„მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 6809-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 14/07/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/07/2020
სარეგისტრაციო კოდი 210000000.05.001.019978
6809-რს
14/07/2020
ვებგვერდი, 22/07/2020
210000000.05.001.019978
„მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

„მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №8-9, 21.02.1998, გვ. 8) შეტანილ  იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. აკრძალულია მოსაკრებლებთან დაკავშირებული საკითხების მოწესრიგება საქართველოს სხვა კანონმდებლობით, გარდა მოსაკრებლების შესახებ საქართველოს კანონმდებლობისა. ეს წესი არ ვრცელდება საინვესტიციო ფონდის ავტორიზაციის მოსაკრებელზე, რომლის ოდენობა და გადახდის წესი განისაზღვრება „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“.

2. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „პ“ ქვეპუნქტი:

„პ) საინვესტიციო ფონდის ავტორიზაციის მოსაკრებელი.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 90-ე დღეს.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

14 ივლისი 2020 წ.

N6809-რს