დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 10 აპრილის №69/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 26/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 27/05/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/05/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430010000.22.022.018661 |
|
„ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 10 აპრილის №69/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 10 აპრილის №69/ნ ბრძანებით (www.matsne.gov.ge, სარეგისტრაციო კოდი: 430010000.22.022.017693, 12/04/2019) დამტკიცებული ,,სწავლის სფეროების კლასიფიკატორის“ (დანართი №2):
ა) მე-3 მუხლით გათვალისწინებული დეტალური სფეროს „მემცენარეობა და მეცხოველეობა Crop and Livestock Production“ (კოდი – 0811): ა.ა) მე-2 სვეტში არსებული ჩანაწერი „0811.2.3 მეცხოველეობა Animal Husbandry“ ამოღებულ იქნეს; ა.ბ) პირველ სვეტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ჩანაწერი: „0811.1.2 მეცხოველეობა Animal Husbandry“; ბ) მე-4 მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული ცხრილის სწავლის სფეროს „022-023 ჰუმანიტარული მეცნიერებების“ სვეტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. 0221-0229 და 0231-0239 დეტალურ სფეროებში შემავალი სწავლის სფეროს (გარდა ქვემოთ მითითებული გამონაკლისისა) შესაბამისი კვალიფიკაციის დასახელებების ფორმულირებები: ა) ჰუმანიტარული მეცნიერებების ბაკალავრი დეტალური სწავლის სფეროს მითითებით Bachelor of Arts (BA ) – Field of study ჰუმანიტარული მეცნიერებების მაგისტრი დეტალური სწავლის სფეროს მითითებით Master of Arts (MA) – Field of study ან ბ) ბაკალავრი დეტალური სწავლის სფეროს მითითებით Bachelor – Field of study მაგისტრი დეტალური სწავლის სფეროს მითითებით Master – Field of study. 2. უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ერთობლივი სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში 0231 დეტალურ სფეროში 0231.2.1 კოდით გათვალისწინებული სწავლის სფეროს (ლექსიკოგრაფია Lexicography) კვალიფიკაციის დასახელების ფორმულირებები: ა) ჰუმანიტარული მეცნიერებების ბაკალავრი დეტალური სწავლის სფეროს მითითებით Bachelor of Arts (BA ) – Field of study ჰუმანიტარული მეცნიერებების მაგისტრი დეტალური სწავლის სფეროს მითითებით Master of Arts (MA) – Field of study ან ბ) ბაკალავრი დეტალური სწავლის სფეროს მითითებით Bachelor – Field of study მაგისტრი დეტალური სწავლის სფეროს მითითებით Master – Field of study ან გ) ევროპული მაგისტრი დეტალური სწავლის სფეროს მითითებით European Master – Field of study.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები