„ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 10 აპრილის №69/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 107/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
მიღების თარიღი 19/10/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/10/2020
სარეგისტრაციო კოდი 430010000.22.022.017966
107/ნ
19/10/2020
ვებგვერდი, 19/10/2020
430010000.22.022.017966
„ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 10 აპრილის №69/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
 
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის

ბრძანება №107/ნ

2020 წლის 19 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 10 აპრილის №69/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 10 აპრილის №69/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge; სარეგისტრაციო კოდი: 430010000.22.022.017693, 12/04/2019) და ბრძანების 11 მუხლს დაემატოს  შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. თვითშეფასების ანგარიშის ცენტრში წარმოდგენის ვალდებულება არ ვრცელდება:

ა) იმ უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამებსა და ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამებთან მიმართებით, რომლებსაც აკრედიტაცია/პირობითი აკრედიტაცია მინიჭებული აქვთ ,,ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს“ და „სწავლის სფეროების კლასიფიკატორის“ მიხედვით;

ბ) იმ უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამებსა და ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამებთან მიმართებით, რომლებზეც ამ ბრძანების №3 დანართით გათვალისწინებულ თვითშეფასების ანგარიშის წარდგენის ვადებამდე ან/და ამ ვადების პერიოდში ცენტრში წარდგენილი ექნებათ სააკრედიტაციო განაცხადი.“;

მუხლი 2
„ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 10 აპრილის №69/ნ ბრძანების პირველი მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანართი №3 ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების დანართის შესაბამისად.
მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრიმიხეილ ჩხენკელი