„ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 10 აპრილის №69/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 10 აპრილის №69/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 33/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
მიღების თარიღი 18/03/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/03/2020
სარეგისტრაციო კოდი 430010000.22.022.017891
33/ნ
18/03/2020
ვებგვერდი, 19/03/2020
430010000.22.022.017891
„ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 10 აპრილის №69/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
 

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის

ბრძანება №33/ნ

2020 წლის 18 მარტი

ქ. თბილისი

 

„ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 10 აპრილის №69/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

 


მუხლი 1
„ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 10 აპრილის №69/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge; სარეგისტრაციო კოდი 430010000.22.022.017693, 12/04/2019) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:

„გ) „უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამებისა და ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის „ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსთან“ და „სწავლის სფეროების კლასიფიკატორთან“ შესაბამისობის დადგენის მიზნით თვითშეფასების ანგარიშის წარდგენის ვადები“ ამ ბრძანების დანართი №3-ის შესაბამისად.“.

2. ბრძანებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 მუხლი:

„მუხლი 11

1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ სრულყოფილად შევსებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამებისა და ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის „ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსთან“ და „სწავლის სფეროების კლასიფიკატორთან“ შესაბამისობის დადგენის მიზნით თვითშეფასების ანგარიშის (შემდგომში – თვითშეფასების ანგარიში) ფორმა წარდგენილ უნდა იქნეს სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში (შემდგომში – ცენტრი).

2. თვითშეფასების ანგარიშის ფორმა მტკიცდება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“.

3. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2

დადგინდეს 2018 წლის 5 ოქტომბრის მდგომარეობით ავტორიზებულ/აკრედიტებულ რეჟიმში მოქმედი საგანმანათლებლო პროგრამების ამ ბრძანების დანართი №1-ით დამტკიცებულ „ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა“ და ამ ბრძანების დანართი №2-ით დამტკიცებულ „სწავლის სფეროების კლასიფიკატორთან“ შესაბამისობის უზრუნველყოფის შემდეგი ეტაპები:

ა) ზოგადსაგანმანათლებლო/პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებისათვის (მათ შორის, ამ ბრძანების მე-4 მუხლით გათვალისწინებული იმ ზოგადსაგანმანათლებლო/პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებისათვის, რომლებიც ავტორიზაციის/აკრედიტაციის რეჟიმში უწყვეტად განხორციელების მიზნით აისახება ამ ბრძანების ამოქმედებიდან 2020 წლის 29 თებერვლის ჩათვლით წარდგენილ საავტორიზაციო/სააკრედიტაციო განაცხადში და შეესაბამება „ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის №120/ნ ბრძანებას), გარდა ამ მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა – არაუგვიანეს 2020 წლის 30 სექტემბერი;

ბ) უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამებისათვის და ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამისათვის (მათ შორის, ამ ბრძანების მე-4 მუხლით გათვალისწინებული იმ უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამებისათვის და ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამისათვის, რომლებიც აკრედიტაციის რეჟიმში უწყვეტად განხორციელების მიზნით, აისახება ამ ბრძანების ამოქმედებიდან 2020 წლის 29 თებერვლის ჩათვლით წარდგენილ სააკრედიტაციო განაცხადში/რომლებიც უწყვეტად განხორციელების მიზნით, აისახება ამ ბრძანების ამოქმედებიდან წარდგენილ საავტორიზაციო განაცხადში და შეესაბამება „ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის №120/ნ ბრძანებას), გარდა ამ მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა - ამ ბრძანების პირველი მუხლის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული თვითშეფასების წარდგენის ვადები;

გ) ზოგადსაგანმანათლებლო/პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებისათვის, რომლებიც ავტორიზაციის/აკრედიტაციის რეჟიმში უწყვეტად განხორციელების მიზნით, და ასევე, უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამები და ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა, რომლებიც აკრედიტაციის რეჟიმში უწყვეტად განხორციელების მიზნით, აისახება 2020 წლის 1 მარტიდან 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით წარდგენილ საავტორიზაციო/სააკრედიტაციო განაცხადში – შესაბამისი საავტორიზაციო/სააკრედიტაციო განაცხადის ცენტრში დარეგისტრირების თარიღი.“.

4. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 4

1. ამ ბრძანების მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ის ზოგადსაგანმანათლებლო/პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებიც ავტორიზაციის/აკრედიტაციის რეჟიმში უწყვეტად განხორციელების მიზნით, და ასევე, ამ ბრძანების მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამები და ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა, რომლებიც აკრედიტაციის რეჟიმში უწყვეტად განხორციელების მიზნით, აისახება ამ ბრძანების ამოქმედებიდან 2020 წლის 29 თებერვლის ჩათვლით წარდგენილ საავტორიზაციო/სააკრედიტაციო განაცხადში, უნდა შეესაბამებოდეს ამ ბრძანებით დადგენილ მოთხოვნებს ან „ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის №120/ნ ბრძანებას.

2. ამ ბრძანების მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამები და ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა, რომლებიც უწყვეტად განხორციელების მიზნით, აისახება ამ ბრძანების ამოქმედებიდან წარდგენილ საავტორიზაციო განაცხადში, უნდა შეესაბამებოდეს  ამ ბრძანებით დადგენილ მოთხოვნებს ან „ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის №120/ნ ბრძანებას.“.

5. ბრძანებას დაემატოს მე-3 დანართი – „უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამებისა და ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის „ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსთან“ და „სწავლის სფეროების კლასიფიკატორთან“ შესაბამისობის დადგენის მიზნით თვითშეფასების ანგარიშის წარდგენის ვადები.“.

 

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრიმიხეილ ჩხენკელი




„დანართი 3

უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამებისა და ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამისეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსთანდასწავლის სფეროების კლასიფიკატორთანშესაბამისობის დადგენის მიზნით თვითშეფასების ანგარიშის წარდგენის ვადები

 

თვითშეფასების ანგარიშის წარდგენის  ვადა

სწავლის სფეროების კლასიფიკატორის დეტალური სფერო კოდის მიხედვით

2020 წ.
30 სექტემბერი-30 ნოემბერი

0511, 0512, 0531, 0532, 0533, 0541, 0542, 0588

0911, 0912, 0913, 0915, 0916, 0919, 0923

2021 წ. 30 სექტემბერი-30 ნოემბერი

0214, 0288

0221;  0223

0311

0312

0421

2022 წ.30 სექტემბერი-30 ნოემბერი

0611, 0612, 0613, 0619

0711, 0712, 0713, 0714, 0715, 0716, 0719, 0722, 0723, 0724, 0731,  0732, 0739, 0788

2023 წ. 30 სექტემბერი-30 ნოემბერი 

0411, 0412, 0413, 0414,

0521, 0522,

2024 წ. 30 სექტემბერი-30 ნოემბერი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

0222

0313, 0314, 0319, 0321, 0322, 0388

0811, 0812, 0821, 0841, 0888

1014, 1015, 1019, 1022, 1031, 1032, 1041

2025 წ. 30 სექტემბერი-30 ნოემბერი

0111, 0112, 0113, 0114,

0211, 0212, 0213, 0215,

0231 (მათ შორის, ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა) 0232, 0239

0721