„ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 10 აპრილის №69/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 123/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 17/11/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/11/2023
სარეგისტრაციო კოდი 430010000.22.022.018378
123/ნ
17/11/2023
ვებგვერდი, 21/11/2023
430010000.22.022.018378
„ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 10 აპრილის №69/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
 
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება  №123/ნ

2023 წლის 17 ნოემბერი

ქ. თბილისი

„ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 10 აპრილის №69/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 10 აპრილის №69/ნ ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 12/04/2019; სარეგისტრაციო კოდი: 430010000.22.022.017693) დამტიცებული ,,სწავლის სფეროების კლასიფიკატორის“ (დანართი №2)მე-3 მუხლით გათვალისწინებული ცხრილის დეტალური სფეროს:

1. ,,სპორტი Sports" (კოდი 1014) აღმწერის ფორმულირება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,შეისწავლის სამწვრთნელო ხერხებსა და ელემენტებს, წვრთნის პრინციპებსა და მეთოდებს, სპორტის კონკრეტული სახეობის ტექნიკურ-ტაქტიკურ უნარ-ჩვევებს, სპორტს, როგორც სამეცნიერო დისციპლინას და მისთვის დამახასიათებელ კვლევით ასპექტებს. Studies coaching ways and elements, principles and methods of training, technical-tactical skills of a specific type of sport, sport as a scientific discipline and its characteristic research aspects.;

2. ,,ტრანსპორტის მომსახურებები Transport Services" (კოდი 1041) პირველ სვეტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ჩანაწერი:

,,1041.1.3 სახმელეთო სატრანსპორტო პროცესების მომსახურება Ground Transportstion Process Services.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიგიორგი ამილახვარი