დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1221 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 06/02/1998 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | პარლამენტის უწყებანი, 8-9, 06/02/1998 |
სარეგისტრაციო კოდი | 210.000.000.05.001.000.316 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
კონსოლიდირებული ვერსია (03/11/2009 - 01/12/2009)
საქართველოს კანონი
მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ
ეს კანონი განსაზღვრავს მოსაკრებლების სისტემის ზოგად პრინციპებს. მისი ამოცანაა ჩამოაყალიბოს საერთო პოლიტიკა იმ გადასახდელების მიმართ, რომლებიც გადაიხდევინება სახელმწიფო ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და სასამართლო დაწესებულებების მიერ მომსახურების გაწევისა და კანონით განსაზღვრული უფლებების მინიჭებისათვის.
საქართველოს 2009 წლის 2 4 სექტემბრ ის კანონი № 1700 - სსმ I, № 29 , 12 . 10 .200 9 წ., მუხ. 183
მუხლი 1. მოსაკრებლის ცნება
მოსაკრებელი არის აუცილებელი გადასახდელი ბიუჯეტში, რომელსაც ფიზიკური და იურიდიული პირები იხდიან სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ მათთვის კანონით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელების ან/და სარგებლობის უფლების მინიჭებისათვის, აგრეთვე სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ გარკვეული მომსახურების გაწევისათვის.
საქართველოს 200 6 წლის 2 4 ივლის ის კანონი № 3501 - სსმ I, № 35 , 03 . 08 .200 6 წ., მუხ. 257
საქართველოს 2009 წლის 2 4 სექტემბრ ის კანონი № 1700 - სსმ I, № 29 , 12 . 10 .200 9 წ., მუხ. 183
მუხლი 2. მოსაკრებლების სისტემა
მოსაკრებლების სისტემა მოიცავს ამ კანონით გათვალისწინებული მოსაკრებლების (მათი დაწესების, შეცვლისა და გაუქმების) გადახდევინების პრინციპების, ფორმებისა და მეთოდების ერთობლიობას.
მუხლი 3. მოსაკრებლების დაწესება და გადახდევინება
1. საქართველოში მოსაკრებლების სტრუქტურას, ოდენობასა და შემოღების წესს ადგენს მხოლოდ კანონი.
2. მოსაკრებლების გადამხდელი ფიზიკური და იურიდიული პირები ვალდებულნი არიან გადაიხადონ ამ კანონით დაწესებული საერთო-სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი მოსაკრებლები.
3. დაუშვებელია ამ კანონით გაუთვალისწინებელი მოსაკრებლის გადახდის ვალდებულების ვინმესთვის დაკისრება.
4. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოებს, აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს შეუძლიათ შემოიღონ მხოლოდ საქართველოს შესაბამისი კანონით დაწესებული ადგილობრივი მოსაკრებლები.
საქართველოს 2009 წლის 2 4 სექტემბრ ის კანონი № 1700 - სსმ I, № 29 , 12 . 10 .200 9 წ., მუხ. 183
მუხლი 31. მოსაკრებლის გადახდის წესი
1. მოსაკრებლის გადამხდელის მიერ მოსაკრებელი გადახდილად ითვლება, თუ მოსაკრებლის მიმღებ ორგანოში წარდგენილია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ან საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული წესით დადგენილი საბუთი ან/და დოკუმენტი. ამასთანავე, მოსაკრებლის გადახდის დადასტურება შეიძლება განხორციელდეს ელექტრონული ფორმით, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით.
2. საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული წესით დადგენილი მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი (მათ შორის, ელექტრონული ფორმით) საბუთის ან/და დოკუმენტის მიმართ მოთხოვნებს, მისი წარდგენის წესს და მიღების ან/და აღიარების პროცედურებს ადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
საქართველოს 2009 წლის 1 7 ივლის ის კანონი №1531- სსმ I, №19, 2 4. 07 .2009 წ., მუხ.88
მუხლი 4. კანონმდებლობა მოსაკრებლების შესახებ
1. კანონმდებლობა მოსაკრებლების შესახებ შედგება ამ კანონისაგან, მის შესაბამისად მიღებული კანონებისა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისაგან.
2. მოსაკრებლების შესახებ კანონები და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ამ კანონს.
3. მოსაკრებლების თაობაზე კანონების დებულებებსა და კანონმდებლობის სხვა სფეროს ნორმატიული აქტების დებულებებს შორის მოსაკრებლების დაწესების, შეცვლისა და გაუქმების საკითხებზე კოლიზიის წარმოშობისას გამოიყენება მოსაკრებლების შესახებ კანონები.
4. აკრძალულია მოსაკრებლებთან დაკავშირებული საკითხების მოსაკრებლების შესახებ კანონმდებლობის გარდა სხვა კანონმდებლობით მოწესრიგება.
მუხლი 5. მოსაკრებლის სახეები
1. შემოღების წესის მიხედვით მოსაკრებლები არის საერთო-სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი.
2. საერთო-სახელმწიფოებრივი მოსაკრებლებია:
ა) საბაჟო მოსაკრებელი;
ბ) სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლები (გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ადგილობრივი მოსაკრებლებისა);
გ) სახელმწიფო სერტიფიკატის მოსაკრებელი;
დ) სარეგისტრაციო მოსაკრებელი;
ე) სახელმწიფო საექსპერტიზო მოსაკრებელი;
ვ) სახელმწიფო ბაჟი;
ზ) საკონსულო მოსაკრებელი;
თ) სატენდერო მოსაკრებელი;
ი) (ამოღებულია) ;
კ) სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებელი;
ლ) (ამოღებულია) ;
მ) ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებელი;
ნ) საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებელი;
ო) (ამოღებულია).
3. ადგილობრივი მოსაკრებლებია:
ა) მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტის მშენებლობისა) ნებართვის მოსაკრებელი;
ბ) ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის მოსაკრებელი;
გ) ადგილობრივი სატენდერო მოსაკრებელი;
დ) დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელი;
ე) სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი;
ვ) სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემის მოსაკრებელი;
ზ) კულტურული მემკვიდრეობის სარეაბილიტაციო არეალის ინფრასტრუქტურის მოსაკრებელი.
4. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული სარეგისტრაციო და სახელმწიფოს საექსპერტიზო მოსაკრებლები არ ვრცელდება:
ა) „საქპატენტის“ მიერ სამრეწველო საკუთრების დასაცავად გაწეულ საქმიანობაზე;
ბ) „საქჯიშცენტრის“ მიერ მცენარეთა ჯიშებზე სელექციონერთა უფლებების დასაცავად გაწეულ საქმიანობაზე.
საქართველოს 199 8 წლის 2 6 ივნის ის კანონი № 1488 - პარლამენტის უწყებანი № 25-26 , 15 . 07 . 1998 წ., გვ . 30
საქართველოს 1998 წლის 9 დეკემბრის კანონი № 1725 - სსმ I, №7, 31 . 12 . 1998 წ., მუხ. 54
საქართველოს 1998 წლის 13 დეკემბრის კანონი № 17 33- სსმ I, №7, 31 . 12 . 1998 წ., მუხ. 5 6
საქართველოს 199 9 წლის 5 თებერვლ ის კანონი № 1793 - სსმ I, № 4(11) , 23 . 02 . 1999 წ., მუხ. 20
საქართველოს 199 9 წლის 2 5 ივნის ის კანონი № 2207 - სსმ I, № 31(38) , 14 . 07 . 1999 წ., მუხ. 164
საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №638- სსმ I, №48, 16. 12 .2000 წ., მუხ.138
საქართველოს 2001 წლის 2 მარტ ის კანონი № 746 - სსმ I, № 6 , 20 . 03 .200 1 წ., მუხ. 9
საქართველოს 2001 წლის 18 დეკემბრის კანონი №1190- სსმ I, №36, 31. 12 .2001 წ., მუხ.139
საქართველოს 2002 წლის 21 ივნის ის კანონი №1545- სსმ I, №21, 1 2. 07 .2002 წ., მუხ.92
საქართველოს 2003 წლის 7 მაის ის კანონი № 2211 - სსმ I, № 13 , 02 . 06 .200 3 წ., მუხ. 76
საქართველოს 2003 წლის 26 აგვისტო ს კანონი № 3011 - სსმ I № 29 , 18 . 09 .200 3 წ., მუხ. 208
საქართველოს 2003 წლის 26 აგვისტო ს კანონი № 30 44- სსმ I № 29 , 18 . 09 .200 3 წ., მუხ. 2 15
საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №948- სსმ I, №41, 30. 12 .2004 წ., მუხ.210
საქართველოს 2005 წლის 25 მარტ ის კანონი №1184- სსმ I, №15, 19. 0 4.2005 წ., მუხ. 9 9
საქართველოს 2005 წლის 13 მაის ის კანონი № 1438 - სსმ I, № 2 5, 02 . 06 .2005 წ., მუხ. 166
საქართველოს 2006 წლის 1 4 აპრილ ის კანონი № 2887 - სსმ I, № 11 , 01 . 05 .200 6 წ., მუხ. 82
საქართველოს 200 6 წლის 24 მაის ის კანონი № 3090 - სსმ I, № 20 , 09 . 06 .200 6 წ., მუხ. 169
საქართველოს 200 6 წლის 2 4 ივლის ის კანონი № 3501 - სსმ I, № 35 , 03 . 08 .200 6 წ., მუხ. 257
საქართველოს 200 6 წლის 10 ნოემბრ ის კანონი № 3641 - სსმ I, № 44 , 27 . 11 .200 6 წ., მუხ. 289
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4252- სსმ I, №50, 30. 12 .2006 წ., მუხ.403
საქართველოს 2007 წლის 8 ივნის ის კანონი №4926- სსმ I, №22, 1 9. 0 6.2007 წ., მუხ.207
საქართველოს 2007 წლის 8 ივნის ის კანონი №4928- სსმ I, №23, 21. 0 6.2007 წ., მუხ.211
საქართველოს 2007 წლის 29 ივნის ის კანონი №5128- სსმ I, №27, 17. 0 7.2007 წ., მუხ.261
საქართველოს 2007 წლის 29 ივნის ის კანონი №51 34 - სსმ I, №27, 17. 0 7.2007 წ., მუხ.26 7
საქართველოს 200 8 წლის 15 ივლის ის კანონი № 220 - სსმ I, № 17 , 28 . 07 .200 8 წ., მუხ. 136
საქართველოს 200 9 წლის 3 ნოემბრ ის კანონი № 1937 - სსმ I, № 35 , 19 . 11 .200 9 წ., მუხ. 242
მუხლი 6. მოსაკრებლის გადამხდელები
მოსაკრებლის გადამხდელები არიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებსაც სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები ანიჭებენ კანონით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელების ან/და სარგებლობის უფლებას, აგრეთვე რომელთაც სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები უწევენ გარკვეულ მომსახურებას.
საქართველოს 200 6 წლის 2 4 ივლის ის კანონი № 3501 - სსმ I, № 35 , 03 . 08 .200 6 წ., მუხ. 257
საქართველოს 2009 წლის 2 4 სექტემბრ ის კანონი № 1700 - სსმ I, № 29 , 12 . 10 .200 9 წ., მუხ. 183
მუხლი 7. მოსაკრებლების განაკვეთის განსაზღვრის ზოგადი პრინციპები
1. მოსაკრებლების განაკვეთები მათ ცალკეულ სახეობებზე წესდება ამ კანონის შესაბამისად მიღებული კანონებით და განისაზღვრება შემდეგი პრინციპებით:
ა) სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ უზრუნველყოფილ მომსახურებაზე ან/და უფლების მინიჭებაზე გაწეული დანახარჯების ანაზღაურების გათვალისწინებით;
ბ) განსაკუთრებულ შემთხვევებში სახელმწიფოს პოლიტიკური და ეკონომიკური (მათ შორის, მოსალოდნელი შემოსავლების გათვალისწინებით) ინტერესებიდან გამომდინარე.
2. მოსაკრებლები წესდება ლარებში ან ფარდობით სიდიდეებში.
საქართველოს 200 6 წლის 2 4 ივლის ის კანონი № 3501 - სსმ I, № 35 , 03 . 08 .200 6 წ., მუხ. 257
საქართველოს 2009 წლის 2 4 სექტემბრ ის კანონი № 1700 - სსმ I, № 29 , 12 . 10 .200 9 წ., მუხ. 183
მუხლი 8. მოსაკრებლებისაგან მიღებული შემოსავლების განაწილება ბიუჯეტებს შორის
მოსაკრებლების ბიუჯეტებში ჩარიცხვა ხორციელდება „საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილების შესახებ“ საქართველოს კანონისა და საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 9. გარდამავალი დებულება
ტერიტორიულ ერთეულებში, სადაც არჩეულნი არ არიან წარმომადგენლობითი ორგანოები, მათ არჩევამდე ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ კანონით დაწესებული მოსაკრებლების შემოღების უფლება ეძლევათ „საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ“ საქართველოს კანონის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის 1996 წლის 29 მაისის დადგენილების მე–5 პუნქტით განსაზღვრულ ორგანოებს.
მუხლი 10. კანონის ამოქმედება
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
ედუარდ შევარდნაძე
თბილისი,
1998 წლის 6 თებერვალი.
№1221–IIს
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1488- პარლამენტის უწყებანი №25-26, 15.07.1998 წ., გვ.30
2. საქართველოს 1998 წლის 9 დეკემბრის კანონი №1725- სსმ I, №7, 31.12.1998 წ., მუხ.54
3. საქართველოს 1998 წლის 13 დეკემბრის კანონი №1733- სსმ I, №7, 31.12.1998 წ., მუხ.56
4. საქართველოს 1999 წლის 5 თებერვლის კანონი №1793- სსმ I, №4(11), 23.02.1999 წ., მუხ.20
5. საქართველოს 1999 წლის 25 ივნისის კანონი №2207- სსმ I, №31(38), 14.07.1999 წ., მუხ.164
6. საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №638- სსმ I, №48, 16.12.2000 წ., მუხ.138
7. საქართველოს 2001 წლის 2 მარტის კანონი №746- სსმ I, №6, 20.03.2001 წ., მუხ.9
8. საქართველოს 2001 წლის 18 დეკემბრის კანონი №1190- სსმ I, №36, 31.12.2001 წ., მუხ.139
9. საქართველოს 2002 წლის 21 ივნისის კანონი №1545- სსმ I, №21, 12.07.2002 წ., მუხ.92
10. საქართველოს 2003 წლის 7 მაისის კანონი №2211- სსმ I, №13, 02.06.2003 წ., მუხ.76
11. საქართველოს 2003 წლის 26 აგვისტოს კანონი №3011- სსმ I №29, 18.09.2003 წ., მუხ.208
12. საქართველოს 2003 წლის 26 აგვისტოს კანონი №3044- სსმ I №29, 18.09.2003 წ., მუხ.215
13. საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №948- სსმ I, №41, 30.12.2004 წ., მუხ.210
14. საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1184- სსმ I, №15, 19.04.2005 წ., მუხ.99
15. საქართველოს 2005 წლის 13 მაისის კანონი №1438- სსმ I, №25, 02.06.2005 წ., მუხ.166
16. საქართველოს 2006 წლის 14 აპრილის კანონი №2887- სსმ I, №11, 01.05.2006 წ., მუხ.82
17. საქართველოს 2006 წლის 24 მაისის კანონი №3090- სსმ I, №20, 09.06.2006 წ., მუხ.169
18. საქართველოს 2006 წლის 24 ივლისის კანონი №3501- სსმ I, №35, 03.08.2006 წ., მუხ.257
19. საქართველოს 2006 წლის 10 ნოემბრის კანონი №3641- სსმ I, №44, 27.11.2006 წ., მუხ.289
20. საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4252- სსმ I, №50, 30.12.2006 წ., მუხ.403
21. საქართველოს 2007 წლის 8 ივნისის კანონი №4926- სსმ I, №22, 19.06.2007 წ., მუხ.207
22. საქართველოს 2007 წლის 8 ივნისის კანონი №4928- სსმ I, №23, 21.06.2007 წ., მუხ.211
23. საქართველოს 2007 წლის 29 ივნისის კანონი №5128- სსმ I, №27, 17.07.2007 წ., მუხ.261
24. საქართველოს 2007 წლის 29 ივნისის კანონი №5134- სსმ I, №27, 17.07.2007 წ., მუხ.267
25. საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №220- სსმ I, №17, 28.07.2008 წ., მუხ.136
26. საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის კანონი №1531- სსმ I, №19, 24.07.2009 წ., მუხ.88
27. საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1700- სსმ I, №29, 12.10.2009 წ., მუხ.183
28. საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1937- სსმ I, №35, 19.11.2009 წ., მუხ.242
დოკუმენტის კომენტარები