„ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 10 აპრილის №69/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 192/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
მიღების თარიღი 13/09/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/09/2019
სარეგისტრაციო კოდი 430010000.22.022.017812
192/ნ
13/09/2019
ვებგვერდი, 16/09/2019
430010000.22.022.017812
„ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 10 აპრილის №69/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
 
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის

ბრძანება №192/ნ

2019 წლის 13 სექტემბერი

ქ. თბილისი

„ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 10 აპრილის №69/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 10 აპრილის №69/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge; სარეგისტრაციო კოდი: 430010000.22.022.017693, 12/04/2019) და ბრძანების პირველი მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „სწავლის სფეროების კლასიფიკატორის“ (დანართი №2):

1. მე-3 მუხლით გათვალისწინებული ცხრილის დეტალური სფეროს – „ინჟინერია და საინჟინრო საქმე – არაკლასიფიცირებული“ (კოდი 0719) – ჩამონათვალში,  0719.1.4 კოდით წარმოდგენილ „ელექტრული და ელექტრონული ინჟინერიის“ ინგლისურენოვანი დასახელება  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„Electrical and Electronic/Electronics Engineering.“;

2.  მე-4 მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული ცხრილის „0321-0329 კოდებით წარმოდგენილ დეტალურ სფეროებში შემავალი სწავლის სფეროს შესაბამისი კვალიფიკაციის დასახელებების ფორმულირებების“ „ბ“ ქვეპუნქტით წარმოდგენილი ქართულენოვანი ფორმულირება: „ბაკალავრი დეტალური სწავლის სფეროს მითითებით“ - ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მეცნიერების ბაკალავრი დეტალური სწავლის სფეროს მითითებით.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრიმიხეილ ბატიაშვილი