დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 3501 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 24/07/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 35, 03/08/2006 |
| სარეგისტრაციო კოდი | 210.000.000.05.001.002.377 |
საქართველოს კანონი
„მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №8-9, 21.02.1998, გვ. 8) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. მოსაკრებლის ცნება
მოსაკრებელი არის აუცილებელი გადასახდელი ბიუჯეტში, რომელსაც ფიზიკური და იურიდიული პირები იხდიან სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოების მიერ მათთვის კანონით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელების ან/და სარგებლობის უფლების მინიჭებისათვის, აგრეთვე სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოების მიერ გარკვეული მომსახურების გაწევისათვის.“.
2. მე-5 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „რ“ ქვეპუნქტი:
„რ) მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის.“.
3. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 6. მოსაკრებლის გადამხდელები
მოსაკრებლის გადამხდელები არიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებსაც სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოები ანიჭებენ კანონით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელების ან/და სარგებლობის უფლებას, აგრეთვე რომელთაც სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოები უწევენ გარკვეულ მომსახურებას.“.
4. მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოების მიერ უზრუნველყოფილ მომსახურებაზე ან/და უფლების მინიჭებაზე გაწეული დანახარჯების ანაზღაურების გათვალისწინებით;“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2006 წლის 24 ივლისი
№3501–რს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები