დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
"მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ" | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1793 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 05/02/1999 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 4(11), 23/02/1999 |
სარეგისტრაციო კოდი | 210.000.000.54.001.000.486 |
საქართველოს კანონი
„მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
I. „მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონიდან (პარლამენტის უწყებანი, №8-9, 21.02.1998) ამოღებულ იქნეს მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და ამავე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:
„4. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული სარეგისტრაციო და სახელმწიფოს საექსპერტო მოსაკრებლები არ ვრცელდება სამრეწველო საკუთრების დაცვასთან დაკავშირებით „საქპატენტის“ მიერ გაწეულ საქმიანობაზე“.
II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე
თბილისი,
1999 წლის 5 თებერვალი
№1793–IIს
დოკუმენტის კომენტარები