„მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 6972-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 15/07/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/07/2020
სარეგისტრაციო კოდი 210000000.05.001.020116
6972-რს
15/07/2020
ვებგვერდი, 28/07/2020
210000000.05.001.020116
„მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

„მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №8−9, 21.02.1998, გვ. 8) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პრეამბულა და პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ეს კანონი განსაზღვრავს მოსაკრებლების სისტემის ზოგად პრინციპებს. მისი ამოცანაა ჩამოაყალიბოს საერთო პოლიტიკა იმ გადასახდელების მიმართ, რომლებიც გადაიხდევინება სახელმწიფო ხელისუფლების, მუნიციპალიტეტის და სასამართლო დაწესებულებების მიერ მომსახურების გაწევისა და კანონით განსაზღვრული უფლებების მინიჭებისათვის.

მუხლი 1. მოსაკრებლის ცნება

მოსაკრებელი არის აუცილებელი გადასახდელი ბიუჯეტში, რომელსაც ფიზიკური და იურიდიული პირები და ამხანაგობები იხდიან სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის ორგანოების მიერ მათთვის კანონით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელების ან/და სარგებლობის უფლების მინიჭებისათვის, აგრეთვე სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის ორგანოების მიერ გარკვეული მომსახურების გაწევისათვის.“.

2. მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოებს, აგრეთვე მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობით ორგანოებს აღმასრულებელი ორგანოების წარდგინებით შეუძლიათ შემოიღონ მხოლოდ საქართველოს შესაბამისი კანონით დაწესებული ადგილობრივი მოსაკრებლები.“.

3. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 6. მოსაკრებლის გადამხდელები

მოსაკრებლის გადამხდელები არიან ფიზიკური და იურიდიული პირები და ამხანაგობები, რომლებსაც სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის ორგანოები ანიჭებენ კანონით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელების ან/და სარგებლობის უფლებას, აგრეთვე რომელთაც სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის ორგანოები უწევენ გარკვეულ მომსახურებას.“.

4. მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სახელმწიფოს ან მუნიციპალიტეტის ორგანოების მიერ უზრუნველყოფილ მომსახურებაზე ან/და უფლების მინიჭებაზე გაწეული დანახარჯების ანაზღაურების გათვალისწინებით;“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

15 ივლისი 2020 წ.

N6972-რს