მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ

  • Word
მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1221
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 06/02/1998
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი პარლამენტის უწყებანი, 8-9, 06/02/1998
სარეგისტრაციო კოდი 210.000.000.05.001.000.316
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
1221
06/02/1998
პარლამენტის უწყებანი, 8-9, 06/02/1998
210.000.000.05.001.000.316
მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (25/06/1999 - 05/12/2000)

საქართველოს კანონი

მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ

ეს კანონი განსაზღვრავს მოსაკრებლების სისტემის ზოგად პრინციპებს. მისი ამოცანაა ჩამოაყალიბოს საერთო პოლიტიკა იმ გადასახდელების მიმართ, რომლებიც გადაიხდევინება აღმასრულებელი ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებისა და სასამართლო დაწესებულებების მიერ მომსახურების გაწევისა და კანონით განსაზღვრული უფლებების მინიჭებისათვის.

    მუხლი 1. მოსაკრებლის ცნება

მოსაკრებელი არის აუცილებელი გადასახდელი ბიუჯეტში, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათთვის კანონით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელების და/ან სარგებლობის უფლების მინიჭებისათვის, აგრეთვე სახელმწიფო ორგანოების მიერ გაწეული გარკვეული მომსახურებისათვის.

    მუხლი 2. მოსაკრებლების სისტემა

მოსაკრებლების სისტემა მოიცავს ამ კანონით გათვალისწინებული მოსაკრებლების (მათი დაწესების, შეცვლისა და გაუქმების) გადახდევინების პრინციპების, ფორმებისა და მეთოდების ერთობლიობას.

    მუხლი 3. მოსაკრებლების დაწესება და გადახდევინება

1. საქართველოში მოსაკრებლების სტრუქტურას, ოდენობასა და შემოღების წესს ადგენს მხოლოდ კანონი.

2. მოსაკრებლების გადამხდელი ფიზიკური და იურიდიული პირები ვალდებულნი არიან გადაიხადონ ამ კანონით დაწესებული საერთო-სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი მოსაკრებლები.

3. დაუშვებელია ამ კანონით გაუთვალისწინებელი მოსაკრებლის გადახდის ვალდებულების ვინმესთვის დაკისრება.

4. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოებს, აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებს შეუძლიათ შემოიღონ მხოლოდ საქართველოს შესაბამისი კანონით დაწესებული ადგილობრივი მოსაკრებლები.

    მუხლი 4. კანონმდებლობა მოსაკრებლების შესახებ

1. კანონმდებლობა მოსაკრებლების შესახებ შედგება ამ კანონისაგან, მის შესაბამისად მიღებული კანონებისა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისაგან.

2. მოსაკრებლების შესახებ კანონები და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ამ კანონს.

3. მოსაკრებლების თაობაზე კანონების დებულებებსა და კანონმდებლობის სხვა სფეროს ნორმატიული აქტების დებულებებს შორის მოსაკრებლების დაწესების, შეცვლისა და გაუქმების საკითხებზე კოლიზიის წარმოშობისას გამოიყენება მოსაკრებლების შესახებ კანონები.

4. აკრძალულია მოსაკრებლებთან დაკავშირებული საკითხების მოსაკრებლების შესახებ კანონმდებლობის გარდა სხვა კანონმდებლობით მოწესრიგება.

    მუხლი 5. მოსაკრებლის სახეები

1. მოსაკრებლის სახეებია:

ა) საბაჟო მოსაკრებლები;

ბ) სალიცენზიო მოსაკრებლები;

გ) სახელმწიფოს სერტიფიკატის მოსაკრებლები;

დ) სარეგისტრაციო მოსაკრებლები;

ე) (ამოღებულია);

ვ) სახელმწიფოს საექსპერტიზო მოსაკრებლები;

ზ) სახელმწიფო ბაჟი;

თ) საკონსულო მოსაკრებლები;

ი) მიგრანტთა ინსპექტირების მოსაკრებლები;

კ) თანამდებობის პირთა დეკლარაციებისა და თანდართული მასალების ასლების გადაღების მოსაკრებელი;

ლ) სატენდერო მოსაკრებლები;

მ) ავიამგზავრთა მომსახურების მოსაკრებლები.

2. შემოღების წესის მიხედვით მოსაკრებლები შეიძლება იყოს საერთო-სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი.

3. საერთო-სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი მოსაკრებლების დაწესება ხდება შესაბამისი კანონებით.

4. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული სარეგისტრაციო და სახელმწიფოს საექსპერტო მოსაკრებლები არ ვრცელდება სამრეწველო საკუთრების დაცვასთან დაკავშირებით „საქპატენტის“ მიერ გაწეულ საქმიანობაზე.

საქართველოს 199 8 წლის 2 6 ივნის ის კანონი № 1488 - პარლამენტის უწყებანი 25-26 , 15 . 07 . 1998 წ., გვ . 30

საქართველოს 1998 წლის 9 დეკემბრის კანონი № 1725 - სსმ I, №7, 31 . 12 . 1998 წ., მუხ. 54

საქართველოს 1998 წლის 13 დეკემბრის კანონი № 17 33- სსმ I, №7, 31 . 12 . 1998 წ., მუხ. 5 6

საქართველოს 199 9 წლის 5 თებერვლ ის კანონი № 1793 - სსმ I, № 4(11) , 23 . 02 . 1999 წ., მუხ. 20

საქართველოს 199 9 წლის 2 5 ივნის ის კანონი № 2207 - სსმ I, № 31(38) , 14 . 07 . 1999 წ., მუხ. 164

    მუხლი 6. მოსაკრებლების გადამხდელები

მოსაკრებლების გადამხდელები არიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთაც სახელმწიფო ანიჭებს კანონით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელების და/ან სარგებლობის უფლებას, აგრეთვე რომელთაც სახელმწიფო ორგანოები უწევენ გარკვეულ მომსახურებას.

    მუხლი 7. მოსაკრებლების განაკვეთის განსაზღვრის ზოგადი პრინციპები

1. მოსაკრებლების განაკვეთები მათ ცალკეულ სახეობებზე წესდება ამ კანონის შესაბამისად მიღებული კანონებით და განისაზღვრება შემდეგი პრინციპებით:

ა) სახელმწიფოს მიერ უზრუნველყოფილ მომსახურებაზე და/ან უფლების მინიჭებაზე გაწეული დანახარჯების ანაზღაურების გათვალისწინებით;

ბ) განსაკუთრებულ შემთხვევებში სახელმწიფოს პოლიტიკური და ეკონომიკური (მათ შორის, მოსალოდნელი შემოსავლების გათვალისწინებით) ინტერესებიდან გამომდინარე.

2. მოსაკრებლები წესდება ლარებში ან ფარდობით სიდიდეებში.

    მუხლი 8. მოსაკრებლებისაგან მიღებული შემოსავლების განაწილება ბიუჯეტებს შორის

მოსაკრებლების ბიუჯეტებში ჩარიცხვა ხორციელდება „საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილების შესახებ“ საქართველოს კანონისა და საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად.

    მუხლი 9. გარდამავალი დებულება

ტერიტორიულ ერთეულებში, სადაც არჩეულნი არ არიან წარმომადგენლობითი ორგანოები, მათ არჩევამდე ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ კანონით დაწესებული მოსაკრებლების შემოღების უფლება ეძლევათ „საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ“ საქართველოს კანონის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის 1996 წლის 29 მაისის დადგენილების მე–5 პუნქტით განსაზღვრულ ორგანოებს.

    მუხლი 10. კანონის ამოქმედება

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი

ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

1998 წლის 6 თებერვალი.

№1221–IIს

შეტანილი ცვლილებები:

    1. საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1488- პარლამენტის უწყებანი25-26, 15.07.1998 წ., გვ.30

    2. საქართველოს 1998 წლის 9 დეკემბრის კანონი №1725- სსმ I,  №7, 31.12.1998 წ., მუხ.54

    3. საქართველოს 1998 წლის 13 დეკემბრის კანონი №1733- სსმ I, №7, 31.12.1998 წ., მუხ.56

    4. საქართველოს 1999 წლის 5 თებერვლის კანონი №1793- სსმ I, №4(11), 23.02.1999 წ., მუხ.20

    5. საქართველოს 1999 წლის 25 ივნისის კანონი №2207- სსმ I, №31(38), 14.07.1999 წ., მუხ.164

 

 

 

45. 15/12/2023 - საქართველოს კანონი - 3935-XIIIმს-Xმპ - ვებგვერდი, 27/12/2023 44. 15/12/2023 - საქართველოს კანონი - 4029-XIIIმს-Xმპ - ვებგვერდი, 25/12/2023 43. 21/09/2023 - საქართველოს კანონი - 3520-XIIIმს-Xმპ - ვებგვერდი, 12/10/2023 42. 22/12/2021 - საქართველოს კანონი - 1194-VIIრს-Xმპ - ვებგვერდი, 28/12/2021 41. 15/07/2020 - საქართველოს კანონი - 6972-რს - ვებგვერდი, 28/07/2020 40. 14/07/2020 - საქართველოს კანონი - 6809-რს - ვებგვერდი, 22/07/2020 39. 20/07/2018 - საქართველოს კანონი - 3219-რს - ვებგვერდი, 13/08/2018 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 38. 29/06/2018 - საქართველოს კანონი - 2763-IIს - ვებგვერდი, 19/07/2018 37. 01/06/2017 - საქართველოს კანონი - 897-IIს - ვებგვერდი, 21/06/2017 36. 20/09/2013 - საქართველოს კანონი - 1249-Iს - ვებგვერდი, 08/10/2013 35. 22/06/2012 - საქართველოს კანონი - 6542-Iს - ვებგვერდი, 26/06/2012 34. 23/12/2011 - საქართველოს კანონი - 5601-რს - ვებგვერდი, 30/12/2011 33. 24/11/2011 - საქართველოს კანონი - 5297-IIს - ვებგვერდი, 111205022, 05/12/2011 32. 12/11/2010 - საქართველოს კანონი - 3806 - სსმ, 66, 03/12/2010 31. 28/10/2010 - საქართველოს კანონი - 3775 - სსმ, 63, 10/11/2010 30. 21/07/2010 - საქართველოს კანონი - 3546 - სსმ, 46, 04/08/2010 29. 01/12/2009 - საქართველოს კანონი - 2208 - სსმ, 42, 10/12/2009 28. 03/11/2009 - საქართველოს კანონი - 1937 - სსმ, 35, 19/11/2009 27. 24/09/2009 - საქართველოს კანონი - 1700 - სსმ, 29, 12/10/2009 26. 17/07/2009 - საქართველოს კანონი - 1531 - სსმ, 19, 24/07/2009 25. 15/07/2008 - საქართველოს კანონი - 220 - სსმ, 17, 28/07/2008 24. 29/06/2007 - საქართველოს კანონი - 5134 - სსმ, 27, 17/07/2007 23. 29/06/2007 - საქართველოს კანონი - 5128 - სსმ, 27, 17/07/2007 22. 08/06/2007 - საქართველოს კანონი - 4928 - სსმ, 23, 21/06/2007 21. 08/06/2007 - საქართველოს კანონი - 4926 - სსმ, 22, 19/06/2007 20. 29/12/2006 - საქართველოს კანონი - 4252 - სსმ, 50, 30/12/2006 19. 10/11/2006 - საქართველოს კანონი - 3641 - სსმ, 44, 27/11/2006 18. 24/07/2006 - საქართველოს კანონი - 3501 - სსმ, 35, 03/08/2006 17. 24/05/2006 - საქართველოს კანონი - 3090 - სსმ, 20, 09/06/2006 16. 14/04/2006 - საქართველოს კანონი - 2887 - სსმ, 11, 01/05/2006 15. 13/05/2005 - საქართველოს კანონი - 1438 - სსმ, 25, 02/06/2005 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 14. 25/03/2005 - საქართველოს კანონი - 1184 - სსმ, 15, 19/04/2005 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 13. 29/12/2004 - საქართველოს კანონი - 948 - სსმ, 41, 30/12/2004 12. 26/08/2003 - საქართველოს კანონი - 3044 - სსმ, 29, 18/09/2003 11. 26/08/2003 - საქართველოს კანონი - 3011 - სსმ, 29, 18/09/2003 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 10. 07/05/2003 - საქართველოს კანონი - 2211 - სსმ, 13, 02/06/2003 9. 21/06/2002 - საქართველოს კანონი - 1545 - სსმ, 21, 12/07/2002 8. 18/12/2001 - საქართველოს კანონი - 1190 - სსმ, 36, 31/12/2001 7. 03/02/2001 - საქართველოს კანონი - 746 - სსმ, 6, 20/03/2001 6. 05/12/2000 - საქართველოს კანონი - 638 - სსმ, 48, 16/12/2000 5. 25/06/1999 - საქართველოს კანონი - 2207 - სსმ, 31(38), 14/07/1999 4. 05/02/1999 - საქართველოს კანონი - 1793 - სსმ, 4(11), 23/02/1999 3. 13/12/1998 - საქართველოს კანონი - 1733 - სსმ, 7, 31/12/1998 2. 09/12/1998 - საქართველოს კანონი - 1725 - სსმ, 7, 31/12/1998 1. 26/06/1998 - საქართველოს კანონი - 1488 - პარლამენტის უწყებანი, 25-26, 15/07/1998