი, 30/12/2022
430010000.22.022.018255
„ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 10 აპრილის №69/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №148/ნ

2022 წლის 30 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 10 აპრილის №69/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ვბრძანებ:


მუხლი 1.

განხორციელდეს ცვლილება „ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 10 აპრილის №69/ნ ბრძანებით (www.matsne.gov.ge; სარეგისტრაციო კოდი: 430010000.22.022.017693, 12/04/2019) დამტკიცებული „სწავლის სფეროების კლასიფიკატორის“ (დანართი №2):

 1.      მე-3 მუხლით გათვალისწინებული:

    ა) დეტალური სფეროს – „აუდიოვიზუალური მეთოდები და მედიაპროდუქცია/წარმოება Audio-Visual Techniques and Media Production“ (კოდი – 0211) ჩამონათვალში, პირველ სვეტში არსებული ჩანაწერი:

 ა.ა) „0211.1.9 გრაფიკა/გრაფიკის ხელოვნება Graphic Art“   – ამოღებულ იქნეს;

  ა.ბ) „0211.1.12 ბეჭდვითი მედია და ტექნოლოგია Print Media and Technology“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ 0211.1.12  ბეჭდვითი მედია / ტიპოგრაფია Print Media/Typography";

  ა.გ)   0211.1.12 ბეჭდვითი მედია და ტექნოლოგია Print Media and Technology შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ჩანაწერი:

„0211.1.13 – ვიზუალური კომუნიკაცია Visual Communication“;

ბ) დეტალური სფეროს „აუდიოვიზუალური მეთოდები და მედიაპროდუქცია/წარმოება Audio-Visual Techniques and Media Production“ (კოდი – 0211) ჩამონათვალში, მეორე სვეტში არსებული ჩანაწერი:

„0211.2.3 ვიზუალური კომუნიკაცია Visual Communication“ – ამოღებულ იქნეს;

გ) დეტალური სფეროს – სახვითი ხელოვნება  Fine Arts (კოდი – 0213) ჩამონათვალში, პირველ სვეტში არსებული ჩანაწერის – „ხელოვნების ისტორია და თეორია (ხელოვნებათმცოდნეობა) Art History and Theory“ (კოდი – 0213.1.5 ) შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ჩანაწერი:

 „0213.1.6 გრაფიკა/გრაფიკის ხელოვნება Graphic Art“;

დ) დეტალური სფეროს – „გამოყენებითი ხელოვნება/(ხელნაკეთობა) Handicrafts“ (კოდი – 0214) სახელწოდება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„0214 გამოყენებითი ხელოვნება /(ხელნაკეთობა) Applied Art/Handicraft“;

 ე) დეტალური სფეროს – „მუსიკა და საშემსრულებლო ხელოვნება Music and Performing Art“ (კოდი – 0215) სახელწოდება და ქართულენოვანი შინაარსი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „0215 მუსიკა და საშემსრულებლო ხელოვნება

Music and Performing Art          

შეისწავლის საშემსრულებლო  ხელოვნებასთან (მუსიკა, მეტყველება, მოძრაობა,   პანტომიმა ,  მხატვრული სახის შექმნა, იმპროვიზირება და სასცენო ხელოვნება) დაკავშირებულ პრინციპებსა და ტექნიკას, ასევე მოიცავს მუსიკისა და საშემსრულებლო ხელოვნების ისტორიისა და თეორიის შესწავლას.“;

  ვ) დეტალური სფეროს – „მუსიკა და საშემსრულებლო ხელოვნება Music and Performing Art“ (კოდი – 0215) ჩამონათვალში, პირველ სვეტში არსებული ჩანაწერები:

  ვ.ა) „თეატრმცოდნეობა Theatre Studies “ (კოდი – 0215.1.3) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „0215.1.3 თეარტროლოგია Theatre Studies“;

  ვ.ბ) სამსახიობო ხელოვნება Acting (კოდი – 0215.1.5) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „0215.1.5 სამსახიობო ხელოვნება (დრამისა და კინოს მსახიობი, მუსიკალური თეატრის მსახიობი, პანტომიმის თეატრის მსახიობი, თოჯინების თეატრის მსახიობი) Acting (Drama and film actor, Musical theater actor, Pantomime theater actor, Puppet theater actor)“;

  ზ) დეტალური სფეროს – ენის დაუფლება Language Acquisition (კოდი – 0231) ჩამონათვალში, პირველ სვეტში არსებული ჩანაწერი:

 ზ.ა) ესპანური ფილოლოგია Spanish Philology (კოდი – 0231.1.7) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„0231.1.7 ესპანური ფილოლოგია/ესპანისტიკა /Spanish Philology/Spanish Studies“;

ზ.ბ) იტალიური ფილოლოგია Italian Philology (კოდი – 0231.1.8) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„0231.1.8 იტალიური ფილოლოგია/იტალიანისტიკა/ Italian Philology/Italian Studies“;

 2. მე-4  მუხლის მე-11 პუნქტით  გათვალისწინებული ცხრილის  ბიზნესი და ადმინისტრირების (კოდი 041) სწავლის სფეროს პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბიზნეს ადმინისტირების ბაკალავრი დეტალური სწავლის სფეროს მითითებით

Bachelor of Business Administration (BBA) – Field of study;

ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრი დეტალური სწავლის სფეროს მითითებით

Master of Business Administration (MBA) – Field of study;

აღმასრულებელი ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრი დეტალური სწავლის სფეროს მითითებით Executive Master of Business Administration (EMBA) – Field of study“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ბიზნესის ადმინისტირების ბაკალავრი დეტალური სწავლის სფეროს მითითებით

Bachelor of Business Administration (BBA) – Field of study

ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი დეტალური სწავლის სფეროს მითითებით

Master of Business Administration (MBA)- Field of study

აღმასრულებელი ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი დეტალური სწავლის სფეროს მითითებით

Executive Master of Business Administration (EMBA) – Field of study“.


მუხლი 2
ეს   ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიმიხეილ ჩხენკელი