მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ

მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1221
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 06/02/1998
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი პარლამენტის უწყებანი, 8-9, 06/02/1998
სარეგისტრაციო კოდი 210.000.000.05.001.000.316
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
1221
06/02/1998
პარლამენტის უწყებანი, 8-9, 06/02/1998
210.000.000.05.001.000.316
მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღებით! თქვენ ეცნობით არა საბოლოო რედაქციას. საბოლოო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (08/06/2007 - 08/06/2007)

საქართველოს კანონი

მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ

ეს კანონი განსაზღვრავს მოსაკრებლების სისტემის ზოგად პრინციპებს. მისი ამოცანაა ჩამოაყალიბოს საერთო პოლიტიკა იმ გადასახდელების მიმართ, რომლებიც გადაიხდევინება აღმასრულებელი ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებისა და სასამართლო დაწესებულებების მიერ მომსახურების გაწევისა და კანონით განსაზღვრული უფლებების მინიჭებისათვის.

    მუხლი 1. მოსაკრებლის ცნება

მოსაკრებელი არის აუცილებელი გადასახდელი ბიუჯეტში, რომელსაც ფიზიკური და იურიდიული პირები იხდიან სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოების მიერ მათთვის კანონით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელების ან/და სარგებლობის უფლების მინიჭებისათვის, აგრეთვე სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოების მიერ გარკვეული მომსახურების გაწევისათვის.

საქართველოს 200 6 წლის 2 4 ივლის ის კანონი № 3501 - სსმ I, № 35 , 03 . 08 .200 6 წ., მუხ. 257

    მუხლი 2. მოსაკრებლების სისტემა

მოსაკრებლების სისტემა მოიცავს ამ კანონით გათვალისწინებული მოსაკრებლების (მათი დაწესების, შეცვლისა და გაუქმების) გადახდევინების პრინციპების, ფორმებისა და მეთოდების ერთობლიობას.

    მუხლი 3. მოსაკრებლების დაწესება და გადახდევინება

1. საქართველოში მოსაკრებლების სტრუქტურას, ოდენობასა და შემოღების წესს ადგენს მხოლოდ კანონი.

2. მოსაკრებლების გადამხდელი ფიზიკური და იურიდიული პირები ვალდებულნი არიან გადაიხადონ ამ კანონით დაწესებული საერთო-სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი მოსაკრებლები.

3. დაუშვებელია ამ კანონით გაუთვალისწინებელი მოსაკრებლის გადახდის ვალდებულების ვინმესთვის დაკისრება.

4. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოებს, აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებს შეუძლიათ შემოიღონ მხოლოდ საქართველოს შესაბამისი კანონით დაწესებული ადგილობრივი მოსაკრებლები.

    მუხლი 4. კანონმდებლობა მოსაკრებლების შესახებ

1. კანონმდებლობა მოსაკრებლების შესახებ შედგება ამ კანონისაგან, მის შესაბამისად მიღებული კანონებისა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისაგან.

2. მოსაკრებლების შესახებ კანონები და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ამ კანონს.

3. მოსაკრებლების თაობაზე კანონების დებულებებსა და კანონმდებლობის სხვა სფეროს ნორმატიული აქტების დებულებებს შორის მოსაკრებლების დაწესების, შეცვლისა და გაუქმების საკითხებზე კოლიზიის წარმოშობისას გამოიყენება მოსაკრებლების შესახებ კანონები.

4. აკრძალულია მოსაკრებლებთან დაკავშირებული საკითხების მოსაკრებლების შესახებ კანონმდებლობის გარდა სხვა კანონმდებლობით მოწესრიგება.

    მუხლი 5. მოსაკრებლის სახეები

1. შემოღების წესის მიხედვით მოსაკრებლები არის საერთო-სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი.

2. საერთო-სახელმწიფოებრივი მოსაკრებლებია:

ა) საბაჟო მოსაკრებელი;

ბ) სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლები (გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ადგილობრივი მოსაკრებლებისა);

გ) სახელმწიფო სერტიფიკატის მოსაკრებელი;

დ) სარეგისტრაციო მოსაკრებელი;

ე) სახელმწიფო საექსპერტიზო მოსაკრებელი;

ვ) სახელმწიფო ბაჟი;

ზ) საკონსულო მოსაკრებელი;

თ) სატენდერო მოსაკრებელი;

ი) სააღსრულებო მოსაკრებელი;

კ) სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებელი;

ლ) საკარანტინო მომსახურების მოსაკრებელი;

მ) ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებელი;

ნ) საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებელი.

3. ადგილობრივი მოსაკრებლებია:

ა) მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტის მშენებლობისა) ნებართვის მოსაკრებელი;

ბ) ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის მოსაკრებელი;

გ) ადგილობრივი სატენდერო მოსაკრებელი;

დ) დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელი;

ე) სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი;

ვ) სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემის მოსაკრებელი.

4. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული სარეგისტრაციო და სახელმწიფოს საექსპერტიზო მოსაკრებლები არ ვრცელდება:

ა) „საქპატენტის“ მიერ სამრეწველო საკუთრების დასაცავად გაწეულ საქმიანობაზე;

     ბ) „საქჯიშცენტრის“ მიერ მცენარეთა ჯიშებზე სელექციონერთა უფლებების დასაცავად გაწეულ საქმიანობაზე.

საქართველოს 199 8 წლის 2 6 ივნის ის კანონი № 1488 - პარლამენტის უწყებანი 25-26 , 15 . 07 . 1998 წ., გვ . 30

საქართველოს 1998 წლის 9 დეკემბრის კანონი № 1725 - სსმ I, №7, 31 . 12 . 1998 წ., მუხ. 54

საქართველოს 1998 წლის 13 დეკემბრის კანონი № 17 33- სსმ I, №7, 31 . 12 . 1998 წ., მუხ. 5 6

საქართველოს 199 9 წლის 5 თებერვლ ის კანონი № 1793 - სსმ I, № 4(11) , 23 . 02 . 1999 წ., მუხ. 20

საქართველოს 199 9 წლის 2 5 ივნის ის კანონი № 2207 - სსმ I, № 31(38) , 14 . 07 . 1999 წ., მუხ. 164

საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №638- სსმ I, №48, 16. 12 .2000 წ., მუხ.138

საქართველოს 2001 წლის 2 მარტ ის კანონი № 746 - სსმ I, № 6 , 20 . 03 .200 1 წ., მუხ. 9

საქართველოს 2001 წლის 18 დეკემბრის კანონი №1190- სსმ I, №36, 31. 12 .2001 წ., მუხ.139

საქართველოს 2002 წლის 21 ივნის ის კანონი №1545- სსმ I, №21, 1 2. 07 .2002 წ., მუხ.92

საქართველოს 2003 წლის 7 მაის ის კანონი № 2211 - სსმ I, № 13 , 02 . 06 .200 3 წ., მუხ. 76

საქართველოს 2003 წლის 26 აგვისტო ს კანონი № 3011 - სსმ I № 29 , 18 . 09 .200 3 წ., მუხ. 208

საქართველოს 2003 წლის 26 აგვისტო ს კანონი № 30 44- სსმ I № 29 , 18 . 09 .200 3 წ., მუხ. 2 15

საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №948- სსმ I, №41, 30. 12 .2004 წ., მუხ.210

საქართველოს 2005 წლის 25 მარტ ის კანონი №1184- სსმ I, №15, 19. 0 4.2005 წ., მუხ. 9 9

საქართველოს 2005 წლის 13 მაის ის კანონი № 1438 - სსმ I, № 2 5, 02 . 06 .2005 წ., მუხ. 166

საქართველოს 2006 წლის 1 4 აპრილ ის კანონი № 2887 - სსმ I, № 11 , 01 . 05 .200 6 წ., მუხ. 82

საქართველოს 200 6 წლის 24 მაის ის კანონი № 3090 - სსმ I, № 20 , 09 . 06 .200 6 წ., მუხ. 169

საქართველოს 200 6 წლის 2 4 ივლის ის კანონი № 3501 - სსმ I, № 35 , 03 . 08 .200 6 წ., მუხ. 257

საქართველოს 200 6 წლის 10 ნოემბრ ის კანონი № 3641 - სსმ I, № 44 , 27 . 11 .200 6 წ., მუხ. 289

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4252- სსმ I, №50, 30. 12 .2006 წ., მუხ.403

საქართველოს 2007 წლის 8 ივნის ის კანონი №4926- სსმ I, №22, 1 9. 0 6.2007 წ., მუხ.207

    მუხლი 6. მოსაკრებლის გადამხდელები

მოსაკრებლის გადამხდელები არიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებსაც სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოები ანიჭებენ კანონით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელების ან/და სარგებლობის უფლებას, აგრეთვე რომელთაც სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოები უწევენ გარკვეულ მომსახურებას.

საქართველოს 200 6 წლის 2 4 ივლის ის კანონი № 3501 - სსმ I, № 35 , 03 . 08 .200 6 წ., მუხ. 257

    მუხლი 7. მოსაკრებლების განაკვეთის განსაზღვრის ზოგადი პრინციპები

1. მოსაკრებლების განაკვეთები მათ ცალკეულ სახეობებზე წესდება ამ კანონის შესაბამისად მიღებული კანონებით და განისაზღვრება შემდეგი პრინციპებით:

ა) სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოების მიერ უზრუნველყოფილ მომსახურებაზე ან/და უფლების მინიჭებაზე გაწეული დანახარჯების ანაზღაურების გათვალისწინებით;

ბ) განსაკუთრებულ შემთხვევებში სახელმწიფოს პოლიტიკური და ეკონომიკური (მათ შორის, მოსალოდნელი შემოსავლების გათვალისწინებით) ინტერესებიდან გამომდინარე.

2. მოსაკრებლები წესდება ლარებში ან ფარდობით სიდიდეებში.

საქართველოს 200 6 წლის 2 4 ივლის ის კანონი № 3501 - სსმ I, № 35 , 03 . 08 .200 6 წ., მუხ. 257

    მუხლი 8. მოსაკრებლებისაგან მიღებული შემოსავლების განაწილება ბიუჯეტებს შორის

მოსაკრებლების ბიუჯეტებში ჩარიცხვა ხორციელდება „საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილების შესახებ“ საქართველოს კანონისა და საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად.

    მუხლი 9. გარდამავალი დებულება

ტერიტორიულ ერთეულებში, სადაც არჩეულნი არ არიან წარმომადგენლობითი ორგანოები, მათ არჩევამდე ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ კანონით დაწესებული მოსაკრებლების შემოღების უფლება ეძლევათ „საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ“ საქართველოს კანონის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის 1996 წლის 29 მაისის დადგენილების მე–5 პუნქტით განსაზღვრულ ორგანოებს.

    მუხლი 10. კანონის ამოქმედება

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი

ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

1998 წლის 6 თებერვალი.

№1221–IIს

შეტანილი ცვლილებები:

    1. საქართველოს 199 8 წლის 2 6 ივნის ის კანონი № 1488 - პარლამენტის უწყებანი 25-26 , 15 . 07 . 1998 წ., გვ . 30

      2. საქართველოს 1998 წლის 9 დეკემბრის კანონი № 1725 - სსმ I,  №7, 31 . 12 . 1998 წ., მუხ. 54

    3. საქართველოს 1998 წლის 13 დეკემბრის კანონი № 17 33- სსმ I, №7, 31 . 12 . 1998 წ., მუხ. 5 6

    4. საქართველოს 199 9 წლის 5 თებერვლ ის კანონი № 1793 - სსმ I, № 4(11) , 23 . 02 . 1999 წ., მუხ. 20

    5. საქართველოს 199 9 წლის 2 5 ივნის ის კანონი № 2207 - სსმ I, № 31(38) , 14 . 07 . 1999 წ., მუხ. 164

   6. საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №638- სსმ I, №48, 16. 12 .2000 წ., მუხ.138

   7. საქართველოს 2001 წლის 2 მარტ ის კანონი № 746 - სსმ I, № 6 , 20 . 03 .200 1 წ., მუხ. 9

   8. საქართველოს 2001 წლის 18 დეკემბრის კანონი №1190- სსმ I, №36, 31. 12 .2001 წ., მუხ.139

   9. საქართველოს 2002 წლის 21 ივნის ის კანონი №1545- სსმ I, №21, 1 2. 07 .2002 წ., მუხ.92

   10. საქართველოს 2003 წლის 7 მაის ის კანონი № 2211 - სსმ I, № 13 , 02 . 06 .200 3 წ., მუხ. 76

   11. საქართველოს 2003 წლის 26 აგვისტო ს კანონი № 3011 - სსმ I № 29 , 18 . 09 .200 3 წ., მუხ. 208

   12. საქართველოს 2003 წლის 26 აგვისტო ს კანონი № 30 44- სსმ I № 29 , 18 . 09 .200 3 წ., მუხ. 2 15

   13. საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №948- სსმ I, №41, 30. 12 .2004 წ., მუხ.210

   14. საქართველოს 2005 წლის 25 მარტ ის კანონი №1184- სსმ I, №15, 19. 0 4.2005 წ., მუხ. 9 9

   15. საქართველოს 2005 წლის 13 მაის ის კანონი № 1438 - სსმ I, № 2 5, 02 . 06 .2005 წ., მუხ. 166

   16. საქართველოს 2006 წლის 1 4 აპრილ ის კანონი № 2887 - სსმ I, № 11 , 01 . 05 .200 6 წ., მუხ. 82

   17. საქართველოს 200 6 წლის 24 მაის ის კანონი № 3090 - სსმ I, № 20 , 09 . 06 .200 6 წ., მუხ. 169

   18. საქართველოს 200 6 წლის 2 4 ივლის ის კანონი № 3501 - სსმ I, № 35 , 03 . 08 .200 6 წ., მუხ. 257

   19. საქართველოს 200 6 წლის 10 ნოემბრ ის კანონი № 3641 - სსმ I, № 44 , 27 . 11 .200 6 წ., მუხ. 289

   20. საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4252- სსმ I, №50, 30. 12 .2006 წ., მუხ.403

   21. საქართველოს 2007 წლის 8 ივნის ის კანონი №4926- სსმ I, №22, 1 9. 0 6.2007 წ., მუხ.207

 

 

 

 

39. 20/07/2018 - საქართველოს კანონი - 3219-რს - ვებგვერდი, 13/08/2018 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 38. 29/06/2018 - საქართველოს კანონი - 2763-IIს - ვებგვერდი, 19/07/2018 37. 01/06/2017 - საქართველოს კანონი - 897-IIს - ვებგვერდი, 21/06/2017 36. 20/09/2013 - საქართველოს კანონი - 1249-Iს - ვებგვერდი, 08/10/2013 35. 22/06/2012 - საქართველოს კანონი - 6542-Iს - ვებგვერდი, 26/06/2012 34. 23/12/2011 - საქართველოს კანონი - 5601-რს - ვებგვერდი, 30/12/2011 33. 24/11/2011 - საქართველოს კანონი - 5297-IIს - ვებგვერდი, 111205022, 05/12/2011 32. 12/11/2010 - საქართველოს კანონი - 3806 - სსმ, 66, 03/12/2010 31. 28/10/2010 - საქართველოს კანონი - 3775 - სსმ, 63, 10/11/2010 30. 21/07/2010 - საქართველოს კანონი - 3546 - სსმ, 46, 04/08/2010 29. 01/12/2009 - საქართველოს კანონი - 2208 - სსმ, 42, 10/12/2009 28. 03/11/2009 - საქართველოს კანონი - 1937 - სსმ, 35, 19/11/2009 27. 24/09/2009 - საქართველოს კანონი - 1700 - სსმ, 29, 12/10/2009 26. 17/07/2009 - საქართველოს კანონი - 1531 - სსმ, 19, 24/07/2009 25. 15/07/2008 - საქართველოს კანონი - 220 - სსმ, 17, 28/07/2008 24. 29/06/2007 - საქართველოს კანონი - 5134 - სსმ, 27, 17/07/2007 23. 29/06/2007 - საქართველოს კანონი - 5128 - სსმ, 27, 17/07/2007 22. 08/06/2007 - საქართველოს კანონი - 4928 - სსმ, 23, 21/06/2007 21. 08/06/2007 - საქართველოს კანონი - 4926 - სსმ, 22, 19/06/2007 20. 29/12/2006 - საქართველოს კანონი - 4252 - სსმ, 50, 30/12/2006 19. 10/11/2006 - საქართველოს კანონი - 3641 - სსმ, 44, 27/11/2006 18. 24/07/2006 - საქართველოს კანონი - 3501 - სსმ, 35, 03/08/2006 17. 24/05/2006 - საქართველოს კანონი - 3090 - სსმ, 20, 09/06/2006 16. 14/04/2006 - საქართველოს კანონი - 2887 - სსმ, 11, 01/05/2006 15. 13/05/2005 - საქართველოს კანონი - 1438 - სსმ, 25, 02/06/2005 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 14. 25/03/2005 - საქართველოს კანონი - 1184 - სსმ, 15, 19/04/2005 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 13. 29/12/2004 - საქართველოს კანონი - 948 - სსმ, 41, 30/12/2004 12. 26/08/2003 - საქართველოს კანონი - 3044 - სსმ, 29, 18/09/2003 11. 26/08/2003 - საქართველოს კანონი - 3011 - სსმ, 29, 18/09/2003 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 10. 07/05/2003 - საქართველოს კანონი - 2211 - სსმ, 13, 02/06/2003 9. 21/06/2002 - საქართველოს კანონი - 1545 - სსმ, 21, 12/07/2002 8. 18/12/2001 - საქართველოს კანონი - 1190 - სსმ, 36, 31/12/2001 7. 03/02/2001 - საქართველოს კანონი - 746 - სსმ, 6, 20/03/2001 6. 05/12/2000 - საქართველოს კანონი - 638 - სსმ, 48, 16/12/2000 5. 25/06/1999 - საქართველოს კანონი - 2207 - სსმ, 31(38), 14/07/1999 4. 05/02/1999 - საქართველოს კანონი - 1793 - სსმ, 4(11), 23/02/1999 3. 13/12/1998 - საქართველოს კანონი - 1733 - სსმ, 7, 31/12/1998 2. 09/12/1998 - საქართველოს კანონი - 1725 - სსმ, 7, 31/12/1998 1. 26/06/1998 - საქართველოს კანონი - 1488 - პარლამენტის უწყებანი, 25-26, 15/07/1998
ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.