„მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1184
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 25/03/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 15, 19/04/2005
სარეგისტრაციო კოდი 210.010.000.05.001.001.758
  • Word
1184
25/03/2005
სსმ, 15, 19/04/2005
210.010.000.05.001.001.758
„მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №8-9, 21.02.1998, გვ. 8) მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მოსაკრებლის სახეებია:

ა) საბაჟო მოსაკრებლები;

ბ) სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლები;

გ) სახელმწიფო სერტიფიკატის მოსაკრებლები;

დ) სარეგისტრაციო მოსაკრებლები;

ე) სახელმწიფო საექსპერტიზო მოსაკრებლები;

ვ) სახელმწიფო ბაჟი;

ზ) საკონსულო მოსაკრებლები;

თ) მიგრანტთა ინსპექტირების მოსაკრებლები;

ი) თანამდებობის პირთა დეკლარაციებისა და თანდართული მასალების ასლების გადაღების მოსაკრებელი;

კ) სატენდერო მოსაკრებელი;

ლ) ავიამგზავრთა მომსახურების მოსაკრებლები;

მ) სააღსრულებო მოსაკრებელი;

ნ) სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებელი;

ო) საკარანტინო მომსახურების მოსაკრებელი.“.

    მუხლი 2

გაუქმებულ იქნეს საქართველოს 2003 წლის 26 აგვისტოს კანონი „მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №29, 18.09.2003, მუხ. 208).

    მუხლი 3

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი      მ. სააკაშვილი

თბილისი,

2005 წლის 25 მარტი.

№1184–Iს