„ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 10 აპრილის №69/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 163/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
მიღების თარიღი 15/10/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/10/2024
სარეგისტრაციო კოდი 430010000.22.022.018582
163/ნ
15/10/2024
ვებგვერდი, 16/10/2024
430010000.22.022.018582
„ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 10 აპრილის №69/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
 
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის

ბრძანება №163/ნ

2024  წლის 15 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 10 აპრილის №69/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 10 აპრილის №69/ნ ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 12/04/2019, სარეგისტრაციო კოდი: 430010000.22.022.017693) დამტკიცებული ,,სწავლის სფეროების კლასიფიკატორის“ (დანართი №2) მე-3 მუხლით გათვალისწინებული ცხრილის დეტალური სფეროს:

ა) ,,ჟურნალისტიკა და რეპორტიორობა Journalism and Reporting“-ის (კოდი 0321) მე-3 სვეტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ჩანაწერი:

,,0321.3.3 მულტიმედია რეპორტიორობა Multimedia Reporting”;

ბ) ,,მენეჯმენტი და ადმინისტრირება Management and Administration“-ის (კოდი 0413) მე-2 სვეტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ჩანაწერი:

,,0413.2.20 მენეჯმენტის საინფორმაციო სისტემები Management Information Systems“;

გ) ,,ელექტრობა და ენერგია Electricity and Energy“-ის (კოდი 0713) მე-3 სვეტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ჩანაწერი:

,,0713.3.4 გათბობის, ჰაერის კონდიცირებისა და სამაცივრო სისტემების მომსახურება Heating, Air conditioning and Refrigeration (HACR) Service";

დ) ,,ტექსტილი (ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და ტყავი) Textiles (Clothes, Footwear and Leather)“ -ის (კოდი 0723) პირველ სვეტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ჩანაწერი:

,,0723.1.3 სამკერვალო და ტყავის ნაკეთობათა ტექნოლოგია Technology of sewing and leather goods“;

ე) ,,მშენებლობა და სამოქალაქო ინჟინერია Building and Civil Engineering-ის (კოდი 0732) მე-3 სვეტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ჩანაწერები:

„0732.3.10 საკალატოზე სამუშაოთა წარმოება  Bricklayer Work

0732.3.11 საშენი მასალების ხარისხის კონტროლი Quality control of building materials

0732.3.12 საავტომობილო გზების მშენებლობა Road Construction“;

ვ) ,,დენტალური მედიცინა Dental Studies“-ის (კოდი 0911) მე-3 სვეტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ჩანაწერი:

,,0911.3.2 სტომატოლოგიის ასისტირება Dental Assistance“;

ზ) ,,თერაპია და რეაბილიტაცია Therapy and Rehabilitation“-ის (კოდი 0915)  მე-3 სვეტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ჩანაწერი:

,,0915.3.1 მასაჟის თერაპია Massage Therapy”;

თ) ,,ტრანსპორტის მომსახურებები Transport Services“-ის (კოდი 1041) მე-3 სვეტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ჩანაწერი:

„1041.3.7 საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვები International Road Transport”.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრიალექსანდრე წულაძე