დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1221 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 06/02/1998 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | პარლამენტის უწყებანი, 8-9, 06/02/1998 |
სარეგისტრაციო კოდი | 210.000.000.05.001.000.316 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
კონსოლიდირებული ვერსია (10/11/2006 - 29/12/2006)
საქართველოს კანონი
მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ
ეს კანონი განსაზღვრავს მოსაკრებლების სისტემის ზოგად პრინციპებს. მისი ამოცანაა ჩამოაყალიბოს საერთო პოლიტიკა იმ გადასახდელების მიმართ, რომლებიც გადაიხდევინება აღმასრულებელი ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებისა და სასამართლო დაწესებულებების მიერ მომსახურების გაწევისა და კანონით განსაზღვრული უფლებების მინიჭებისათვის.
მუხლი 1. მოსაკრებლის ცნება
მოსაკრებელი არის აუცილებელი გადასახდელი ბიუჯეტში, რომელსაც ფიზიკური და იურიდიული პირები იხდიან სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოების მიერ მათთვის კანონით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელების ან/და სარგებლობის უფლების მინიჭებისათვის, აგრეთვე სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოების მიერ გარკვეული მომსახურების გაწევისათვის.
საქართველოს 200 6 წლის 2 4 ივლის ის კანონი № 3501 - სსმ I, № 35 , 03 . 08 .200 6 წ., მუხ. 257
მუხლი 2. მოსაკრებლების სისტემა
მოსაკრებლების სისტემა მოიცავს ამ კანონით გათვალისწინებული მოსაკრებლების (მათი დაწესების, შეცვლისა და გაუქმების) გადახდევინების პრინციპების, ფორმებისა და მეთოდების ერთობლიობას.
მუხლი 3. მოსაკრებლების დაწესება და გადახდევინება
1. საქართველოში მოსაკრებლების სტრუქტურას, ოდენობასა და შემოღების წესს ადგენს მხოლოდ კანონი.
2. მოსაკრებლების გადამხდელი ფიზიკური და იურიდიული პირები ვალდებულნი არიან გადაიხადონ ამ კანონით დაწესებული საერთო-სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი მოსაკრებლები.
3. დაუშვებელია ამ კანონით გაუთვალისწინებელი მოსაკრებლის გადახდის ვალდებულების ვინმესთვის დაკისრება.
4. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოებს, აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებს შეუძლიათ შემოიღონ მხოლოდ საქართველოს შესაბამისი კანონით დაწესებული ადგილობრივი მოსაკრებლები.
მუხლი 4. კანონმდებლობა მოსაკრებლების შესახებ
1. კანონმდებლობა მოსაკრებლების შესახებ შედგება ამ კანონისაგან, მის შესაბამისად მიღებული კანონებისა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისაგან.
2. მოსაკრებლების შესახებ კანონები და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ამ კანონს.
3. მოსაკრებლების თაობაზე კანონების დებულებებსა და კანონმდებლობის სხვა სფეროს ნორმატიული აქტების დებულებებს შორის მოსაკრებლების დაწესების, შეცვლისა და გაუქმების საკითხებზე კოლიზიის წარმოშობისას გამოიყენება მოსაკრებლების შესახებ კანონები.
4. აკრძალულია მოსაკრებლებთან დაკავშირებული საკითხების მოსაკრებლების შესახებ კანონმდებლობის გარდა სხვა კანონმდებლობით მოწესრიგება.
მუხლი 5. მოსაკრებლის სახეები
1. მოსაკრებლის სახეებია:
ა) საბაჟო მოსაკრებლები;
ბ) სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლები;
გ) სახელმწიფო სერტიფიკატის მოსაკრებლები;
დ) სარეგისტრაციო მოსაკრებლები;
ე) სახელმწიფო საექსპერტიზო მოსაკრებლები;
ვ) სახელმწიფო ბაჟი;
ზ) საკონსულო მოსაკრებლები;
თ) (ამოღებულია) ;
ი) (ამოღებულია) ;
კ) სატენდერო მოსაკრებელი;
ლ) (ამოღებულია) ;
მ) სააღსრულებო მოსაკრებელი;
ნ) სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებელი;
ო) საკარანტინო მომსახურების მოსაკრებელი;
პ) საჯარო ინფორმაციის ასლების გადაღების მოსაკრებელი;
ჟ) ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებელი;
რ) მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის.
2. შემოღების წესის მიხედვით მოსაკრებლები შეიძლება იყოს საერთო-სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი.
3. საერთო-სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი მოსაკრებლების დაწესება ხდება შესაბამისი კანონებით.
4. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული სარეგისტრაციო და სახელმწიფოს საექსპერტიზო მოსაკრებლები არ ვრცელდება:
ა) „საქპატენტის“ მიერ სამრეწველო საკუთრების დასაცავად გაწეულ საქმიანობაზე;
ბ) „საქჯიშცენტრის“ მიერ მცენარეთა ჯიშებზე სელექციონერთა უფლებების დასაცავად გაწეულ საქმიანობაზე.
საქართველოს 199 8 წლის 2 6 ივნის ის კანონი № 1488 - პარლამენტის უწყებანი № 25-26 , 15 . 07 . 1998 წ., გვ . 30
საქართველოს 1998 წლის 9 დეკემბრის კანონი № 1725 - სსმ I, №7, 31 . 12 . 1998 წ., მუხ. 54
საქართველოს 1998 წლის 13 დეკემბრის კანონი № 17 33- სსმ I, №7, 31 . 12 . 1998 წ., მუხ. 5 6
საქართველოს 199 9 წლის 5 თებერვლ ის კანონი № 1793 - სსმ I, № 4(11) , 23 . 02 . 1999 წ., მუხ. 20
საქართველოს 199 9 წლის 2 5 ივნის ის კანონი № 2207 - სსმ I, № 31(38) , 14 . 07 . 1999 წ., მუხ. 164
საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №638- სსმ I, №48, 16. 12 .2000 წ., მუხ.138
საქართველოს 2001 წლის 2 მარტ ის კანონი № 746 - სსმ I, № 6 , 20 . 03 .200 1 წ., მუხ. 9
საქართველოს 2001 წლის 18 დეკემბრის კანონი №1190- სსმ I, №36, 31. 12 .2001 წ., მუხ.139
საქართველოს 2002 წლის 21 ივნის ის კანონი №1545- სსმ I, №21, 1 2. 07 .2002 წ., მუხ.92
საქართველოს 2003 წლის 7 მაის ის კანონი № 2211 - სსმ I, № 13 , 02 . 06 .200 3 წ., მუხ. 76
საქართველოს 2003 წლის 26 აგვისტო ს კანონი № 3011 - სსმ I № 29 , 18 . 09 .200 3 წ., მუხ. 208
საქართველოს 2003 წლის 26 აგვისტო ს კანონი № 30 44- სსმ I № 29 , 18 . 09 .200 3 წ., მუხ. 2 15
საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №948- სსმ I, №41, 30. 12 .2004 წ., მუხ.210
საქართველოს 2005 წლის 25 მარტ ის კანონი №1184- სსმ I, №15, 19. 0 4.2005 წ., მუხ. 9 9
საქართველოს 2005 წლის 13 მაის ის კანონი № 1438 - სსმ I, № 2 5, 02 . 06 .2005 წ., მუხ. 166
საქართველოს 2006 წლის 1 4 აპრილ ის კანონი № 2887 - სსმ I, № 11 , 01 . 05 .200 6 წ., მუხ. 82
საქართველოს 200 6 წლის 24 მაის ის კანონი № 3090 - სსმ I, № 20 , 09 . 06 .200 6 წ., მუხ. 169
საქართველოს 200 6 წლის 2 4 ივლის ის კანონი № 3501 - სსმ I, № 35 , 03 . 08 .200 6 წ., მუხ. 257
საქართველოს 200 6 წლის 10 ნოემბრ ის კანონი № 3641 - სსმ I, № 44 , 27 . 11 .200 6 წ., მუხ. 289
მუხლი 6. მოსაკრებლის გადამხდელები
მოსაკრებლის გადამხდელები არიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებსაც სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოები ანიჭებენ კანონით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელების ან/და სარგებლობის უფლებას, აგრეთვე რომელთაც სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოები უწევენ გარკვეულ მომსახურებას.
საქართველოს 200 6 წლის 2 4 ივლის ის კანონი № 3501 - სსმ I, № 35 , 03 . 08 .200 6 წ., მუხ. 257
მუხლი 7. მოსაკრებლების განაკვეთის განსაზღვრის ზოგადი პრინციპები
1. მოსაკრებლების განაკვეთები მათ ცალკეულ სახეობებზე წესდება ამ კანონის შესაბამისად მიღებული კანონებით და განისაზღვრება შემდეგი პრინციპებით:
ა) სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოების მიერ უზრუნველყოფილ მომსახურებაზე ან/და უფლების მინიჭებაზე გაწეული დანახარჯების ანაზღაურების გათვალისწინებით;
ბ) განსაკუთრებულ შემთხვევებში სახელმწიფოს პოლიტიკური და ეკონომიკური (მათ შორის, მოსალოდნელი შემოსავლების გათვალისწინებით) ინტერესებიდან გამომდინარე.
2. მოსაკრებლები წესდება ლარებში ან ფარდობით სიდიდეებში.
საქართველოს 200 6 წლის 2 4 ივლის ის კანონი № 3501 - სსმ I, № 35 , 03 . 08 .200 6 წ., მუხ. 257
მუხლი 8. მოსაკრებლებისაგან მიღებული შემოსავლების განაწილება ბიუჯეტებს შორის
მოსაკრებლების ბიუჯეტებში ჩარიცხვა ხორციელდება „საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილების შესახებ“ საქართველოს კანონისა და საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 9. გარდამავალი დებულება
ტერიტორიულ ერთეულებში, სადაც არჩეულნი არ არიან წარმომადგენლობითი ორგანოები, მათ არჩევამდე ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ კანონით დაწესებული მოსაკრებლების შემოღების უფლება ეძლევათ „საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ“ საქართველოს კანონის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის 1996 წლის 29 მაისის დადგენილების მე–5 პუნქტით განსაზღვრულ ორგანოებს.
მუხლი 10. კანონის ამოქმედება
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
ედუარდ შევარდნაძე
თბილისი,
1998 წლის 6 თებერვალი.
№1221–IIს
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1488- პარლამენტის უწყებანი №25-26, 15.07.1998 წ., გვ.30
2. საქართველოს 1998 წლის 9 დეკემბრის კანონი №1725- სსმ I, №7, 31.12.1998 წ., მუხ.54
3. საქართველოს 1998 წლის 13 დეკემბრის კანონი №1733- სსმ I, №7, 31.12.1998 წ., მუხ.56
4. საქართველოს 1999 წლის 5 თებერვლის კანონი №1793- სსმ I, №4(11), 23.02.1999 წ., მუხ.20
5. საქართველოს 1999 წლის 25 ივნისის კანონი №2207- სსმ I, №31(38), 14.07.1999 წ., მუხ.164
6. საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №638- სსმ I, №48, 16.12.2000 წ., მუხ.138
7. საქართველოს 2001 წლის 2 მარტის კანონი №746- სსმ I, №6, 20.03.2001 წ., მუხ.9
8. საქართველოს 2001 წლის 18 დეკემბრის კანონი №1190- სსმ I, №36, 31.12.2001 წ., მუხ.139
9. საქართველოს 2002 წლის 21 ივნისის კანონი №1545- სსმ I, №21, 12.07.2002 წ., მუხ.92
10. საქართველოს 2003 წლის 7 მაისის კანონი №2211- სსმ I, №13, 02.06.2003 წ., მუხ.76
11. საქართველოს 2003 წლის 26 აგვისტოს კანონი №3011- სსმ I №29, 18.09.2003 წ., მუხ.208
12. საქართველოს 2003 წლის 26 აგვისტოს კანონი №3044- სსმ I №29, 18.09.2003 წ., მუხ.215
13. საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №948- სსმ I, №41, 30.12.2004 წ., მუხ.210
14. საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1184- სსმ I, №15, 19.04.2005 წ., მუხ.99
15. საქართველოს 2005 წლის 13 მაისის კანონი №1438- სსმ I, №25, 02.06.2005 წ., მუხ.166
16. საქართველოს 2006 წლის 14 აპრილის კანონი №2887- სსმ I, №11, 01.05.2006 წ., მუხ.82
17. საქართველოს 2006 წლის 24 მაისის კანონი №3090- სსმ I, №20, 09.06.2006 წ., მუხ.169
18. საქართველოს 2006 წლის 24 ივლისის კანონი №3501- სსმ I, №35, 03.08.2006 წ., მუხ.257
19. საქართველოს 2006 წლის 10 ნოემბრის კანონი №3641- სსმ I, №44, 27.11.2006 წ., მუხ.289
დოკუმენტის კომენტარები