„მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3935-XIIIმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 15/12/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/12/2023
ძალაში შესვლის თარიღი 01/04/2024
სარეგისტრაციო კოდი 210000000.05.001.102205
3935-XIIIმს-Xმპ
15/12/2023
ვებგვერდი, 27/12/2023
210000000.05.001.102205
„მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №8-9, 21.02.1998, გვ. 8) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. აკრძალულია მოსაკრებლებთან დაკავშირებული საკითხების მოწესრიგება საქართველოს სხვა კანონმდებლობით, გარდა მოსაკრებლების შესახებ საქართველოს კანონმდებლობისა. ეს წესი არ ვრცელდება საინვესტიციო ფონდის ავტორიზაციის მოსაკრებელზე, რომლის ოდენობა და გადახდის წესი განისაზღვრება „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონით, და სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის ავტორიზაციის მოსაკრებელზე, რომლის ოდენობა და გადახდის წესი განისაზღვრება „ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ“ საქართველოს კანონით.“.

2. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „რ“ ქვეპუნქტი:

„რ) სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის ავტორიზაციის მოსაკრებელი.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2024 წლის 1 აპრილიდან.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

15 დეკემბერი 2023 წ.

N3935-XIIIმს-Xმპ